ბინადარი არის, შპს ბინადარი, საიდენტიფიკაციო კოდი: 405116468
დეველოპერული კომპანია „ბინადარი“, როგორც ბრენდი, სამშენებლო ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს. დაარსების დღიდანვე ჩვენ შევთანხმდით ბრენდის პლატფორმაზე და ვიცოდით, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი განმასხვავებელი ნიშანი, რითაც მომავალი მობინადრეების ყურადღება უნდა მიგვეპყრო, ერთმნიშვნელოვნად იყო ხარისხი. ამასთანავე ჩვენი იმიჯის განმსაზღვრელი ფაქტორებია ადგილმდებარეობა, სანდოობა, ხელმისაწვდომი ფასი და დათქმული ვადები.
ყველა ზემოთ ჩამოთვლილი გარემოებების გათვალისწინებით „ბინადარმა“ დაასრულა სამი დიდი პროექტი - „ბინადარი ცაგარელზე“ (არჩილ ცაგარელის N3-ში), „ბინადარი ნუცუბიძეზე“ (შალვა ნუცუბიძის N129-ში) და „ბინადარი დადიანზე“ (ცოტნე დადიანის N63-ში).
კომპანია უწყვეტ რეჟიმში მუშაობს ახალი და უფრო მაშტაბური პროექტების განსახორციელებლად. ჩვენი მთავარი ამოცანაა ავირჩიოთ ყოველთვის ისეთი მდებარეობა, რომელიც ყველაზე მოთხოვნადი და კომფორტული იქნება ჩვენი პოტენციური მობინადრეებისათვის.
Lamode.ge არის, შპს ბრილიანს, საიდენტიფიკაციო კოდი: 400164095
ჩვენი ვებ გვერდია: lamode.ge
მხოლოდ ჩვენთან, მსოფლიოში წამყვანი ბრენდების უახლესი კოლექციები საუკეთესო ფასად და უფასო მიტანის სერვისით.
სოლო პერ ტე არის, შპს სოლო ესთეტიკა, საიდენტიფიკაციო კოდი: 405089345
ჩვენი ვებ გვერდია : soloperte.ge
სოლო პერ ტე - მხოლოდ შენთვის. რადიკალურად განსხვავდება ესთეტიკური კონცეფცია, უნიკალური მოწინავე გამოცდილება, რომელიც ჩვენ თქვენთვის შევიმუშავეთ.
ჩვენი ცენტრის ექიმები თავის საქმის ნამდვილი ვირტუოზები არიან,
მაღალი პროფესიონალიზმი და მრავალწლიანი გამოცდილება საშუალებას აძლევს მათ ჩაატარონ მანიპულაციები მინიმალური ჩარევითა და მაქსიმალური შედეგებით.
კომპანია IT-SOLUTION გთავაზობთ როგორც ერთჯერად ასევე ბიზნეს მომსახურებას შემდეგი მიმართულებებით:
1. ქსელის მოწყობა ფიზიკურ და ლოგიკურ დონეზე.
2. ქსელის მართვა და მონიტორინგი;
3. IP ტელეფონიის დანერგვა და ადმინისტრირება
4. სერვერების ადმინისტრირება
5. სარეზერვო ასლების შექმნა (ბეკაპირება)
6. კომპიუტერებისა და პერიფერიული მოწყობილობების IT მხარდაჭერა ( სისტემის გადაყენება, პროგრამების დაყენება, პერიფერიული მოწყობილობების დაერთება და ა.შ)
7. სამეთვალყურეო სისტემების დანერგვა და მხარდაჭერა; (IP კამერების და ჩამწერების)
Chateau Buera is located in Lopota Lake Resort & Spa, near Lopota lake in Kakheti region, known for its winemaking tradition. Chateau Buera, with its classic exterior design perfectly fits the environment while its modern interior creates a unique contrast with untouched nature around it.
Chateau Buera is a touristic place for discerning travelers interested in winemaking. Vineyards are located right around Chateau - enjoy the view while sipping on your favorite drink. Have a tour inside our wine cellar and see the process of traditional winemaking for yourself.
Bio products produced on the spot, traditional Georgian wine and cuisine – Chateau Buera is a place where you can enjoy it all.
