შპს ,,ბი პრო’’-ს (სასწავლო ცეტრის) დაფუძნების იდეა გაჩნდა 2013 წელს, როდესაც ბანკში გადავაწყდით კადრების შერჩევის პრობლემას, ბაზარზე კვალიფიციური კადრების დეფიციტის გამო. გადავწყვიტეთ, რომ დაგვეარსებინა სასწავლო ცენტრი, სადაც დეფიციტური კადრებისთვის შეიქმნებოდა სიმულაციური გარემო და აღნიშნულ გარემოში შესაბამისი კადრები საჭირო უნარ-ჩვევების გამოიმუშავებდნენ კომპეტენციის (70%) და კვალიფიკაციის (30%) ერთობლივი მოდელის გამოყენებით. სასწავლო ცენტრის კონცეფცია მდგომარეობს არა მხოლოდ კადრების მომზადებაში კონკრეტული საქმისთვის, არამედ დამსაქმებელთან სასურველი მიზნის მიღწევის შესაძლებლობის შექმნაში. სიმულაციური გარემო ითვალისწინებს: • კონკრეტული საქმისთვის საჭირო გასაუბრების გავლას; • სიმულაციური შრომითი ხელშეკრულების გაფორმებას; • სტანდარტების შესაფერისი CV-ის მომზადებას; • საქმისთვის საჭირო ყველა პროცესის მრავალჯერ გამეორებას აქტიურ სამუშაო რეჟიმში; • კადრების მომზადების ხარისხის შეფასებას როგორც ინდივიდუალურად ასევე გუნდის ჭრილში, ეფექტური, შედეგზე ორიენტირებული მოტივაციის და შეფასების სისტემის გამოყენებით; • ასევე მრავალ სხვა პროცესებს, რომლებიც ხელს შეუწყობს მიზნობრივი, საქმის და სამუშაო გარემოს მიმართ ადაპტირებული კადრების მომზადებას, რომელთაც დასაქმების მეტი შანსი ექნებათ. ტრენინგების ჩამონათვალი: • ფინანსები ბიზნეს დაკრედიტებისთვის • HR შერჩევის მენეჯერი • მარკეტინგის მენეჯერი • სატრანსპორტო ლოჯისტიკის მენეჯერი
Lebowski Bowl Club წარმოადგენს ლეგანდარული დიდი ლებოვსკის რეინკარნაციას ისთ ფოინთის ქალაქის კედლებში. გააგორეთ სტრაიკი და ჩააგდეთ შავი 8-იანი ბილიარდის მაგიდის ლუზებში. ჩვენ გთავაზობთ: • 12 პროფესიონალური ბოულინგის ბილიკი • 4 პულისა და 2 რუსული ბილიარდის მაგიდა • კომფორტული კაფე უგემრიელესი კერძებით • ბარი მრავალფეროვანი კოქტეილებით • ბოუინგისა და ბილიარდის VIP ზონები ჩვენი მეგობრული გუნდი კი ყოველთვის შეგიწყობთ ხელს დროის ლებოვსკურად გასატარებლად.
N1 საკომისიო არის, შპს IraLo, საიდენტიფიკაციო კოდი: 404915008 თქვენს გარდერობში უკვე დიდი ხანია ”უსაქმურობს” ძვირფასი ტანსაცმელი ან აქსესუარი? კაბის ფერი აღარ გაკმაყოფილებთ, ან ჩანთის სტილი აღარ მოგწონთ?... აჩუქეთ თქვენს საყვარელ ნივთს ახალი სიცოცხლე! თბილისში, ჯანაშიას 22-ში გელოდებათ საკომისიო მაღაზია, სადაც შეგიძლიათ ჩააბაროთ და შეიძინოთ ახალი და მსუბუქად ნახმარი, მსოფლიოს ცნობილი დიზაინერების ქალის, კაცისა და ბავშვის ტანსაცმელი და აქსესუარები. სასურველი ნივთების შეძენის შესაძლებლობა გექნებათ მათ საწყის ღირებულებაზე 3-5-ჯერ დაბალ ფასად! 1. საკომისიო მაღაზია იტოვებს სარეალიზაციოდ ცნობილი ბრენდების მიერ წარმოებულ ქალის, მამაკაცის და ბავშვის ტანსაცმელს და აქსესუარებს. 2. საქონლის რეალიზაციიდან მიღებული თანხა კომიტენტს გადაეცემა აღნიშნულიდან 30 დღის განმავლობაში. 3. ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 დღის განმავლობაში საქონლის არ გაყიდვის შემთხვევაში კომისიონერი უფლებამოსილია ჩამოაფასოს საქონელი მისი საწყისი სარეალიზაციო ღირებულების 20%-ით. 4. თუ კომიტენტი კარგავს ინტერესს სარეალიზაციოდ ჩაბარებული ნივთის მიმართ და არ მოაკითხავს მას უკან გასატანად ზემოაღნიშნული 120 დღის გასვლის შემდგომ, კომისიონერი უფლებას იტოვებს გაყიდოს იგი ნებისმიერ, კლიენტისგან შემოთავაზებულ ყველაზე მაღალ ფასად. 5. კომიტენტი ვალდებულია კომისიონერს შეატყობინოს გადაწყვეტილება ხელშეკრულების გაწყვეტის შესახებ არა უგვიანეს სამი სამუშაო დღით ადრე. 6. კომისიონერი უფლებამოსილია დაუბრუნოს საქონელი კომიტენტს ნებისმიერ დროს, თუ მას აღმოაჩნდება ხარვეზი (დაზიანება, დადასტურდება არაორიგინალი წარმოშობა და ა.შ.) რომელიც ვერ იქნება შემჩნეული საქონლის მიღების დროს. ასევე საქონელს ჩატარებული უნდა ჰქონდეს ქიმწმენდა.
საკონცერტო აუდიო და განათების სისტემების, სცენის და სადიჯეო აპარატურის გაქირავება Sound Group მეათე წელია ოპერირებს ბაზარზე, ჩვენი გუნდი გთავაზობთ ნებისმიერი ტიპის ღონისძიების ტექნიკურად გამართვას, პროფესიანალური აუდიო, ვიდეო, სადიჯეო, განათების და სხვა საჭირო სისტემების დამონტაჟებას. ჩვენ დაგეხმარებით ისეთი ღონისძიებების მოწყობაში, როგორიცაა: კორპორატიული საღამო პრეზენტაცია კონფერენცია კლუბური ივენთი მოდების ჩვენება ქორწილი ნებისმიერი სადღესასწაულო ღონისძიება