IT-Lab - არის ახალი სიტყვა IT მომსახურების მიწოდებაში. ჩვენ გაძლევთ საშუალებას უფრო მარტივად მიიღოთ თქვენთვის სასურველი სერვისი ოფისიდან გაუსვლელად. შეგვიკვეთეთ საჭირო მომსახურება და ჩვენი სპეციალისტები თავად მოვლენ თქვენთან ან დაგეხმარებიან დისტანციურად გახდით თანამედროვე ჩვენთან ერთად!
რემონტალი არის, შპს რემონტალი, საიდენტიფიკაციო კოდი:202457956 კომპანია რემონტალი დაარსდა 2005 წელს. პროფესიონალებით დაკომპლექტებულმა ჯგუფმა, უამრავი დაბრკოლების მიუხედავად, მოკლე ვადაში შეძლო, დაემკვიდრებინა სანდო კომპანიის იმიჯი. კომპანიის მუდმივი პრიორიტეტია ხარისხიანი პროდუქციის შექმნა დამკვეთისთვის მისაღებ ფასში, ისევე, როგორც მათდამი ლოიალური განწყობა და ერთგულება. 2012 წლიდან ჩვენი კომპანიის პრიორიტეტად განისაზღვრა მაღალტექნოლოგიური და ულტრათანამედროვე სამშენებლო და სარემონტო მასალებით ვაჭრობა და პროდუქციის წარმოება.
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია შპს „ბონაკო“ წარმოადგენს საფინანსო კომპანიას, რომლის ძირითადი საქმიანობაც ფიზიკური და იურიდიული პირების დაკრედტებაა. 2010 წლის ნოემბერში კომპანიას საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მიკროსაფინანსო ორგანიზაციის სტატუსი მიანიჭა. ჩვენი საკრედიტო პროდუქტები ემსახურება, როგორც ფიზიკური პირების დაკრედიტებას, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესის საკრედიტო რესურსებით უზრუნველყოფას. ჩვენი მისიაა ხარისხიანი და ეფექტური მომსახურების შეთავაზება მომხმარებლებისათვის. ჩვენთვის პრიორიტეტულია პროდუქტების მუდმივი დახვეწა, გამრავალფეროვნება და მათი მორგება კლიენტების მოთხოვნებზე. ჩვენი მიზანია, რომ მომხმარებლებს მუდმივად ჰქონდეთ კომპანიის სტაბილურობის განცდა, ვიყოთ მათი საიმედო პარტნიორი, შევთავაზოთ მათთვის მისაღები და მოქნილი პროდუქტები.
საქართველოს სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტი (GISS) არის არასამთავრობო, კვლევითი ორგანიზაცია (think-tank) დაფუძნებული 2012 წლის ნოემბერში. ორგანიზაციის მისიაა გააშუქოს, გაანალიზოს და კომენტირება გაუკეთოს საქართველოსა და რეგიონში მიმდინარე პოლიტიკურ, უსაფრთხოების, ენერგო-პოლიტიკის და კონფლიქტებთან დაკავშირებულ საკითხებს.
მოტო კურიერი არის, შპს ჯი ეს დი ჯგუფი, საიდენტიფიკაციო კოდი: 202401533 ჩვენი ვებ გვერდია: www.motocourier.ge „მოტოკურიერი" წარმოადგენს საოფისე დოკუმენტების, წერილების, კორესპონდენციების, ამანათების, მცირე და საშუალო ტვირთების და სხვა სახის გზავნილების ყველაზე სწრაფ და მინიმალური დანახარჯებით გადატანის საუკეთესო საშუალებას. აღნიშნული მომსახურება ჯგუფის მიერ ხორციელდება თბილისის და საქართველოს მასშტაბით, ნებისმიერ რაიონში, სწრაფად, ხარისხიანად, ეფექტურად და უსაფრთხოდ. ჩვენთან ურთიერთობა მარტივია: მსხვილი საკურიერო ფირმებისგან განსხვავებით, ავტომოპასუხის მაგივრად, თქვენ პირდაპირ უკავშირდებით გამოცდილ და კვალიფიციურ ოპერატორს, რომელიც მიიღებს შეკვეთას, შეგითანხმებთ ყველა საჭირო დეტალს, გააანალიზებს მიღებულ ინფორმაციას და დაგეგმავს თქვენი გზავნილის ჩაბარების ყველაზე ოპტიმალურ ვარიანტს. ჩვენი მიზანი არაა ვიყოთ საქართველოში ყველაზე მსხვილი საკურიერო სამსახური. ჩვენი მიზანია ვიყოთ - საუკეთესო. ჩვენ არასოდეს ვიღებთ იმაზე მეტ პასუხისმგებლობას - ვიდრე შეგვიძლია გავუმკლავდეთ. პატიოსნება და საქმისადმი ერთგული მიდგომა, ჩვენი ბიზნესის განუყოფელი ნაწილია. ჩვენთან თანამშრომლობით, თქვენ ყოველთვის დარწმუნებული იქნებით, რომ თქვენი გზავნილი საიმედო ხელშია.
