ჩვენი სტუდია TinyTina სპეციალურად პატარა ადამიანებისთვის შეიქმნა, მათი პირველი დღეების, პირველი ემოციების, პირველი დაბადების დღეების, დასაფიქსირებლად. ლამაზი და პერსონალური ფოტოგალერეა უძვირფასესი და განსაკუთრებული განძია თქვენთვის და თქვენი პატარასთვის. ჩვენი სტუდია აბსოლუტურად მორგებულია ბავშვების კომფორტსა და ჰიგიენურ ნორმებზე. თბილი და მყუდრო გარემო სპეციალურად პატარებისთვის შეირჩა. TinyTina გთავაზობთ მუდმივად განახლებად აქსესუარებს და დეკორაციებს ჩვენ ვქმნით ფოტოებს, რომლებიც ყოველთვის ღიმილით და სიყვარულით გაბრუნებთ წარსულში.
ისტორიალი არის, შპს ისტორიალი , საიდენტიფიკაციო კოდი: 404427385 “ისტორიალი” გთავაზობთ ქართული ოქრომჭედლობის უძველესი და უნიკალური ნიმუშების მიხედვით შექმნილ სამკაულის და მცირე პლასტიკის, კერამიკის და ტრადიციული ხალხური რეწვის ნიმუშების ფართო არჩევანს. “ისტორიალი”-ს სალონში წარმოდგენილი არქეოლოგიური ძეგლების მიხედვით შექმნილი კოლექციის საშუალებით გაეცნობით საქართველოს მდიდარ წარსულს და მრავალფეროვან კულტურულ მემკვიდრეობას; სამკაულის განვითარების ისტორიას საქართველოში ხუთი ათასი წლის მანძილზე. სალონში წარმოდგენილი სამკაულის, მცირე პლასტიკის და კერამიკის ნიმუშები შექმნილი და მხატვრულად გადამუშავებულია "ისტორიალი"-ს მიერ საქართველოს ტერიტორიაზე - არმაზისხევის, სამთავროს, ახალგორის, ვანის, ფიჭვნარის, შილდის, მელაანის, ბედენის და ა.შ. -არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილი ნივთების მიხედვით, რომელთა ორიგინალები დათარიღებულია ძვ.წ. XXV - ახ.წ. V საუკუნეებით. კოლექცია თანდართული გამოფენებით მრავალჯერ წარსდგა მსოფლიოს სხვადსხვა ქალაქების - ფლორენციის, პარიზის, ლუქსემბურგის, ბრიუსელის, ნიუ იორკის, ვაშინგტონის, ოსტინის სამხატვრო გალერეებსა თუ სალონებში, საერთაშორისო ბაზრობებსა თუ სასაჩუქრე ჩვენებებზე. "ისტორიალი" ასევე გთავაზობთ თანამედროვე ქართველი მხატვრების და ხალხური რეწვის ოსტატების მიერ შესრულებულ ტრადიციული რეწვის - ტექსტილის, ნაქარგობის, ხეზე კვეთის, კერამიკის, თოჯინების, ტრადიციული სამოსელის და აქსესუარების, წიგნების და ღია ბარათების მრავალფეროვან კოლექციას. ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი "ისტორიალი" 15 წლიანი გამოცდილებით, წამყვანი ორგანიზაციაა შემოქმედებითი ინდუსტრიების სფეროში.
ლაიონ ვეი არის, შპს ელ ვი, საიდენტიფიკაციო კოდი: 401994071 კომპანია Lion Way გაგიწევთ ნებისმიერი სახის სატრანსფერო მომსახურებას: ● ნებისმიერი მასშტაბის ტურისტული და არამხოლოდ ტურისტული ჯგუფების ტრანსპორტით მომსახურება. ● ტრანსფერები საქართველოს მასშტაბით; ● საქართველოს ნებისმიერი აეროპორტიდან ტრანსფერები. ● სხვადასხვა ღონისძიებების (ბიზნეს შეხვედრების, კონფერენციების, წვეულებების, გასვლითი ტურების) სატრანსპორტო საშუალებებით უზრუნველყოფა; ● უცხოური დელეგაციების ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალებით უზრუნველყოფა; ● სატრანსპორტო მომსახურება საქართველოს მოსაზღვრე ქვეყნებში ჩვენი უცხოელი პარტნიორების დახმარებით. Lion Way მოგემსახურებათ ნებისმიერი სახის სატრანსპორტო საშუალებით: ავტობუსით, საშუალო ზომის ავტობუსით, მიკროავტობუსით, მინივენით, ჯიპითა და სედანით.
