„ამოდი“ - ეს არის 4 მეგობრის მიერ წამოწყებული სტარტაპი, რომლის იდეაც რამოდენიმე თვის წინ დაიბადა ერთ-ერთი შეკრების დროს. მოხარულები ვართ, რომ ვუახლოვდებით ამ იდეის განხორციელებას და ჩვენ პროექტს ნელ-ნელა დასრულებული სახე ეძლევა. გვინდა, რომ დიდი მადლობა გადავუხადოთ ყველას, ვინც თუნდაც ერთხელ მაინც ამოვიდა და ისიამოვნა ჩვენთან გატარებული დროით და ულამაზესი ხედით ❤ ჯერ-ჯერობით სრული დატვირთვით არ ვმუშაობთ, ამიტომ ეტაპობრივად მოგაწვდით სიახლეებს დამატებითი სამუშაო დღეების შესახებ. ვიმედოვნებთ, რომ თქვენი მხარდაჭერით, სულ მალე მივაღწევთ ჩვენს მიზანს და ერთად შევქმნით ყველასთვის საყვარელ სივრცეს
გიფერი არის, შპს გიფერი, საიდენტიფიკაციო კოდი:405101312 Giffer არის მოწყობილობა, რომელიც იღებს Gif ფორმატის მოძრავ ფოტოებს. მისი ქირაობა ყველას შეუძლია. გამოყენება მარტივია: იმოძრავე, გადაიღე, ატვირთე. შედეგი კი ყველასთვის თვალშისაცემი: ის ღონისძიებები, სადაც ჩვენ ვართ ყოველთვის უფრო ხალისიანი და დასამახსოვრებელია. ყველა გადაღებული გიფი თავს იყრის ჩვენს ვებ-გვერდზე www.giffer.ge , კონკრეტული ივენთისთვის შექმნილ სივრცეში, საიდანაც შეგიძლიათ მათი გადაზიარება საკუთარ სოციალურ ქსელებში. Giffer თავიდან ბოლომდე ქართული პროდუქტია- ის საქართველოშია აწყობილი და გასულია ექსპორტზეც: ჩვენი დახმარებით, გიფების გარეშე არც უკრაინაში რჩებიან. მომავალში იგეგმება სხვა ბაზრების ათვისება და მომხმარებელთათვის ახალი პროდუქტების შეთავაზება, ყველაფერი კი ისევ იმ მიზნით, რომლითაც 2015 წელს დავიწყეთ- გვინდა, მივცეთ, ხალხს უფრო მეტი გართობის საშუალება, გავხადოთ მათი წვეულებები განსაკუთრებული, შევუქმნათ მოძრავი, ხალისიანი მოგონებები.
კომპანია "ფრეგო" წარმატებით ახორციელებს საწვავის იმპორტს საქართველოში სხვადასხვა ქვეყნიდან, საწვავის ხარისხისა და მომხმარებლის ინტერესების დაცვა ყოველთვის იყო მისი წარმატების გასაღები. სწორედ მომხმარებელზე ზრუნვა განაპირობებს დღესდღეობით იმას, რომ "ფრეგოს" ფასთა მაჩვენებლები ყოველთვის კონკურენტებზე გაცილებით მომგებიანი და ხელმისაწვდომია.
Featuring free WiFi and a terrace, Hotel Monaco offers pet-friendly accommodations in Tbilisi City. Free private parking is available on site. The rooms have a flat-screen TV. Certain units have a seating area for your convenience. You will find a kettle in the room. The rooms come with a private bathroom. For your comfort, you will find slippers and free toiletries. There is a 24-hour front desk at the property.
სასტუმრო „Basilon Hotel” გაიხსნა 2014 წელს საბურთალოზე, ახლად აშენებულ აკადემქალაქში. ჩვენი სასტუმრო მდებარეობს მეტროსადგურ „ტექნიკური უნივერსიტეტი“-დან 5 წუთის სავალ მანძილზე. აგრეთვე მის გარშემო განლაგებულია სპორტის სასახლე, სასტუმრო “Holiday Inn”, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და თბილისის ცირკი. “Basilon Hotel” შედგება 17 ნომრისგან: სტანდარტული, სტანდარტული ორსაწოლიანი და ლუქსი. ყველა ოთახი აღჭურვილია საჭირო მოწყობილობებით, მინი ბარით, კონდიციონერით და სეიფით.
