ბაკურიანი მდებარეობს თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მდინარე ბაკურიანისწყლის (გუჯარეთისწყლის შენაკადი) ნაპირას (ზღვის დონიდან 1750 მ, ბორჯომიდან 28 კმ). ადგილობრივი მოსახლეობა ამ ადგილს ''მზიურ ველს'' უწოდებს. ბაკურიანის სასტუმრო "ევროპა" გიწვევთ ზამთრისა და ზაფხულის საკურორტო სეზონების გასატარებლადსამთო-სათხილამურო კურორტ ბაკურიანში. სასტუმრო ყველა პირობას ქმნის სრულყოფილი დასვენებისთვის. ბაკურიანის ბუნებრივად ჯანსაღი გარემო და სასტუმროს მომსახურების მაღალი დონე უხვად აგავსებთ სასიცოცხლო ენერგიით. სასტუმროში 17 მათგან მათგან 4 ლუქსი, 4 სამსაწოლიანი და 11 ორსაწოლიანი ოთახია ულამაზესი პეიზაჟებით გარემოცული სასტუმრო ''ევროპა'' ბაკურიანში, სადაც ჰარმონიულად არის შერწყმული ევროპული სტანდარტები და ქართული სტუმართმასპინძლობა, გიწვევთ დაუვიწყარი დღეების გასატარებლად. სასტუმრო ''ევროპა'' კუთვნილი ტერიტორიის უპირატესობას წარმოადგენს მისი სიახლოვე ბაკურიანის ცენტრთან და ამავე დროს მისი განცალკევებული მდებარეობა. ნომრებიდან მოჩანს შესანიშნავი ხედი. სასტუმროს ინტერიერი შესრულებულია სამთო კურორტის შენობათა სტილში. ირგვლივ განლაგებული რბილი ავეჯი გაგილამაზებთ საღამოებს. კეთილგანწყობა და სტუმართმოყვარეობა შეგიქმნით დაუვიწყარ ატმოსფეროს.




















