აპარტ ჰოტელი ემიქსი არის, შპს ემიქსი, საიდენტიფიკაციო კოდი: 406207288 ემიქსი არის 4 ვარსკვლავიანი სასტუმრო აპარტამენტები, რომელიც მდებარეობს თბილისის ცენტრსა და აეროპორტს შორის: 10 წუთის სავალზე აეროპორტიდან, 10 წუთის სავალზე თავისუფლების მოედნიდან და 1 წუთის სავალზე მეტროდან. სასტუმროს ჰყავს პროფესიონალი პერსონალი, რომელიც გამოირჩევა მეგობრულობით და ყურადღებით, ისინი ყოველთვის მზად არიან დაეხმარონ სტუმრებს სხვადასხვა საკითხის გადაჭრაში. სასტუმრო განთავსებულია სამ სართულზე. პირველ სართულზე განთავსებულია მისაღები და ლიფტი; მეორე სართულზე არის აპარტამენტები, სასადილო ოთახი, საკონფერენციო ოთახი და დიდი ვერანდა ულამაზესი ხედებით; მესამე სართულზე განთავსებულია დიდი და მაღალი კლასის სასტუმრო ოთახები ყველა საჭირო ინვენტარით,რომლებიც უზრუნველჰყოფს სტუმროს მაქსიმალურ კომფორტს.
We are leading Georgian online wholesaler of accommodation and transfers. Hotel hub was established in 2013 year and has swiftly grown to be one of the top wholesaler of hotel bookings in Georgia. Hotel hub works to make its clients working process easier and more efficient. Our online system is based on simplicity and smart technology Hotel Hub Georgia offers a wide variety of hotels in Georgia. We provide you with one of the largest list of accommodations with live updates, offering you the opportunity to facilitate your booking procedures and expand your business. We are providing you with the best rate content and availability for FIT market. We believe in long and healthy partnership with travel industry partners to deliver better results and grow our businesses together.
სტუდია მონიტორი მიუკერძოებელი და მაღალი ხარისხის ჟურნალისტური გამოძიებების მწარმოებელი სტუდიაა. მისი მიზანია, გამოავლინოს ხელისუფლების მანკიერებები და ინფორმაცია მიწოდოს მოსახლეობას; ბიძგი მისცეს საჯარო დისკუსიას, რომელიც სასარგებლო ცვლილებებს გამოიწვევს საზოგადოებაში; ხელი შეუწყოს ხელისუფლების ანგარიშვალდებულების ამაღლებას. სტუდია მონიტორი 2005 წლის 14 დეკემბერს დაფუძნდა და ამ ხნის მანძილზე ჩვენმა გუნდმა მოამზადა 200-მდე ჟურნალისტური გამოძიება და სიღრმისეული რეპორტაჟი. დაფუძნებიდან დღემდე სტუდია მონიტორს აფინანსებენ საერთაშორისო დონორები. ესენი არიან: ბრიტანეთის საელჩო, ამერიკის საელჩო, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, ჰოლანდიის საელჩო, ევროპის ფონდი, ფონდი ღია საზოგადოება საქართველო, Black Sea Trust, NED. სტუდია მონიტორის ჟურნალისტურ გამოძიებებს მოპოვებული აქვს შემდეგი პრიზები: ჯიპა-ფრიდმანის პრიზი საუკეთესო ჟურნალისტური გამოძიებისთვის ჩვენ მოვიპოვეთ 5 ჯერ; ევროკავშირის პრიზი საუკეთესო ჟურნალისტური გამოძიებისთვის ჩვენ მოვიპოვეთ 5-ჯერ; ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პრიზი საუკეთესო ჟურნალისტური გამოძიებისთვის ჩვენ მოვიპოვეთ 4-ჯერ, ჩვენი სტუდიის ყველა წევრი ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრია.