შპს „სოლარისი“ შეიქმნა 2015 წლის 4 მარტს, კომპანიის დაფუძნების იდეა ეკუთვნის სხვადასხვა ბიზნეს სფეროში მოღვაწე წარმატებულ ტოპ მენეჯერთა და ბიზნეს კონსულტანტთა გუნდს. სოლარის ჯგუფის მიზანია გახდეს ლიდერი კომპანია ბიზნეს კონსალტინგის მიმართულებით. კომპანია აქტიურ მონაწილეობას მიიღებს საქართველოში ბიზნეს კონსალტინგის მიმართულების განვითარებასა და ამ სფეროს თვისობრივად ახალ სიმაღლეზე გადაყვანაში. 2015 მარტის ბოლოს შპს „სოლარისი“ გახდა „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“ (EBRD) BAS პროგრამის პარტნიორი. შპს ‘სოლარისი“-ს გუნდის წევრები ბოლო წლების განმავლობაში ეწეოდნენ საკონსულტაციო საქმიანობას ფიზიკური პირების (FREELANCER) სტატუსით სხვადასხვა მიმართულებით:
ბიზნესის პროექტირება და სტრატეგია;
მარკეტინგული კვლევა და ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციები;
ოპერაციების ოპტიმიზაცია;
ფინანსური რესურსის მოზიდვა ბიზნესის განვითარებისთვის;
ფინანსური ანალიზი, აღრიცხვა და რეპორტინგი;
ჩვენ ვეხმარებით მცირე და საშუალო ბიზნეს, რომ გაფართოვდნენ და მიაღწიონ წარმატებას, გახდნენ ეკონომიკის კატალიზატორები, ჯერ ადგილობრივად, შემდეგ კი რეგიონის მასშტაბით. იმისთვის რომ ჩვენი კლიენტების ბიზნესებს მოემატოთ კონკურენტუნარიანობა, ჩვენი სპეციალისტები იყენებენ უახლეს საუკეთესო პრაქტიკას და აზროვნებას შესაბამის სფეროში. ჩვენს გუნდს აქვს დიდი პრაქტიკული გამოცდილება ინვესტიციების მოზიდვაში, ასევე ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებადობის კვლევაში და ანგარიშების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისად შედგენაში.
ველო+ არის, შპს ლანიმა, საიდენტიფიკაციო კოდი: 400135082
ჩვენი ვებ გვერდია: veloplus.ge
საქართველოში და კერძოდ თბილისში ხარისხიანი ველოსიპედებისა და აქსესუარების ძალიან მწირი არჩევანის გამო კომპანიის დამფუძნებლებმა გახსნეს პირველი მაღაზია 2012-წლის ივნისში. შპს "ლანიმა" დაარსდა 2015 წლის იანვარში. გახსნიდან მეორე წელს, "ლანიმამ" შეძლო გამხდარიყო ისეთი ცნობილი ბრენდების ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში, როგორებიც არიან: Cube Bikes, Shimano, Continental tires და ა.შ. მაღაზიათა ქსელი "ველო +" ითვლება ერთ-ერთ ლიდერად ველოსიპედების გაყიდვის სფეროში. ამ ეტაპზე კი "ლანიმას" აქვს ველოსიპედებთან დაკავშირებული სრული სერვისი, სახელოსნოს და გაქირავების ჩათვლით.
შპს „მასტერფუდი“ წარმოადგენს სწრაფი კვების ობიექტების ქსელს, რომელიც ბაზარზე „Shaurma Club”-ის სახელით არის ცნობილი.
შპს „მასტერფუდს“ საქართველოს სწრაფი კვების ობიექტების ბაზარზე გამორჩეული ადგილი უკავია.
ქსელის პირველი რესტორანი 2015 წლის ივლისში გაიხსნა. სწრაფი და მზარდი გაყიდვების გამო „Shaurma Club”-ის რესტორნების ქსელი გაფართოვდა.
ობიექტები სტრატეგიულად სწორად არის განთავსებული. ჩვენი მთავარი ძლიერი მხარე საფასო პოლიტიკაა, რომელიც მარკეტინგულად არადიფერენცირებულ სეგმენტაციას გულისხმობს.
მომხმარებელთა ლოიალურობა გამოწვეულია პროდუქტის მაღალი ხარისხობრივი და ღირებულებითი მახასიათებლებით.
„Shaurma Club”-ის საკვანძო კომპეტენციაა:
- პროდუქტის ხარისხი და გემო;
- უსაფრთხოება (დენის დანადგარები);
- კომფორტული და თანამედროვე გარემო;
„Shaurma Club”, როგორც სწრაფი კვების ობიექტების ბაზარზე წარმოდგენილი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი, მუდმივად ისწრაფვის სერვისის გაუმჯობესებისკენ, მომხმარებელთა მოთხოვნილებების გათვალისწინებით.
