ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის უმაღლესი სასწავლებელი არის,შპს ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი, საიდენტიფიკაციო კოდი:204872931 ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის უმაღლესი სასწავლებელი დაფუძნდა 1995 წელს ქ. თბილისში. (ცნობილი როგორც სასწავლო უნივერსიტეტი "რვალი." სახელი შეეცვალა 2014 წელს) 2000 წლიდან ფუნქციონირებს ქ. რუსთავში. 2004 წელს და შემდგომ 2006 წ. საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებების სახელმწიფო სააკრედიტაციო სამსახურის ბრძანებით მიენიჭა ინსტიტუციური აკრედიტაცია. აღსანიშნავია, რომ ჩვენთან სწავლობენ სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის სტუდენტები. 2002-2006 წწ.-ში ჩვენთან სწავლობდნენ ჩრდილო კავკასიიდან ლტოლვილი სტუდენტები. გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობამ საქართველოში (UNHCR) განახორციელა პროექტი (DAF) ლტოლვილ სტუდენტთა დასახმარებლად, რომელიც ფინანსდებოდა გერმანიის მთავრობის მიერ. 2008-2009 სასწავლო წლებში დიდი ბრიტანეთის ქ. ოქსფორდში გამართულ ევროპის ბიზნეს ასამბლეის საინფორმაციო ანალიტიკურმა ჯგუფმა მიიწვია უნივერსიტეტის რექტორი და გადასცა ჯილდო ''EUROPEAN QUALITY". ამავე სამიტზე უნივერსიტეტის რექტორი არჩეულ იქნა ევროპის რექტორთა კლუბის წევრად და გადაეცა რექტორთა კლუბის წევრის მანტია და რწმუნებულება. 2009 წლიდან წმიდა დიოდორის ფონდის თაოსნობით უნივერსიტეტი თანამშრომლობს ესპანეთის ქ. ბარსელონას ავტონომიურ უნივერსიტეტთან. ბარსელონაში საქმიანი ვიზიტისას ხელი მოეწერა მემორანდუმს სტუდენტთა გაცვლითი პროგრამის შესახებ. 2010-2011 სასწავლო წელი უნივერსიტეტმა დაიწყო საკუთარ რესტავრირებულ და განახლებულ შენობაში. უნივერსიტეტში ფუნქციონირებს: 1. აკრედიტებული საბაკალავრო პროგრამები 2. მოსამზადებელი განყოფილება 3. სასერთიფიკატო კურსები ეთსსუ აცხადებს მიღებას: აკრედიტებულ საბაკალავრო პროგრამებზე 1. ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი ბიზნესის ადმინისტრირება (ფინანსები, საბუღალტრო აღრიცხვა, მენეჯმენტი, მარკეტინგი); ტურიზმი 2. განათლების ფაკულტეტი დაწყებითი განათლება 3. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი ინგლისური ენა და ლიტერატურა
This property is 1 minute walk from the beach. Located in Batumi within 2.7 km of Batumi Sea Port and 2.9 km of Argo Cable Car, Hotel Bella Costa provides rooms with free WiFi. Featuring a 24-hour front desk, this property also boasts a restaurant and an outdoor pool. Each room is equipped with a terrace with pool views. Guest rooms in the hotel are equipped with a TV. The rooms come with air conditioning, and some units at Hotel Bella Costa have a balcony. At the accommodation rooms include a seating area. A continental breakfast is served at the property. The area is popular for cycling, and car rental is available at Hotel Bella Costa.
კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაცია (APU) არის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომლის მთავარი მიზანი თავისუფალი აკადემიის მხარდაჭერაა. ასოციაციის საქმიანობა, მისი მიზნებიდან გამომდინარე, მრავალმხრივი და მრავალფეროვანია. ჩვენ გვსურს, ასოციაციის წევრი უნივერსიტეტების კონკურენტუნარიანობის ამაღლება, განათლების ხარისხის გაუმჯობესება, დამატებითი სახსრების მოძიების გზით ფინანსური ძლიერება, განათლების შესაბამისობა შრომითი ბაზრის მოთხოვნებთან, მეცნიერების მხარდაჭერა, ახალგაზრდა მეცნიერთა მოტივაციის გაზრდა, ინოვაციებისა და კვლევის ტექნოლოგიების დანერგვა. ასოციაცია თავის წევრებს სთავაზობს უმაღლესი განათლების პოლიტიკისა და კვლევითი საქმიანობის გაცვლის ფართო ასპარეზს. უნივერსიტეტებისთვის ეს არის უნიკალური შესაძლებლობა გაუზიარონ ერთმანეთს თავიანთი გამოცდილება ერთობლივ სასწავლო აქტივობებში მონაწილეობის გზით, და მოახდინონ კონსოლიდირება საერთო ინტერესების დაცვის მიზნით.
კომპანია "Geo Rent Car" გიწვევთ ხელსაყრელი თანამშრომლობისთვის სასტუმროებს, ტურისტულ სააგენტოებს და ყველა სხვა დაინტერესებულ პირს ხარისხიანი მომსახურეობის გაწევის მიზნით. აღნიშნულ მომსახურეობაში შედის: ავტომობილების გაქირავება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, კლიენტების გადაადგილების უზრუნველყოფა და დახვედრა თბილისის აეროპორტში.
ბრენდი როიალ ბატონი ცნობილი სასტუმროს ,,შატო მერე'' დაფუძნებლების ახალი, მასშტაბური პროექტია. როიალ ბატონი 2013 წლის 27 ივლისს გაიხსნა. სასტუმროს შემადგენლობაშია: რესტორანი ღია ბარითა და ვერანდით ილიას ტბის ხედზე; საკონფერენციო დარბაზი; ჰაერში გადაკიდული ღია საცურაო აუზი ილიას ტბის ხედით; სიგარა რუმი. როიალ ბატონი საქართველოს ისტორიულ კუთხეში კახეთში, ყვარელში ილიას ტბის პირას, ყვარლის მთებსა და მდინარე დურუჯს შორის მდებარეობს. სასტუმრო თბილისიდან საათნახევრის (146 კმ) სავალ მანძილზეა. გსურთ დროში იმოგზაუროთ? მოწყდეთ ყოველდღიურობას და ზღაპრულ გარემოში დაისვენოთ? მაშინ ეწვიეთ წლის ნებისმიერ დროს, კახეთში, ილიას ტბასთან მდებარე სასტუმრო-სასახლეს როიალ ბატონი, რომელიც ტრადიციული არქიტექტურისა და თანამედროვე კომფორტის საუკეთესო შერწყმაა. როიალ ბატონის სტუმრებს რამდენიმე წუთის სავალ გზაზე შეუძლიათ დაათვალიერონ საქართველოს უძველესი ისტორიული ძეგლები, ითევზაონ, ისეირნონ ველოსიპედებით, ისარგებლონ ილიას ტბაზე არსებული ჩოგბურთის, ფრენბურთის, ფეხბურთისა და კალათბურთის მოედნებით, მონაწილეობა მიიღონ ქართული კერძების მომზადებაში და დააგემოვნონ კახური ღვინო. ჩვენ ასევე მოგიწყობთ ქორწილებს, კორპორატიულ საღამოებს, ჯუფურ შეჯიბრებებს, დაბადების დღეებს და სხვა ღონისძიებებს. სასტუმრო შატო მერე 2011 წლის 18 სექტემბრიდან ფუნქციონირებს და დიდი პოპულარობით სარგებლობს. შატოს კომპლექსი სასტუმროსა და რესტორანს მოიცავს. სასტუმროს ტერიტორიაზეა ასევე ღია აუზი, დიდი საკონფერენციო დარბაზი, მარანი, ღვინის სადეგუსტაციო განყოფილება, ბარი, ღია ჯაკუზი და საჯინიბო რამდენიმე არაბული ცხენით. შატო მერე თბილისიდან დაახლოებით ერთი საათის (90 