სასტუმრო "დოლაბაური" მდებარეობს საქართველოს დედაქალაქ თბილისის უძველეს და ისტორიულ უბანში ავლაბარში მეტრო სადგური "300 არაგველი"-დან რამოდენიმე წუთის სავალზე, ხოლო საერთაშორისო აეროპორტიდან სულ რაღაც 10-15 წუთის დაშორებაზე. სასტუმრო გადაყურებს მდინარე მტკვარს საიდანაც იშლება ქალაქის მომაჯადოვებელი და თვალწარმტაცი ხედები. სასტუმროს 8 სართულზე განთავსებულია 45 თანამედროვე ტიპის ოთახი. თითეული ნომერი გამოირჩევა განსაკუთრებული სიმყუდროვითა და მშვიდი ფერებით. ნომერი კეთილმოწყობილია ყველა ისეთი საშუალებებით როგორიცაა პლაზმური ტელევიზორი სატელიტური არხებით, სამუშაო მაგიდა, სამუშაო სკამი, ტელეფონი, უფასო უკაბელო ინტერნეტი, კონდიციონერი ინდივიდუალური მართვის პულტით, მინი-ბარი და სააბაზანო ოთახი აღჭურვილი ყველა საჭირო ატრიბუტიკით. სასტუმროში ჩამოსულ სტუმრებს ელოდებათ საოცრად მყუდრო, მშვიდი და სტუმართმოყვარე გარემო თანამედროვე ინტერიერითა და მაღალი დონის მომსახურებით.
"ბადაგი" - ქართული ჩურჩხელის მწარმოებელი კომპანიაა და 2011 წელს დაარსდა. დღეს ჩვენ უკვე ვართ ლიდერი ქართულ ბაზარზე და ჩვენი მოღვაწეობა ეფუძნება ნატურალური და სასარგებლო ტრადიციული ტკბილეულის - ჩურჩხელის შექმნას. ჩვენი მისიაა: ქართულ ბაზარზე ეკოლოგიურად სუფთა ჩურჩხელისა და ტრადიციული ტკბილეულის სასაჩუქრე შეფუთვების შეთავაზება, როგორც საცალო ისე კორპორატიული კლიენტებისთვის. ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ, რომ ქართული ჩურჩხელის ტრადიცია და გემო იცოდეს მსოფლიომ.
SchoolBook-ი ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში ახალ სიტყვას წარმოადგენს - ესაა დახვეწილი და ინოვაციური მიდგომა სასწავლო პროცესის მართვის კუთხით. • ჩვენი კომპანია 2013 წელს დაარსდა და უკვე ლიდერია ბაზარზე სკოლის ელექტრონული მართვის ყველა სხვა დანარჩენ კომპანიას შორის. მცირე დროში ჩვენ შევძელით, გვყოლოდა ათი ათასობით მომხმარებელი. ჩვენი წარმატება სასწავლო პროცესის მიმართ დახვეწილმა და ინოვაციურმა მიდგომამ განაპირობა, რაც თანამედროვე განათლების სისტემის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. • SchoolBook-ის ელექტრონული პროგრამა უბრალოდ სკოლის ელექტრონული ჟურნალი კი არაა, არამედ ეს არის სკოლის მართვის ავტომატიზებული სისტემა. აღნიშნული სისტემით ჩვენ მრავალ კერძო სკოლას გავუმარტივეთ მშობლებთან და მოსწავლეებთან ურთიერთობა; გადავჭერით ორმხრივი კომუნიკაციის პრობლემა მასწავლებელსა და მშობელს შორის; შევქმენით 3-რგოლიანი სისტემა, სადაც მასწავლებელი, მშობელი და სკოლის ადმინისტრაცია მუდმივად ინფორმაციის ურთიერთგაცვლის რეჟიმში არიან. • დღესდღეობით, SchoolBook-ის ელექტრონულ სივრცეს არაერთი კერძო სკოლა იყენებს. კომპანიის წარმატების ქვაკუთხედი მაღალკვალიფიციური გუნდია, რომელიც მუდმივად ხარისხის შენარჩუნებასა და ინოვაციაზე ფიქრობს. ჩვენი პროდუქტის შექმნასა და განვითარებაზე გამოცდილი მენეჯერები, განათლების სისტემის ანალიტიკოსები და პროგრამისტები უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ. SchoolBook - новое слово в образовательной сфере Грузии - это сложный и инновационный подход к обучению в процессе обучения. • Наша компания была основана в 2013 году и уже является лидером среди всех других компаний в области электронного управления школой. За короткое время мы смогли получить