ტელეკომპანია ‘იმედი’ 2001 წელს დაარსდა და მაუწყებლობს 2003 წლის 15 მარტიდან.
დღეისათვის ტელეკომპანია ‘იმედი’ საქართველოს სატელევიზიო სივრცის ლიდერია და მაყურებლის დიდი ნდობითა და ინტერესით სარგებლობს. კომპანიის ჩამოყალიბების საწყის ეტაპზე ტელეკომპანია ‘იმედის’ კონსულტანტები იყვნენ: ჟურნალისტი ვლადიმერ პოზნერი, ამერიკული საკონსულტაციო კომპანია ‘Quadrant Entertainment Group’ და ნორვეგიული კომპანია ‘Teleplan’. ტელეკომპანია ‘იმედი’ აღჭურვილია უახლესი თაობის ტექნიკით და საქართველოს ტერიტორიას უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის სატელევიზიო სიგნალით.
ქართულ ტელე-სივრცეში, პირველად სწორედ ტელეკომპანია ‘იმედმა‘ დაიწყო ლიცენზირებული პროდუქციის ჩვენება. ჩვენს მიერ ოპერატიულად და ობიექტურად გაშუქებულ ახალ ამბებს მაყურებელი მთელი დღის განმავლობაში ეცნობა. ახალი ამბების გარდა, ჩვენ ვთავაზობთ მაყურებელს მსოფლიოში პოპულარული სატელევიზიო ფორმატების ადაპტირებულ ვერსიებს, ქართულ და უცხოურ მხატვრულ ფილმებს, ტელესერიალებს, დოკუმენტურ და ანიმაციურ ფილმებს, ასევე, მსოფლიო მნიშვნელობის კინო, მუსიკალური და სხვა სახის დაჯილდოების ცერემონიების პირდაპირ ეთერში ტრანსლაციას.
ჩვენ უარს ვაცხადებთ არალიცენზირებული პროდუქციის ტელე-ეთერში გაშვებაზე და მივიჩნევთ, რომ ტელეკომპანიის ინტერესებისათვის აუცილებელია წამყვან ვიდეო, მუსიკალურ და კინო პროდუქციის მომწოდებლებთან სამართლებრივი ურთიერთობების დამყარება.
ჩვენ მუდმივად თვალს ვადევნებთ და ვითვალისწინებთ სატელევიზიო ინდუსტრიის მიმდინარე მოთხოვნებს, მოვლენების დინამიკურ განვითარებასა და საზოგადოების დაკვეთას და ვართ მუდმივი განახლებისა და ძიების პროცესში.
ჩვენი მიზანია, საქართველოს თითქმის მთელს ტერიტორიაზე ტელესიგნალის გავრცელება და რაც შეიძლება ფართო აუდიტორიისათვის საინტერესო კონტენტის შექმნა, ასევე წარმოდგენილი პროდუქციის მაღალი ხარისხის შენარჩუნება, და ჩვენს მომწოდებლებთან და არსებულ და პოტენციურ კლიენტებთან გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობების დამყარება.
ექსლიბრის არტს, კრაფტს & ბუქს არის, შპს ექსლიბრისი, საიდენტიფიკაციო კოდი: 404425779
ექსლიბრისი“ დაარსდა 2012 წელს. კომპანიის ძირითადი მიმართულება არის ქართული ხელოვნების პოპულარიზაცია სუვენირების წარმოება–რეალიზაციის გზით. ჩვენი, 100% ნატურალური და ეკოლოგიურად სუფთა ჩანთები ყველაზე მომგებიანი კაპიტალდაბანდება იქნება თქვენი კომპანიის სარეკლამო მიზნებისთვის.დღეს ნატურალური ქსოვილისგან დამზადებული აქსესუარები კერძოდ კი მრავალჯერადი ქსოვილის ჩანთები ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტია. ასეთ ჩანთას დიდი სიამოვნებით გამოიყენებენ, როგორც თქვენი კლიენტები აგრეთვე თანამშრომლებიც. გახადეთ თქვენი კომპანიის ლოგო ცნობადი!