პრევენციული მედიცინისა და იმუნიზაციის ცენტრი არის, შპს იმუნიზაციის ცენტრი,საიდენტიფიკაციო კოდი:211397335 პრევენციული მედიცინის და იმუნიზაციის ცენტრი ჩვენ ვზრუნავთ თქვენს ჯანმრთელობაზე და გთავაზობთ ხარისხიან სამედიცინო დახმარებას ხელმისაწვდომ ფასად. ვაქცინაცია აქ მიიღებთ კვალიფიციურ კონსულტაციას იმუნიზაციის საკითხებთან დაკავშირებით. ვაქცინაცია უტარდება ყველა ასაკის პაციენტს, ცენტრში იმუნიზაცია ტარდება ვაქცინებით მართვად დაავადებების წინააღმდეგ საქართველოში დარეგისტრირებული ვაქცინებით. მოგზაურობის მსურველებს ხშირ შემთხვევაში ესაჭიროებათ რამოდენიმე დაავადების საწინააღმდეგო ვაქციანაცია. იმისთვის, რომ ვაქცინაცია იყოს ეფექტური და უვნებელი, მნიშვნელოვანია მისი დროული დაწყება, კონკრეტული სქემის შერჩევა, საელჩოს მოთხოვნებიდან და არჩეული ქვეყნის ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე. გაიცემა შესაბამისი საერთაშორისო სერტიფიკატი. ქირურგია/რაბიოლოგია - • ქირურგის კონსულტაცია • ამბულატორიული გადაუდებელი ქირურგიული მომსახურება • ცოფის და ტეტანუსის საწინააღმდეგო იმუნიზაცია. ანტირაბიული კაბინეტის მომსახურება 24 საათიანია. გინეკოლოგია • გინეკოლოგის კონსულტაცია • ორსულთა კონსულტაცია • კოლპოსკოპიური გამოკვლევა • კრიოდესტრუქცია • უნაყოფობისმკურნალობა • საშვილოსნოს და მისი დანამატების ანთებითი/ინფექციური დაავადებების გამოკვლევა და მკურნალობა • საშვილოსნოს ყელის სიმსივნური დაავადებების პათოლოგიების ადრეული გამოვლენა და შესაბამისი მკურნალობა. ექოსკოპია • სარძევე ჯირკვლის ექოსკოპია • ორსულთაექოსკოპია • მუცლისღრუსორგანოებისექოსკოპია • გინეკოლოგიურიექოსკოპია • წინამდებარე ჯირკვლის ექოსკოპია (პროსტატისჯირკვალი) • თირკმელების და საშარდე სისტემის ექოსკოპია. დერმატო/კოსმეტოლოგია • დერმატოლოგის კონსულტაცია • აკნეს მკურნალობა • ელექტროკოაგულაცია (მეჭეჭების, პაპილომებისმოცილება) • მეზოთერაპია • ფილერი( ტუჩის ზომების კორექცია, ტუჩის გარშემო ნაოჭების გასწორება) • ბოტოქსის და დისპორტის ინექცია. • ბიორევიტალიზაცია • პლაზმოლიფტინგი • სახის კანის სამკურნალო, ასაკის საწინააღმდეგო და დამატენიანებელი პროცედურები. პედიატრია • ახალშობილთა პატრონაჟი • ბავშვთა დაავადებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა. ლაბორატორია ყველა სახის ლაბორატორიული კვლევა • კლინიკური • ბიოქიმიური • ბაქტერიოლოგიური • სეროლოგიური • და სხვა.
ფრანგული პოდიატრიულ საქმიანობაში N1 ბრენდის წარმომადგენლობა საქართველოში. „Capron Podologie“ დაარსდა 1974 წელს საფრანგეთში (ბურგუნდიაში). კომპანია ქმნის დიაგნოსტიკის და ხარისხიანი მასალების ფართო სპექტრს, გააჩნია საკუთარი სამეცნიერო კვლევითი ცენტრი. · ბრტყელტერფიანობის დიაგნოსტიკა და მკურნალობა · ხერხემლის გამრუდებიდან გამოწვეული ასიმეტრიული მდგომარეობების მართვა · სპორტული არათანაბარი ბიომექანიკური დატვირთვების მართვა და შემსუბუქება · ტერფის ორთოპედიული პათოლოგიების მართვა და მკურნალობა (ქუსლის დეზი, ვალგუსური დეფორმაცია და ა.შ...) · დიაბეტური ტერფის მკურნალობა Representation of N1 brand in Georgia in French Podiatric Activity. "Capron Podologie" was founded in 1974 in France (in Burgundy). The company creates a wide range of diagnostic and quality materials, has its own scientific research center. · Flat foot diagnosis and treatment · Management of asymmetric conditions caused by spine breakdowns · Manage sports uneven biomechanical loads and alleviate · Management and treatment of orthopedic pathologies (heel spur, valgus deformities, etc.) · Diabetic foot treatment
ვაკის პარკში მდებარე ბარი-ტაპასი Backstage76 (შემოსასვლელი ი.აბაშიძის ქუჩის მხრიდან), რომელშიც შერწყმულია ენერგიული მუსიკა და სამზარეულო. მუსიკისათვის გამოყოფილია ორი სცენა ,სადაც მუსიკოსებს შეუძლიათ წარმოადგინონ საუკეთესო მუსიკალური პერფორმანსი, პოპ/როკ/ჯაზ/ექსპერიმენტული ჰიფ-ჰოფი და ტრადიციული ქართული მუსიკა,ასევე ყოველგვარი ორიგინალური სასცენო პროექტი. აქ თქვენ გაგიმასპინძლდებიან უგემრიელესი ტაპას-მენიუთი და შემოგთავაზებენ როგორც კლასიკურ ასევე ორიგინალურ კოქტეილებს, რაც მხიარულსა და დაუვიწყარს გახდის თქვენს აქ გატარებულ დროს. გახსნა:
ბოქს მედია გრუპ არის, შპს ბოქს მედია გრუპ, საიდენტიფიკაციო კოდი:400146677 მოკლედ ჩვენს შესახებ: კომპანია "ბოქს მედია გრუპი" დაარსდა 2015 წელს. კომპანიის ძირითადი მიმართულებებია: მარკეტინგული გადაწყვეტილებები და სარეკლამო აქტივობა ვიდეო პროექციის გამოყენებით. ჩვენი პროდუქტებია: ინტერიერის და ექსტერიერის ვიდეო პროექციით გაფორმება. ვიტრაჟის ვიდეო ეკრანად გარდაქმნა, საინფორმაციო და საპრეზენტაციო მინის ეკრანები, ინტერაქტიული და ჰოლოგრამული პროექცია, მოძრავი ვიდეო პროექცია "beamvertising" Augmented Reality 360 ვირტუალური ტურების დამზადება და საიტზე განთავსება 360 ფოტო და 360 ვიდეო გადაღება