შტელცეს სახლი არის შპს გრანდ კაფე საიდენტიფიკაციო კოდი:204569868 გერმანულ-ქართული რესტორანი „შტელცეს სახლი“ (Stelzen Haus) მდებარეობს ტურისტულად აქტიურ ზონაში, ერეკლე მეორეს ქუჩაზე. რესტორნის ღია ტერასა მომხმარებელს წელიწადის ნებისმიერ დროს იზიდავს. „ჩემთვის შტელცე მეორე სახლივით არის. მხოლოდ აქ შემიძლია ნამდვილი ავსტრიული კანჭის (Marcher http://www.marcher.at/ ) და ბავარიული ლუდის Weihenstephaner ( http://weihenstephaner.de/ ) დაგემოვნება. „- ამბობს შტელცეს სახლის ხშირი სტუმარი ჰანსი, რომლის კულინარიულ რეკომენდაციებს რესტორნის შეფ-მზარეული ყოველთვის ითვალისწინებს. რესტორნის მენიუ საუკეთესო ქართულ-გერმანული კერძების ნაზავს წარმოადგენს. რესტორან შტელცეს სამივე დარბაზში განსხვავებული ატმოსფეროა. პირველი სართული საქმიანი შეხვედრების, ოჯახური სადილის, კერძო პაემნების და ტურისტების სასურველი ადგილია. ქვედა დარბაზი საოჯახო იუბილეების, დაბადების დღეეების, კორპორატიული და სპორტული ღონისძიებების აღსანიშნავად არის განკუთვნილი. რაგბის და ფეხბურთის მსოფლიო სიახლეების ყურება სტუმრებს ოთხმეტრიანი ეკრანის საშუალებით შეუძლიათ. რესტორანი 24 საათიან რეჟიმში მზად არის თქვენი მასპინძლობისთვის. სადღესასწაულო ღონისძიების დასაგვირგვინებლად მომხამრებელს კიდევ ერთი სიურპიზი ელის. „კარაოკე კლუბი მეტრო“ https://www.facebook.com/METROBESTPLACE გამოირჩევა ყველაზე მრავალფეროვანი სასიმღერო კატალოგით. კლუბი აღჭურვილია საუკეთესო ხარისხის საუნდ სისტემით (JBL). მხიარულების მოყვარულ სტუმრებს სასიმღერო ნიჭის გამოვლენის საშუალება როგორც რბილი სავარძლებიდან, ასევე სცენიდან შეუძლიათ. კარაოკე საღამოებს ცნობილი მომღერლები უძღვებიან. კლუბი მუშაობს მთელი კვირის განმავლობაში 21:00 საათიდან
„მომავლის სკოლა“ თბილისში 1991 წელს დაარსდა. ასეთივე სკოლები გახსნილია ამერიკისა და მსოფლიოს 70 ქვეყანაში, ხოლო ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებიდან კი მოსკოვში,კიევში,კიშინოვსა და ბაქოში. დღეისთვის თბილისის „მომავლის სკოლას“ თოთხმეტი გამოშვება ჰყავს. ჩვენი კურსდამთავრებულები წარმატებით განაგრძობენ სწავლას როგორც საქართველოში, ასევე ამერიკასა და ევროპის სხვადასხვა სასწავლებელში. ჩვენს სკოლაში სასწავლო პროცესი ინგლისურენოვან და ქართულენოვან სექტორებად იყოფა. ქართული სექტორი საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ დამტკიცებული პროგრამით ხორცილედება. ინგლისურ სექტორში მუშაობა კი ქრისტიანული ამერკული ერთ–ერთი კერძო სკოლის „School Of Tomorrow”–ს პროგრამით განისაზღვრება. ეს პროგრამა ინდივიდუალურად ყველა საგნის ინგლისურ ენაზე სწავლებას ითვალისწინებს. თბილისში ეს პროგრამა ჩამოიტანეს ერლ და ჯენეტ თრითებმა, რომლებიც დღემდე კურატორობენ ამ სკოლას. სკოლაში 300-მდე მოსწავლე ირიცხება, მათ შორის ამერიკელი, თურქი, რუსი, ეგვიპტელი და მოლდოველი ბავშვები. 2011 წელს ამუშავდა «მომავლის სკოლის» pre-school -ის (მოსამზადებელი კლასი) პროგრამა, საბავშვო ბაღი და გახანგრძლივებული ჯგუფი. სკოლის მიზანია აღვზარდოთ განათლებული,მაღალზნეობრივი,წარმატებული და ღირსეული თაობა,ისე რომ სწავლის გაგრძელება შეძლონ არა მარტო საქართველოში,არამედ ნებისმიერ უნივერსიტეტში. სკოლა სთავაზობს მოსწავლეებს: ქართულ ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის პროგრამას, ამერიკული სკოლის სრულ კურს,ამერიკული პროგრამის უფასო სახელმძვანელოებს, ეკოლოგიურად სუფთა, მშვიდ და დაცულ გარემოს, კვალიფიციურ და კეთილგანწყობილ პედაგოგებს, ხარისხიან და საფუძვლიან განათლებას ორ ენაზე.