десять тысяч пользователей. Наш успех привел к основательному и инновационному подходу к процессу обучения, который является неотъемлемой частью современной системы образования. • Электронная программа SchoolBook - это не просто электронная школа, а система управления школой. Благодаря этой системе мы решили много частных школ с родителями и учениками; Давайте решим проблему двустороннего общения между учителем и родителем; Мы создали трехстороннюю систему, в которой учителя, родители и администрация школы постоянно поддерживают обмен информацией. • Сегодня многие частные школы используют электронное пространство SchoolBook. Краеугольным камнем успеха компании является высококвалифицированная команда, которая постоянно поддерживает качество и инновации. Опытные менеджеры, аналитики системы образования и программисты работают в непрерывном режиме над созданием и развитием нашего продукта. SchoolBook is a new word in the Georgian educational sphere - this is a sophisticated and innovative approach to teaching the learning process. • Our company was established in 2013 and is already the leader among all other companies in the electronic management of the school. In a short time we were able to have ten thousands of users. Our success has resulted in a thorough and innovative approach to the learning process, which is an integral part of the modern education system. • SchoolBook's electronic program is not just a school e-school, but it is a school management system. Through this system we have solved many private schools with parents and students; Let's solve the problem of bilateral communication between the teacher and the parent; We have created a 3-way system where teachers, parents and school administrations are constantly in line with information exchange. • Today, many private schools use SchoolBook's electronic space. The cornerstone of the success of the company is a highly qualified team that constantly maintains quality and innovation. Experienced managers, education system analysts and programmers work in continuous mode on the creation and development of our product.
ღვინის სკოლა-სტუდია „კაბისტონი“ დაარსდა 2015 წელს. მისი დაარსების მიზანია შეასწავლოს ღვინის მოყვარულებს და ტურიზმის სფეროში მომუშავე ადამიანებს, ღვინის კულტურა და ისტორია, მისი სწორად დაგემოვნება, არომატები, გემოვნური თვისებები, შეფასება, კერძებთან შეხამება და სერვისი. ლექცია/სემინარებს, გაუძღვებიან, სკოლა-სტუდიის საერთაშორისო, სერთიფიცირებული ტრენერები. ღვინის სკოლა-სტუდია „კაბისტონი“ , ღვინის კომპანიებს სთავაზობს ღვინის ტურის დაგეგმვას, კომპანიაში არსებული პერსონალის გადამზადებას: ღვინის ტურიზმისა და სერვისის მიმართულებით. სკოლა-სტუდია ასევე განახორციელებს მსოფლიო მეღვინეობის, მაღალალკოჰოლური სასმელებისა და სიგარების შემსწავლელ კურსებს და მასტერკლასებს. ღვინის სკოლა-სტუდია „კაბისტონის“ პარტნიორები არიან ასოციაცია „ქართული ღვინო“ და სხვადასხვა ღვინის მარნები, რომლებიც ჩართულნი არიან ღვინის განათლების პროცესში და ხელს უწყობენ ჩვენი მსმენელების განათლების ამაღლებას.