კორპორატიული შეკვეთებისთვის გთხოვთ დაგვიკავშირდით ნომერზე 555 55 29 დ67 ან მოგვწერეთ: nato.tsaava@gmail.com
აიტი აკადემია დაარსდა კომპიუტერული სერვის ჯგუფი F1-ის მიერ, რომელსაც კომპიუტერული მომსახურების სფეროში საქმიანობის 8 წლიანი გამოცდილება გააჩნია.
ჩვენ გვსურს ხარისხიანი, მუდმივად ახალი და საუკეთესო პრაქტიკაზე დაფუძნებული ცოდნა მივცეთ ჩვენს მსმენელებს. პროფესიულ ცოდნას და ინფორმაციას თავისი მოხმარების ვადა აქვს, მუდმივად განვითარებადი სამყაროს პირობებში ხდება ახალი აღმოჩენები, მიგნებები, ტექნიკური გაუმჯობესებები და ამიტომაც ცოდნა ძალიან მალე ძველდება. ჩვენ კი, ჩვენი საქმიანობიდან გამომდინარე, მუდმივად განვითარების პულსზე გვიდევს ხელი და ვფლობთ იმ ცოდნას, რომელიც მოცემული მომენტისთვის ყველაზე ნედლია.
F1-ის აიტი აკადემიაში სწავლა ნიშნავს ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში ისეთი საფუძვლიანი და პრაქტიკული ცოდნის მიღებას, რომელიც ჩვენს მსმენელებს კარიერულ გზაზე დასახული მიზნების მიღწევის რეალურ შესაძლებლობებს მისცემს.
ვარსკვლავების კლუბი არის. შპს სთარზქლაბ.გე,საიდენტიფიკაციო კოდი:400101723
ჩვენი ვებ გვერდია:s tarrsclub.ge
ჩვენი ცენტრი მოღვაწეობს 2006 წლიდან. Stars club თავდაპირველად ვინი პუჰის სახელით იყო ცნობილი, ხოლო 2013 წელს მოხდა რებრენდინგი და სახელი შეიცვალა. გვაქვს პროგრამების დიდი არჩევანი:
ვარსკვლავური დაბადების დღე
ცეცხლოვანი შოუ
მაკქუინის თემატური დაბადების დღე
ფუფალა და პრინცესები
რობოტი ლაზერული თოფებით
კრუელა და 101 დალმატინელი
სამეფო კარის თამაშები
მიკი და მინი მაუსის თემატიკა.
ჩვენი პროგრამები მუდმივი განახლების პროცესშია. არასდროს ვჩერდებით და გთავაზობთ ყველაფერ ახალს, საინტერესოს, რათა თქვენი დაბადების დღე იყოს ყველაზე განსხვავებული და დაუვიწყარი.
ენდოკრინოლოგიის ეროვნული ინსტიტუტი არის, შპს ენდოკრინოლოგიის ეროვნული ინსტიტუტი, საიდენტიფიკაციო კოდი:200099384
ჩვენი ვებ გვერდია: endocrinology.ge
ენდოკრინოლოგიის ეროვნული ინსტიტუტის ისტორია იწყება 2004 წლიდან ენდოკრინულ და მეტაბოლურ დარღვევათა კლინიკის სახელწოდებით, რომელიც დაარსებულ იქნა პროფესორ ელენე გიორგაძის, ვასილ ჩაჩიბაიას და ნანა ცაგარელის მიერ.
ჯერ კიდევ 2004 წელს ელენე გიორგაძის ხელმძღვანელობით მე–4 კლინიკური საავადმყოფოს ბაზაზე, ტექნიკურ (მე–9) სართულზე დაფუძნდა ენდოკრინულ და მეტაბოლურ დარღვევათა კლინიკა, ხოლო 2011 წლიდან კლინიკამ შეიძინა ენდოკირნოლოგიის ეროვნული ინსტიტუტის სახელწოდება.
ინსტიტუტის ბაზაზე ფუნქციონირებს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის კათედრა ენდოკრინოლოგიაში. მიმდინარეობს დიპლომამდელი და პოსტდიპლომური უწყვეტი განათლების პროგრამები, სადაც მზადებას გადის მრავალი დოქტოტრანტი და რეზიდენტი, როგორც საქართველოდან ასევე სხვა ქვეყნებიდან.
ინსტიტუტის ბაზაზე დაარსებულია საქართველოს სიმსუქნის შემსწავლელი ასოციაცია, რომელიც თავის მხრივ წევრია ევროპის სიმსუქნის შემსწავლელი ასოციაციის. ასევე ინსტიტუტში ფუნქციონირებს ძვლოვანი სისტემის მეტაბოლურ დარღვევათა საქართველოს ასოციაცია, რომელიც ერთიანდება ოსტეოპოროზის საერთაშორისო ასოციაციაში.