კმ) სავალ მანძილზეა. სასტუმროები ,,როიალ ბატონი'' და ,,შატო მერე'' ღვინის კომპანია "ვინივერიას" ბაზაზე დაფუძნდა. ადგილობრივი ყურძნის გადამუშავებით "ვინივერია" თეთრი და წითელი ღვინის რამდენიმე სახეობას აწარმოებს. კახური და ევროპული ტექნოლოგიით დამზადებული ღვინო ადგილობრივი ბაზრის გარდა, ექსპორტზე მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში გადის. უნიკალური ბუნებისა და არიტექტურის ნაზავი, თვალისმომჭრელი ხედები, მაღალი დონის მომსახურება, საუკეთესო გარემოს ქმნის დასვენების, საქმიანი ურთიერთობების თუ სადღესასწაულო ღონისძიებებისთვის. საუკეთესო მისამართი-როიალ ბატონი
უმაღლესი სასწავლებელი „განათლების აკადემიის“ მისიაა მოამზადოს გლობალური დასაქმების ბაზრის, ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკისა და სამოქალაქო საზოგადოების მოთხოვნების შესაბამისი განათლების, უნარ–ჩვევების, მაღალიმ ოქალაქეობრივი თვითშეგნების, ეროვნული ცნობიერებისა და ლიბერალური ღირებულებების მქონე მოქალაქე. „განათლების აკადემია“ ხელს უწყობს სტუდენტების ინტელექტუალურ, კულტურულ და პიროვნულ ზრდას, უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის უმაღლეს განათლებას და სწავლის გაგრძელების საშუალებას, სტუდენტთა არჩევანის თავისუფლებას და აძლევს მათ შესაძლებლობას იქცნენ სწავლა-სწავლების პროცესის მთავარ სუბიექტად. ღია კონკურენციისა და თანაბარი შესაძლებლობების პრინციპებზე დაყრდნობით, „განათლების აკადემია“ მოწოდებულია განუვითაროს თითოეულ სტუდენტს სოციალური წარმატებისა და თვითრეალიზაციისათვის საჭირო ცოდნა და უნარები. ბოლონიის წევრი ქვეყნების წამყვანი უნივერსიტეტების/კოლეჯების შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება–განახლების გზით, ხელი შეუწყოს სტუდენტთა საერთაშორისო მობილობას. უმაღლესი სასწავლებელი „განათლების აკადემია“ წარმატებით აგრძელებს ქართული სახელმწიფოს ისტორიულ ტრადიციას, თანამედროვე გამოწვევების გათვალისწინებით, ხელი შეუწყოს ღია, ეთნიკურად მრავალფეროვანი საზოგადოების მშენებლობას
კომპანია “ეკოპარკი” გთავაზობთ გამწვანებისა და კეთილმოწყობის სამუშაოთა სრულ კომპლექსს – ლანდშაფტური პროექტირება და მისი რეალიზაცია. ლანდშაფტური დიზაინი არის საოცარი ხელოვნება, რომელიც ჩვენს ირგვლივ მდებარე სამყაროს, სწორი და შემოქმედებითი გარდაქმნით და ელეგანტური მეთოდებით აძლევს ჰარმონიულობას და სიმყუდროვეს. ბაღი – ესაა ხელოვნების განსაკუთრებული სახეობა, ესაა ადამიანის თამაში ბუნებასთან, ყოველთვის სხვადასხვა, გამორჩეული, ცვალებადი და მიმზიდველი. იგი წლების განმავლობაში იქმნება, გადაეცემა შთამომავლობას, ინახავს ოჯახის ისტორიას და ხდება მისი ნაწილი. ბაღი რომ მრავალი წლის განმავლობაში გხიბლავდეთ, განცვიფრებდეთ და გახარებდეთ, ამისათვის საჭიროა კვალიფიციური სპეციალისტების დიდი ძალისხმევა მის შექნაში, შემდგომი რჩევები და რეკომენდაციები მისი მოვლა-პატრონობისათვის. ესთეტიკურ სიამოვნებასთან ერთად დეკორატიული ბაღი ადამიანის ჯანმრთელობის საწინდარია – მწვანე ნარგავები წმენდს ჰაერს, იცავს მის ნორმალურ ტენიანობას, ახშობს ხმაურს, იცავს გარემოს მტვრისაგან, ქარისა და