სასტუმრო “Gonio Inn” მდებარეობს აჭარის ერთ-ერთ ულამაზეს საკურორტო ზოლში, გონიოში. სასტუმრო განთავსებულია სანაპირო ზოლზე, სადაც ზღვის და მთის საუკეთესო ხედები იშლება. სასტუმრო “Gonio Inn” გთავაზობთ 20 თანამედროვე ტიპის კომფორტულ ნომერს სრული აღჭურვილობით, სასტუმროში ასევე ფუნქციონირებს ღია და დახურული რესტორანი, სადაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ როგორც ქართული ასევე ევროპული კერძები.
ჩვენი მიზანია საქართველოში დავამკვიდროთ „შექმენი შენი ხელით“ კულტურა და მოვახდინოთ ინჟინერიის, რობოტიკის, ელექტრონიკის და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების პოპულარიზაცია. P.S. ...გვექნება საუკეთესოდ განათლებული, ყველაზე კონკურენტუნარიანი საწარმოო ძალა, თუ მშობლები, მოსწავლეები, მასწავლებლები და საზოგადოება დაიწყებს განათლების მდგომარეობის გადააზრებას და გარდაქმნას.
სასტუმრო "ORION OLD TOWN" გთავაზობთ შემდეგი სახის 24 საათიან მომსახურებას: ტურები საქართველოს ნებისმიერ კუთხეში ავია ბილეთების შეკვეთა აეროპორტში დახვედრა-გაცილება ავტომანქანით მომსახურება ნომრების ყოველდღიური დასუფთავება ნომრების მომსახურება სამრეცხაოს მომსახურება შვეიცარი დაცვის სამსახური უსადენო კავშირი (WiFi) მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი სატელიტური ტელევიზია რესტორანი
ჩვენი მიზანია, ხორც-პროდუქტების ხარისხზე დავამკვიდროთ "მაღალი კლასის" სტანდარტი, . ჩვენ არასდროს მოგატყუებთ!!!აუცილებლად გეტყვით სიმართლეს ჩვენთან შეძენილი ყველა პროდუქტის შესახებ. ჩვენ ვეცდებით დავამზადოთ გემრიელად! ჩვენ პროდუქტი აუცილებლად იქნება ხარისხიანი და ნატურალური. ჩვენ ვაპირებთ გავუძლოთ დროს და მერე ვიამაყოთ თქვენთან მეგობრობით!!! ჩვენ გიერთგულებთ! ჩვენ ყოველდღიურად დავამატებთ ახალ–ახალ პროდუქტებს! დაგვათვალიერეთ ხშირად!