იორ ჯორჯია არის, შპს იორ ჯორჯია, საიდენტიფიკაციო კოდი:404950273 სარეკლამო პროდუქციის შექმნა; ვებ-გვერდების როგორც დიზაინი ასევე ტექნიკური გადაწყვეტა; ფლეშ ინტერქატიული თამაშების დამზადება; ფლეშ პრეზენტაციებისა და ანიმაციური კლიპების დამზადება; ვებ-ბანერების დამზადება; სამგაზნომილებიანი 3D გრაფიკა; აუდიო/ვიდეო მონტაჟი; ხმის ჩაწერა, მასტერინგი; სარეკლამო რგოლების რეჟისურა, გადაღება და მონტაჟი; უცხოური სარეკლამო რგოლების ადაპტაცია (ხმის ჩაწერა, მონტაჟი) პრინტი(სარეკლამო ფლაერები, ვიზიტკები, კალენდრები, მისალოცი ბარათები,) სარეკლამო კამპანიის დაგეგმვა; სარეკლამო სუვინერები
NAOMA • ნაომა , ქართულ ონლაინ გაყიდვების ბაზარზე , ერთ-ერთი ახალი კომპანიაა . ჩვენი მიზანია ქართველ და არამარტო , მომხმარებელს მივაწოდოთ , ორიგინალური და დახვეწილი აქსესურები . აჩუქე შენს თავს და საყვარელ ადამიანს ბედნიერი წუთები ნაომასთან ერთად ! NAOMA • Naoma is one of the new companies in the Georgian online sales market. Our goal is to provide Georgian and not only original and sophisticated accessories to our customers. Give yourself and your loved ones happy minutes with Naomi!
მით ბოქსი არის, შპს მით ბოქს გრუპი, საიდენტიფიკაციო კოდი: 405135401 გაიხსნა ქართული ფერმერული ხორცისა და ხორცპროდუქტების მაღაზია „მით ბოქსი“.იგი მდებარეობს ნ.ყიფშიძის ქუჩა №9-ში, რომელიც სრულად შეესაბამება სურსათის უვნებლობისა და მისი მაღალი ხარისხის ევროპულ სტანდარტებს. „მით ბოქსში“ ყოველდღიურად შეგიძლიათ შეისყიდოთ ძროხის, ღორის, გოჭისა და კურდღლის ახალი ხორცი, სხვადასხვა ზომისა და შეფუთვის „ ნოზაძის“ ქათამი, აგრეთვე ინდაური და მწყერი. რომელიც ჩვენთვის საგანგებოდ ირჩევა შიდა და ქვემო ქართლის, სამეგრელოსა და სამცხე-ჯავახეთის ფერმერულ მეურნეობებში. „მით ბოქსის“ ყასბების მიერ დაჭრილი, ძვლებისა და ძარღვებისაგან გასუფთავებული, 20-ზე მეტი დასახელების ხორცის ნაჭერი, გაგიადვილებთ სწორად და ზუსტად შეიძინოთ ის პროდუქტი რომელიც საჭიროა თქვენთვის სასურველი კერძის სწრაფად და უდანაკარგოდ მოსამზადებლად. პროდუქტისა და მომსახურების მაღალი ხარისხის მიუხედავად, „მით ბოქსის“ ფასები ხელმისაწვდომი, ლოიალური და მეგობრულია.
პრინტ ოფისი არის, შპს პრინტ ოფისი, საიდენტიფიკაციო კოდი:404429506 პრინტოფისი გთავაზობთ სრულ პოლიგრაფიულ მომსახურებას. ხარისხი, ოპერატიულობა და თქვენს სურვილებზე მორგებული მიდგომა ჩვენთან თანამშრომლობას მარტივსა და წარმატებულს ხდის. ჩვენს საწარმოში თქვენი ბრენდისთვის საჭირო თითქმის ყველა პროდუქციის დამზადებაა შესაძლებელი . ჩვენ ვქმნით თქვენს ბრენდს !
ტურისტული კომპანია "ბელო თრეველი" ორიენტირებულია ხარისხიან მომსახურეობასა და პირველი კლასის მომსახურებაზე ტურიზმის სფეროში. კომპანია გთავაზობთ შემდეგ სერვისებს: სასტუმროს დაჯავშნას საქართველოში, შიდა ტურების ორგანიზებას, ასევე სავიზო მხარდაჭერას, გიდის მომსახურებას, გადარიცხვებს და ბილეთების დაჯავშნას.