სიცხისაგან, ხსნის სტრესს და აწყნარებს ნერვულ სისტემას. არის რიგი მცენარეებისა, რომელთა მიერ გამოყოფილი აქროლადი ორგანული ნივთიერებები დადებითად მოქმედებენ ფილტვებზე, სისხლის მიმოქცევაზე, ნერვულ სისტემაზე. ასევე არის მცენარეები, რომელნიც კლავენ ან განდევნიან მავნებელ, როგორც მიკრო - ასევე მაკროორგანიზმებს. თუ თქვენ გსურთ, რომ ბაღში გქონდეთ უფრო მეტი, ვიდრე ოსტატურად შესრულებული სტანდარტული ელემენტების ნაკრებისა, მაშინ კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენთან. ჩვენი კომპანიის წამყვან სპეციალისტებს და რიგით თანამშრომლებს აქვთ შესაბამისი სპეციალური განათლება და მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება. გვაქვს საკუთარი სანერგე მეურნეობა, ძირითადად კონტეინერული წარმოების დეკორატიული მცენარეები. გვაქვს ასევე ხეხილისა და ვაზის ნერგები. კომპანიის ერთ-ერთი უპირატესობაა ლანდშაფტური სამუშაოების კომპლექსურობა - საპროექტო, სამშენებლო, საინჟინრო და აგროტექნიკური, რაც საერთო ჯამში ამცირებს თქვენს დროისა და მატერიალურ დანახარჯებს. შეგვიძლია ნებისმიერი სირთულისა და მოცულობის სამუშაოს შესრულება. ჩვენ ვიყენებთ უახლეს ტექნოლოგიებსა და მსოფლიო მიღწევებს ლანდშაფტური დიზაინის სფეროში. ყველა შესრულებულ სამუშაოზე ვიძლევით შესაბამის გარანტიას.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო არის საქართველოს კონსტიტუციისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილი აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანო. სამინისტროს მმართველობის სფეროს განეკუთვნება: სასჯელის აღსრულების სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის წარმართვა; საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების ორგანიზება და პენიტენციური დაწესებულებების ერთიანი მართვა, მათი ფუნქციონირების უზრუნველყოფა; ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და მსჯავრდებულთა რესოციალიზაციაზე ზრუნვა; არასაპატიმრო სასჯელთა და პრობაციის სახის სამართლებრივი აქტების აღსრულების უზრუნველყოფა; სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა სწავლებისა და კვალიფიკაციის ამაღლების უზრუნველყოფა. სამინისტრო თავისი ფუნქციების განხორციელებას უზრუნველყოფს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და მისი მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მეშვეობით. სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირები არიან: არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრი.
FFG ახორციელებს მრავალრიცხოვან პროექტებს საგამომცემლო და პოლიგრაფიული მიმართულებით. ჰოლდინგის საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა კორპორაციული გამოცემების სრული მენეჯმენტი, ფოტო, დიზაინ და ბეჭდვითი მომსახურება. ჩვენი მომსახურეობით სარგებლობენ საქართველოში მოქმედი მსხვილი კომპანიები, სახელმწიფო და საერთაშორისო ორგანიზაციები. FFG–ს ოფიციალური პარტნიორი სტამბები ჰყავს ავსტრიაში, თურქეთსა და საქართველოში. ჰოლდინგი ასევე თანამშრობლობს ქართულ გამომცემლობებთან და უკვე გასწია 20-ზე მეტი წიგნის პოლიგრაფიული მომსახურება.