"Eagle Express" -ი დაარსდა 14 სექტემბერს 2009 წელს ქ. თბილისში. თავდაპირველად კომპანიის მთავარი მიზანი იყო ქ. თბილისის ათვისება: გზავნილების მიწოდება უმოკლეს ვადებში და ყველაზე დაბალი ტარიფით. 2010 წლის იანვარში კომპანიამ დაიწყო საქართველოს რეგიონების ათვისება: ქვემო ქართლი, კახეთი, შიდა ქართლი, სამცხე-ჯავახეთი, იმერეთი, გურია, სამეგრელო, აჭარა. წლის ბოლოს ჩვენ შევძელით საქართველოს ნებისმიერ კუთხეში გზავნილების მიწოდება. 2010-2015 წ. იანვარმდე კომპანია მუშაობდა მხოლოდ იურიდიულ პირებთან, ჩვენი მომხმარებლები იყვნენ საქართველოს წამყვანი კომპანიები და სახელმწიფო სტრუქტურები. 2018 წლის 11 მაის გაკეთდა კომპანიის რებრენდინგი, შევიმუშავეთ განვითარების ახალი სტრატეგია, რომლის ერთ-ერთი პუნქტი ითვალისწინებს ახალი სერვისების ინტეგრირებას, მორგებული როგორც იურიდიულ პირებისათვის ასევე ფიზიკურ პირებისათვის. დღეს: “Eagle Express” -ი არის ყველაზე სწრაფი საკურიერო სერვისი თბილისში. მათთვის, ვინც აფასებს დროს! "Eagle Express" was founded on September 14, 2009 In Tbilisi. Initially the company's main purpose was Use of Tbilisi: Deliveries in the shortest possible time and the lowest tariff. In January 2010, the company started to exploit regions of Georgia: Kvemo Kartli, Kakheti, Shida Kartli, Samtskhe-Javakheti, Imereti, Guria, Samegrelo and Adjara. At the end of the year we were able to deliver the goods to any corner of Georgia. 2010-2015 years Until January the company worked with only legal persons, our customers were the leading companies of Georgia and state agencies. The re-branding of the company was made on May 11, 2018, and developed a new strategy for development, one of which provides for the integration of new services, tailored to both legal entities and individuals. Today: "Eagle Express" is the fastest courier service in Tbilisi. For those who appreciate the time! "Eagle Express" был основан 14 сентября 2009 года В тбилиси Первоначально основной целью компании было Использование Тбилиси: Доставка в кратчайшие сроки и по самым низким тарифам. В январе 2010 года компания начала эксплуатировать регионы Грузии: Квемо Картли, Кахети, Шида Картли, Самцхе-Джавахети, Имерети, Гурия, Самегрело и Аджария. В конце года мы смогли доставить товар в любой уголок Грузии. 2010-2015 годы До января компания работала только с юридическими лицами, нашими клиентами были ведущие компании Грузии и госструктуры. Ребрендинг компании был проведен 11 мая 2018 года и разработал новую стратегию развития, одна из которых предусматривает интеграцию новых услуг, ориентированных как на юридических, так и на физических лиц. Сегодня «Eagle Express» - самая быстрая курьерская служба в Тбилиси. Для тех, кто ценит время!
საგანმანათლებლო ცენტრი უან ველდი არის, შპს საგანმანათლელბო ცენრი უან ველდი, საიდენტიფიკაციო კოდი:205085012 One World წარმოადგენს კემბრიჯის საერთაშორისო კოლეჯის ოფიციალურ პარტნიორს და საგამოცდო ცენტრს საქართველოში. ცენტრის უფლება-მოსილება გულისხმობს კოლეჯის პროგრამებზე გაწევრიანებას, სასწავლო მასალით უზრუნველყოფას და გამოცდის მოწყობას. კურსის დასრულების შემდეგ წარმატებული მსმენელები ჯილდოვდებიან კემბრიჯის საერთაშორისო კოლეჯის დიპლომებით.