აიბუქს არის, შპს აიბუქს, საიდენტიფიკაციო კოდი:405044508 iBooks.ge გახლავთ ელექტრონული წიგნების ონლაინ მაღაზია, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს წიგნების გამოქვეყნებისა და შეძენის სერვისს ყველაზე მოსახერხებელი ფორმით ქართულ ინტერნეტ სივრცეში. წიგნის გამოსაქვეყნებლად მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, როგორც "გამომცემელი" და რეგისტრაციის გააქტიურების შემდეგ მიყვეს ნაბიჯებს ღილაკზე "წიგნის დამატება" დაჭერით. ელ. წიგნების გაყიდვა შეუძლიათ, როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებს (ფიზიკურ პირებს მოეთხოვებათ საბანკო ანგარიში "ლიბერთი ბანკში"). სხვა პირობები მოცემულია შეთანხმებაში, რომელიც შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე . წიგნის შესაძენად მომხმარებელი საკუთარი სურვილის შესაბამისად რეგისტრირდება, როგორც "მყიდველი" ან "გამომცემელი", რის შემდეგ სასურველი წიგნის შერჩევის შემდეგ პლასტიკური ბარათის მეშვეობით შეიძენს ელ. წიგნს. ჩვენ გთავაზობთ ელ. წიგნებს ყველაზე მოსახერხებელი ფორმით და ყველაზე იაფად! სასიამოვნო გამოცდილებას გისურვებთ! iBooks.ge
COMPI - კომპიუტერული ტექნიკის, მობილურებისა და აქსესუარების ფართო არჩევანი, საუკეთესო ფასად საქართველოში. COMPI Service - გთავაზობთ ნებისმიერი სახის ფიზიკურად დაზიანებული კომპიუტერული და ციფრული ტექნიკის შეკეთებას, ასევე პროგრამულ უზრუნველყოფას. ადგილზე გამოძახების სერვისი: 2 94 15 56; 574 73 45 50 მისამართი: სათაო ოფისი - საბურთალო. კვერნაძის ქ. #8 მაღაზიები: საბურთალო. ცინცაძის ქ. #7 2 24 49 44, 571 37 19 18 გლდანი. ხიზანიშვილი ქ. #3 2 60 91 81,591 91 08 55 ვარკეთილი. ჯავახეთის ქ.N2 (სავაჭრო სენტრი ფენიქსი) 597 73 04 05 ინტერნეტ მაღაზია - www.compi.ge - დიდი არჩევანი , საუკეთესო ფასები.
ჩვენ გახლავართ საქართველოში ოფიციალურად რეგისტრირებული საერთაშორისო კომპანია “ეუჯობსი”. ჩვენი პროფილია საქართველოს საზღვრებს გარეთ, კერძოდ კი ევროპასა და აზიაში დასაქმება. ბოლო ხუთი წლის მანძილზე, რაც ჩვენ ავითვისეთ საერთაშორისო ბაზარი, მსოფლიო ასპარეზზე ჩვენმა კომპანიამ მოიპოვა წარმატებული, კონკურენტუნარიანი და საიმედო პარტნიორის სახელი. ჩვენ ვთანამშრომლობთ მრავალი ქვეყნის მრავალპროფილიან კომპანიებთან და სრული გამჭვირვალობით ვასაქმებთ მსურველებს სხვადასხვა სპეციალობით.
ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრის სკოლა ჰამილტონი მოსწავლეებს სთავაზობს ხარისხიან განათლებას. ხარისხიანი განათლება გულისხმობს, როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ სწავლებას, რომელიც მიზნად დაისახავს ცხოვრებისეული უნარების განვითარებას, მოამზადებს მოსწავლეებს განათლების შემდგომი ეტაპებისათვის, აუმაღლებს დამოუკიდებლობის ხარისხს და ჩამოაყალიბებს მათ თავისუფალ ადამიანებად, რომელთაც შეუძლიათ იარსებონ სხვადასხვა სოციალურ გარემოში და იყვნენ წარმატებულები. პროგრამა მოიცავს: • გაძლიერებულ სწავლებას ყველა საგანში • გახანგრძლივებულ სასწავლო პროგრამას • შემეცნებით-გასართობ აქტივობებს • სპორტულ აქტივობებს • ცხოვრებისეული უნარების განმავითარებელ პრაქტიკულ სავარჯიშოებს სკოლა ჰამილტონი სკოლამდელი ასაკის ბავშვებს სთავაზობს მრავალფუნქციურ აკადემიურ და აღმზრდელობით პროგრამას, რომელიც მიზნად ისახავს მოამზადოს მოსწავლეები სკოლისათვის და შესძინოს მათ ის აუცილებელი კოგნიტური და ფუნქციური უნარები, რომლებიც მათ ჭირდებათ ახალ გარემოში ადაპტაციისა და სწავლისათვის. შედეგად ბავშვების დამოუკიდებლობის ხარისხი იზრდება. ისინი მზად არიან სკოლაში წასასვლელად და აქვთ კარგად განვითარებული წინარე აკადემიური უნარები.