დღეს ენდოკრინოლოგიის ინტელექტუალური რესურსი, მრავალწლიანი გამოცდილება და თანამედროვე მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობა საშუალებას იძლევა ინსტიტუტში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად ჩატარდეს ენდოკრინული პროფილის ყველა პათოლოგიის სრულყოფილი დიაგნოსტიკა და მკურნალობა.
რა არის Allwine.ge?
- რჩეული ქართული ღვინოების ონლაინმაღაზია;
- ყველაფერი ღვინის შესახებ - საინფორმაციო მედიაპორტალი;
- სადეგუსტაციო კუთხეები თბილისსა და ბათუმში, სადაც შეგიძლიათ, უფასოდ დააგემოვნოთ და შეიძინოთ სასურველი ღვინო.
რით არის გამორჩეული Allwine.ge?
- ჩვენ საგულდაგულოდ ვარჩევთ თითოეულ ღვინოს და მხოლოდ გამორჩეულებს ვათავსებთ Allwine.ge-ის ონლაინმაღაზიასა და სადეგუსტაციო კუთხეებში;
- ამ ღვინოების უმეტესობას ვერ ნახავთ ღვინის მაღაზიათა ქსელებში, სუპერმარკეტებსა თუ რესტორნებში, ვინაიდან ისინი შედარებით მცირე მარნების მიერ არის წარმოებული და მათი დისტრიბუცია დიდ სავაჭრო ქსელებში არ ხდება;
მიუხედავად იმისა, რომ Allwine.ge უცხოელი ტურისტებისთვისაც არის გათვლილი, ღვინის ფასები არ არის "ტურისტული" (გაბერილი).
რა არის Allwine.ge-ის მიზანი?
- ჩვენი მიზანია, საქართველოს მოსახლეობასა და უცხოელ სტუმრებს გავაცნოთ ქართული ღვინის კულტურა, ტრადიცია, დავაგემოვნებინოთ ორიგინალური ჯიშის ყურძნისგან დაწურული რჩეული ღვინოები;
მივცეთ შესაძლებლობა უცხოელ - მოქალაქეებს, ინტერნეტით შეუკვეთონ და თავიანთ ქვეყანაში, საკუთარ სახლში მიიღონ რჩეული ქართული ღვინოები;
დავეხმაროთ ხარისხიანი ღვინის მწარმოებელ მეღვინეებს, ბევრად ცნობადი და გაყიდვადი გახადონ საკუთარი პროდუქცია.
როგორ მუშაობს Allwine.ge?
თბილისის მასშტაბით ღვინის მიტანა საიტზე შეკვეთიდან 60 წუთში ხდება;
- მისამართზე ღვინის მიტანის ფასი - 3 ლარია;
- შეკვეთა შესაძლებელია როგორც - ონლაინ, ასევე ტელეფონით, თანხის გადახდით ადგილზე ღვინის მიტანისას.
სად მდებარეობს Allwine.ge-ის სადეგუსტაციო კუთხეები?
- თბილისი, კანდელაკის N7, "ბიბლუსი გალერეა" თბილისი, ჭავჭავაძის N7, "ბიბლუსი გალერეა"
- თბილისის საერთაშორისო აეროპორტი
- ბათუმი, მემედ აბაშიძის N52, "ბიბლუსი გალერეა"
- თელავი, ერეკლე II და ბახტრიონის კვეთა
შპს „ვესტ ინვესტი“ დაარსდა 2006 წელს და წარმოადგენს საკვები პროდუქტების ერთერთ უმსხვილეს სადისტრიბუციო კომპანიას საქართველოში. ჩვენ გთავაზობთ 100 – მდე დასახელების უმაღლესი ხარისხის ქათმის პროდუქტებს, ღორისა და საქონლის ხორცს, ნახევარფაბრიკატებს, ზღვის პროდუქტებსა და ზეთს, რომლებიც იწარმოება საუკეთესო ქარხნების მიერ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. შპს „ვესტ ინვესტი“ აღნიშნული პროდუქტების იმპორტს ახორციელებს შემდეგი ქვეყნებიდან: გერმანია, აშშ, დიდი ბრიტანეთი, კანადა, საფრანგეთი, ბრაზილია, დანია, ისლანდია, ნორვეგია, ნიდერლანდები, უკრაინა, ჩინეთი.