იურიდიული ფირმა მკდ მკდ არის, შპს მგალობლიშვილი, ყიფიანი, ძიძიგური, საიდენტიფიკაციო კოდი: 203843145 იურიდიული ფირმა „მგალობლიშვილი ყიფიანი ძიძიგური“ (MKD) ქართულ იურიდიულ ბაზარზე ოპერირებს 1996 წლიდან და წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე ცნობად და წამყვან იურიდიულ ფირმას საქართველოში. კლიენტთა მომსახურებისას ფირმა განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს თანამედროვე სამყაროში არსებულ პროფესიულ ღირებულებებზე: გამოირჩევა იურიდიული ეტიკეტის დაცვით, გუნდურობით, პროაქტიულობითა და მრავალენოვანი პერსონალით. MKD-ს საქმიანობას ხელმძღვანელობს 5 პარტნიორი/დირექტორი: ირაკლო მგალობლიშვილი, ვიქტორ ყიფიანი, დავით ძიძიგური, არჩილ კბილაშვილი და ვახტანგ შევარდნაძე. თითოეული მათგანი აქტიურად არის ჩართული ფიმის მართვასა და მდგრად განვითარებაში. ფირმის იურისტები გამოირჩევიან განათლების ხარისხით, მოტივაციით, საქმისადმი დამოკიდებულებით, საერთაშორისო გამოცდილებით და ძლიერი საფუძვლებით ადგილობრივ სამართალში, რაც საშუალებას გვაძლევს კლიენტებს შევთავაზოთ სამართლებრივი და აკადემიური ცოდნის საუკეთესო კომბინაცია. საქართველოში მოქმედი ბიზნესებისთვის უმაღლესი ხარისხის იურიდიული მომსახურების გაწევისას, MKD ყოველთვის ეძებს ყველაზე პრაქტიკულ და კომერციულად მომგებიან ბიზნეს გადაწყვეტილებებს თავისი კლიენტებისთვის და არ შემოიფარგლება ვიწროდ იურიდიული რჩევებით. თითოეული ჩვენი კლიენტი იღებს ჩვენი გუნდის წევრ სწორედ იმ იურისტთა მომსახურებას, რომელთაც აქვთ ყველაზე შესაფერისი ცოდნა და გამოცდილება კონკრეტული მიმართულებით. აღსანიშნავია, რომ ქართული ენის გარდა, ჩვენი იურისტები რეგულარულად წევენ სამართლებრივ მომსახურებას ინგლისურ და რუსულ ენებზე, რომლებიც ყველაზე გამოყენებადია რეგიონში. MKD იურიდიულ მომსახურებას უწევს საქართველოში არსებულ არაერთ დიპლომატიურ წარმომადგენლობას. დაგროვილი პრაქტიკა საშუალებას გვაძლევს შევამციროთ გასაწევი მომსახურების დრო და ხარჯები. ამასთან, ფირმის ღირებულებები და დამოკიდებულება კლიენტებისადმი გვაძლევს საშუალებას გვქონდეს საუკეთესო პირადი ურთიერთობა თითოეულ მათგანთან. ამავდროულად, საერთაშორისო ხასიათის სამუშაოს გაწევისა და ტრანსნაციონალური კომპანიების წარმომადგენლობის ხშირი პრაქტიკა უზრუნველყოფს ფირმის მხრიდან მიმდინარე გლობალურ საკითხთა წვდომასა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას. კომპანიას მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ საერთაშორისო ბიზნეს პროექტსა და ტენდერში და აღიარებულია, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო იურიდიული ფირმა საქართველოში. MKD სტაბილურად ვითარდება 1996 წლიდან და დღეისთვის ის არის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და მრავალრიცხოვანი იურიდიული ფირმა ქართულ ბაზარზე, რომელიც მომსახურებას წევს სამართლის არაერთ სფეროში, მათ შორისაა შრომის სამართალი, სახელშეკრულებო, სამეწარმეო, საგადასახადო, სამოქალაქო, ადმინისტრაციული, კონკურენციის სამართალი, ლიცენზიები და ნებართვები და ა.შ. საერთაშორისო აღიარება MKD-ს მომსახურების ხარისხი აღიარებულია საერთაშორისო დონეზე. უკანასკნელი წლების განმავლობაში ფირმა სტაბილურად იღებს საუკეთესო შეფასებას სხვადასხვა რეიტინგის მიხედვით. გარდა ამისა, ჩვენი იურისტები სხვადასხვა პერიოდში ინდივიდუალურადაც დასახელდნენ საუკეთესოებად ზოგადი ბიზნეს სამართლის, საბანკო და საფინანსო სამართლის, პროექტების ფინანსირებისა და დავების მოგვარების მიმართულებით.