ძვირფასო სტუმარო, ძალიან მიხარია რომ შემოხვედით ჩვენს გვერდზე, მინდა მოკლედ მოგიყვეთ ჩვენს შესახებ, რის შემდეგაც ვფიქრობ რომ აუცილებლად უნდა მოხვიდეთ და თქვენი თვალით ნახოთ ჩვენი შექმნილი და ნახელავი. ბუტიკ სასტუმრო ’’Stay’’ გაიხსნა სულ რაღაც ორი კვირის წინ, რუსთაველზე, ძმები კაკაბაძეების 26 ნომერში.ეს არის სრულიად წყნარი უბანი, რომელიც მდებარეობს მეტრო რუსთაველიდან 2 წუთის ფეხით სავალ გზაზე. სასტუმროს გახსნამდე ეს შენობა იყო ჩემი საცხოვრებლი სახლი, სადაც გავატარე უბედნიერესი წლები ჩემს მეუღლესთან და შვილებთან ერთად. ცოტა ხნის წინ მე და ჩემმა მეუღლემ გადავწყვიტეთ სახლი თავიდან ბოლომდე შეგვეცვალა და გადაგვეკეთებინა სასტუმროდ, სადაც მივიღებდით უამრავ სტუმარს სხვადასხვა ქვეყნებიდან, გავუმსაპინძლებოდი საკუთარი ხელით მომზადებული საუზმით, ჩემი ბაღის ხილით და კენკრით, ჩემი გამომცხვარი ნამცხვრებითა და კექსებით.ეს იდეა ორივეს ძალიან მოგვეწონა და სისრულეში მოვიყვანეთ.სასტუმრო შედგება 8 ორადგილიანი ნომრისგან, სადაც განთავსებულია ყველა საჭირო ინვენტარი და სააბაზანო ჰიგიენური საშუალებები.ძალიან ვამაყობ ჩვენი მყუდრო სასაუზმე ტერიტორიით, საიდანაც კარი გადის ტერასაზე. აქ სტუმრებს შეეძლებათ მიირთვან ქართული ღვინო, დააგემოვნონ ქართული ნუგბარი და მიიღონ მაქსიმალური სიამოვნება. მინდა ხაზი გავუსვა იმასაც, რომ ეს არ არის საოჯახო ტიპის სასტუმრო, ეს არის მაღალ სტანდარტებს მორგებული ბუტიკ - სასტუმრო, სადაც სტუმარი თავს იგრძნობს, მდიდრულად და შინაურულად. მადლობა რომ დაგვითმეთ დრო.
ყვავილების სახლი "Art-Flora" გთავაზობთ ყველა სახის ღონისძიების უზრუნველყოფას. კომპანიის ძირითადი მიმართულებებია: ფურშეტები; ივენთების ორგანიზება; ქორწილების ორგანიზება; თაიგულები (საპატარძლო კაბა, სადღესასწაულო, საბავშვო, თაიგული უბრალო განწყობისთვის); კომპიზიციები სხვადასხვა თემატიკით; საჩუქრების შეფუთვა; ინტერიერის დიზაინი; ბუშტებით გაფორმება. “Art-Flora“ ასევე გთავაზობთ კერძო სახლების, აგარაკების, ინტერიერის გაფომებას, გამწვანებას.
Rogas Home is set in Tbilisi, 1 mi from Tbilisi Opera and Ballet Theater. Enabling easy access to many parts of the city, Marjanishvili Metro Station is located 0.6 mi away. Rogas Home features free WiFi throughout the property. Each room at this hotel is air conditioned and is fitted with a flat-screen TV with cable channels. All rooms have a mini-bar and a private bathroom which includes shower and bathrobes. There is a 24-hour front desk at the property. Rustaveli Theater is 0.9 mi from Rogas Home, while Freedom Square is 1.2 mi away. The nearest airport is Tbilisi International Airport, 10 mi from Rogas Home. Chugureti is a great choice for travelers interested in architecture, nature and friendly locals.