შპს „ვესტ ინვესტი“ ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილია საქართველოში არსებულ სადისტრიბუციო კომპანიებს შორის დადღემდე წარმატებით ახორციელებს თავის საქმიანობას ქართულ ბაზარზე. ჩვენი კომპანია, რომელიც მაქსიმალურად ორიენტირებულია მომხმარებელზე, იღებს ყველა ზომას იმისათვის, რომ მომხმარებლამდე მივიდეს გარანტირებულად უსაფრთხო და ხარისხიანი საქონელი, პროდუქციის მიწოდების პროცესში ზედმიწევნით სწორად არჩევს ტემპერატურულ რეჟიმს, რათა ტვირთის მოწოდება მოხდეს უსაფრთხოების სტანდარტების სრული დაცვით. კომპანიისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია პროდუქციის დასაწყობებისა და შენახვის საიმედო პირობების უზრუნველყოფა. შპს „ვესტ ინვესტის“ მაცივრები განლაგებულია როგორც ქ.თბილისში, ასევე რეგიონებში: იმერეთი, სამეგრელო, ქვემო ქართლი, შიდა ქართლი, კახეთი.
შპს „ვესტ ინვესტი“ ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სადისტრიბუციო კომპანიაა ქართულ ბაზარზე, რომელიც გამოირჩევა ფართო სავაჭრო ქსელით. კომპანიის სათაო ოფისი მდებარეობს ქ.თბილისში, ხოლო ფილიალები განთავსებულია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე (ქ. ბათუმი, ქ. ქუთაისი, ქ. ზუგდიდი, ქ. გორი, ქ. თელავი). კომპანია ასევე ფლობს საფირმო მაღაზიებს ქ.თბილისში, ქ. რუსთავში, ქ. ბათუმსა და ქ. ქუთაისში.
ჩვენი პარტნიორები
დღესდღეობით კომპანია ამარაგებს 4000 – მდე მაღაზიას მთელი საქართველოს მასშტაბით. ასევე, წარმატებით თანამშრომლობს სუპერმარკეტების ქსელებთან „კარფური“, „სმარტი“, „გუდვილი“, „ფრესკო“, „ნიკორა“, „ორი ნაბიჯი“, „ნუგეში“, „ფუდმარტი“, „ფურშეტ ჯორჯია“, „ჯიბე“ და ა.შ
“ნანოკრედიტი” საქართველოს საფინანსო ბაზარზე მოქმედი წარმატებული საფინანსო ორგანიზაციაა, რომელიც დაარსდა 2013 წელს. კომპანიას გააჩნია ბაზარზე ორიენტირებული საკრედიტო სტრატეგია, რომლის მთავარი მიზანია დივერსიფიცირებული საკრედიტო პორტფელის შექმნა სხვადასხვა საკრედიტო პროდუქტების მეშვეობით. მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსება კომპანიის მთავარი სტრატეგია და ამოსავალი წერტილია. ნანოკრედიტის მიზანია საფინანსო ბაზარზე სანდო და ცნობადი რეპუტაციის დამკვიდრება. აღნიშნული მიზნის მისაღწევად კომპანიას ჰყავს გამოცდილი გუნდი, მყარი ფინანსური პარტნიორები და გამართული თანამედროვე დასავალური ტიპის ორგანიზაციული სტრუქტურა. კომპანია მიზნად ისახავს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისადმი ხელშეწყობას. ნანოკრედიტი გამოირჩევა წვრილი და საშუალო ბიზნესისადმი ინდივიდუალური მიდგომით და კლიენტა ინტერესებისა და კონფიდენციალურობის აბსოლუტური დაცვით.
ფასეულობები
გუნდურობა და პროფესიონალიზმი
კონფიდენციალურობა
სოციალური პასუხისმგებლობა
სტაბილური მდგრადი შესაძლებლობები
ინოვაციური მიდგომა
ჩვენი უპირატესობები
სწრაფი და მარტივი სერვისი
საქართველოში ყველაზე საიმედო საინვესტიციო თამასუქი მაღალი სარგებლით
დაბალი საპროცენტო განაკვეთი სესხებზე
კლიენტზე ორიენტირებული საკრედიტო პროდუქტები
გადახდის მოქნილი სისტემა
2017 წლიდან ნანოკრედიტი არის არასაბანკო ფინანსურ დაწესებულებათა ასოციაციის წევრი.