ინტერნეტ–მაღაზია მეგასთორი არის, შპს დონ სენდვიჩი , საიდენტიფიკაციო კოდი: 404988965 ჩვენი კომპანია დაარსდა 2016 წლის მარტის თვეში. ადგილზე მიტანის სერვისს უზრუნველყობს DHL და შპს „ნიუ ფოსტ ინტერნეიშენალ ჯორჯია». ორიენტირებულები ვართ მომხმარებლის კომფორტზე და მომსახურეობის ხარისხზე.
კაპი არის, შპს ჯეოსნეკი, საიდენტიფიკაციო კოდი: 406110630 სნეკების მწარმოებელი კომპანია "კაპი" 2014 წლის იანვარში დაარსდა. პროდუქციის უმაღლესი ხარისხი და პასუხი მომხმარებლის მთავარ მოთხოვნაზე - ამ პრინციპზე დაყრდნობით კომპანიამ დაიწყო მუშაობა და დღემდე მისი ერთგული რჩება. კომპანია თანდათან ფართოვდება და ბრენდი "კაპის" სახით უახლოეს მომავალში ჩვენი ერთგული მომხმარებელი კიდევ არაერთ პრემიუმ ხარისხის მქონე პროდუქციას მიიღებს. ასევე ჩვენ უმთავრეს მიზანს წარმოადგენს ის, რომ „კაპის“ პროდუქცია იყოს ხელმისაწვდომი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე რათა მომხმარებელი ყველგან და ყოველთვის იყოს უზრუნველყოფილი პრემიუმ ხარისხით.
JA Georgia-ს მეწარმეთა აკადემია 5-დან 18 წლამდე ახალგაზრდებს სთავაზობს საგანმანათლებლო ტრენინგებს, რომლებიც უზრუნველყოფს მოზარდებში: ლიდერობის, მეწარმეობის და სხვა 21-ე საუკუნის უნარების ჩამოყალიბებას, რაც მათ დაეხმარებათ გახდნენ წარმატებული გლობალურ ეკონომიკაში. „მეწარმეთა აკადემიაში“ პროგრამებს ასწავლის „ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველოს“ გამოცდილი ტრენერები, რომლებსაც გავლილი აქვთ ჯუნიორ ეჩივმენტის პროგრამების საერთაშორისო მოსამზადებელი ტრენინგები. ისინი ტრენინგის დროს ქმნიან ბიზნეს გარემოს და ატარებენ ინტერაქტიულ გაკვეთილებს, რაც ახალგაზრდებს შორის მნიშვნელოვნად ამაღლებს მოტივაციას. სახალისო თამაშების და აქტივობების შედეგადაც მოსწავლეები ეცნობიან ეკონომიკისა და ფინანსების საბაზისო ცნებებს და უვითარდებათ ისეთი უნარები რაც დაეხმარებათ პრობლემების შემოქმედებითად და ეფექტურად გადაწყვეტაში. აკადემიაში ტრენინგის ღირებულება შეადგენს 50 ლარს. თითოეული ტრენიგ-პროგრამა მოიცავს 10 აკადემიურ საათს სულ 5 შეხვედრა. ტრენინგების ჩატარების ადგილი: თბილისი - ს. მეტრეველის ქ. #1 ზუგდიდი - მეურნარგიას ქ. #25 ლაგოდეხი - 9 აპრილის ქ.#42 დეტალური ინფორმაცია პროგრამების შესახებ იხილეთ ვებ-გვერდზე: www.jag.ge ცხელი ხაზი: 2 38 36 76 ან 558 59 11 59