„ვენგო ჯგუფი“ აერთიანებს სატრანსპორტო და საექსპედიტორო კომპანიებს. ჯგუფის წევრი სატრანსპორტო კომპანია 2004 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე, როგორც საერთაშორისო გადამზიდავი. 2011 წლიდან კომპანიამ საქმიანობის არეალი გააფართოვა, საექსპედიტორო კომპანია "ვენგო"-ს შექმნით. „ვენგო ჯგუფი“ ახორციელებს სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო გადაზიდვებს სხვადასხვა მიმართულებებით. დაარსებიდან დღემდე ჩვენ ვთანამშრომლობთ დარგის წამყვან კომპანიებთან, იმისათვის რომ სანდო და მაღალი ხარისხის პროდუქტი შევთავაზოთ ჩვენს მომხმარებელს. ჩვენ მუდმივ ძიებაში ვართ, რათა გავაუმჯობესოთ მომსახურების ხარისხი, გავზარდოთ სამუშაო არეალი, სწრაფად დავნერგოთ სიახლეები და მეტი სარგებელი მოვუტანოთ ჩვენს კლიენტებს. "ვენგო ჯგუფი" 2013 წლიდან გახდა ექსკლუზიური პარტნიორი ორი ვეროპული კომპანიის გერმანული "ბარტ შპედიციონის" და იტალიური "იტალსემპიონესი", რომელთა მრავალწლიანი გამოცდილების და კარგად განვითარებული სასაწყობე მეურნეობების შაშუალებით ხორციელდება ნაკრები ტვირთების რეგულარული იმპორტი ევროპიდან. 2017 წელს ვენგო ჯგუფის ფარგლებში, თბილისში დაარსდა ამიერკავკასიაში ერთ ერთი უმსხვილესი ლოჯისტიკური ცენტრი "ბართ ლოჯისტიკი". ლოჯისტიკური ცენტრი მოიცავს 9000 კვადრატული მეტრის დახურულ სასაწყობე მეურნეობას, მათ შორის საბაჟო საწყობს. "ვენგო ჯგუფი" როგორც სატრანსპორტო კომპანია ექსკლუზიური პირობებით სარგებლობს ბართ ლოჯისტიკსის" საბაჟო ტერმინალში, სთავაზობს იმპორტიორ კომპანიებს მიწოდების ჯაჭვის სრულ ციკლს "კარიდან კარამდე" და ამავდროულად აწარმოებს საბაჟო პროცედურებს საუკეთესო პირობებით.
ვან მენ არის, შპს ვან მენ, საიდენტიფიკაციო კოდი:405248879 სარეკლამო კომპანია “ONE MAN”, დაარსდა 2018 წლის 15 იანვარს, რომლის ძირითადი მიმართულებაც, ხარისხიანი ვიდეო და გრაფიკული პროდუქტის შექმნაა. “ONE MAN” წარმოადგენს ახალგაზრდა პროფესიონალების გუნდს და იდეას აქცევს რეალობად. ჩვენი მიზანია შევქმნათ პროდუქტი, განსხვავებული ხედვით, რომელიც არ იქნება მოქცეული ჩარჩოებში, გაამარტივებს კომუნიკაციას აუდიტორიასთან და განსხვავებულად გადმოსცემს ემოციას. კრეატივი მუშავდება საქმიან გარემოში, სადაც არის უნიკალური პერსპექტივა, რომ პროდუქტმა მიაღწიოს შედეგს მხატვრული ღირებულებებით. ჩვენ გვჯერა, რომ სასწაულები ხდება მაშინ, როდესაც ნიჭიერ ადამიანებს ეძლევათ შესაძლებლობა საკუთარი ხედვა გადმოსცენ, საკუთარი გზით.