,,ნიუჯენ’’ ( #NewGeneration #NewGen #ნიუჯენ ) - საქართველოს ბაზარზე 2019 წელს შემოვიდა,რომელიც გამოირჩევა განსხვავებული და ახალი თაობის სატრანსპორტო საშუალებებით. ნიუჯენის გუნდს გააჩნია მდიდარი და მრავალფეროვანი გამოცდილება ავტო ინდუსტრიაში, მათ შორისაა, როგორც ორთვლიანი, ისე სამგზავრო,კომერციული სატრანსპორტო საშუალებების წარმოება. ,,ნიუჯენ’’(NewGen-NewGeneration), წარმოადგეს TVS Motors ( #თივიეს ) -ის სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების ოფიციალურ დისტრიბუტორს საქართველოს ტერიტორიაზე, რომელიც ინდოეთში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მწარმოებელია , ოპერირებს 60 ქვეყანაში (მათ შორისაა არაბთა გაერთიანებული საემიროები, ლათინო ამერიკა, თურქეთი და ა.შ. ) და უკვე ჰყავს 33 მილიონი მომხმარებელი. ,,ნიუჯენ’’ -ის შოურუმი აღჭურვილია : - ყველზე განსხვავებული, ეკონომიური, ხარისხიანი სკუტერებითა და მოტოციკლეტებით - სათადარიგო ნაწლებითა და გამორჩეული სერვისით, სადაც დაგეხმარებით თქვენი სატრანსპორტო საშუალების პრობლემის მოგვარებაში. შეიგრძენით კომფორტი თქვნს იდეალურ მეგობართან ერთად! #NewGeneration #NewGen #NewGen - has entered the Georgian market in 2019, which is distinguished by different and new generation vehicles. The Nijen team has a rich and varied experience in the auto industry, including production of two-wheeler and passenger commercial vehicles. NewGen-NewGeneration, the official distributor of TVS Motors (# TV) vehicles and parts in Georgia, one of the largest manufacturers in India, operates in 60 countries (including the United Arab Emirates, Latino America, Turkey, etc.) and already has 33 million users. The showroom of "Nijen" is equipped with: - Different, economical, quality scooters and motorcycles - Spare parts and outstanding service to help you solve your vehicle problem. Feel comfortable with your ideal friend!
ინტელექტიკა - ეს არის გამორჩეული მარკეტინგისა და მესამე ათასწლეულის ბიზნეს-ცნობიერების შერწყმა. ეს არის ბიზნესი, რომელშიც სუბლიმირებულია მისი შემქმნელების სული, მისწრაფება და ვნება, რათა ამ გზით შევძლოთ ჩვენი მისიის განხორციელება ჩვენი მისიაა - დავეხმაროთ მოქმედ და დამწყებ ბიზნესმენებს სისტემური ბიზნესის შექმნაში და რუტინული პროცესების ციფრულ ტექნოლოგიებზე დელეგირების გზით თავისუფალი დროისა და შემოსავლების გაზრდაში. რაც მთავარია – ჩვენ ვაშენებთ ბიზნესს, ჩვენი ცხოვრების სტილის გარშემო და არა პირიქით. ჩვენთვის ყველაზე მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს ის, რომ ჩვენი ხელმომწერები, მომხმარებლები და მკითხველები იზრდებოდნენ პიროვნულად და პროფესიონალურად.. ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი პროდუქტები და მომსახურება [უფასო/ფასიანი] აუმჯობესებდეს თქვენს ცოდნას, უნარებს, ცხოვრების სტილს და ხარისხს.