სასტუმროები
სასტუმროების კატალოგი საქართველოში. იპოვეთ ლუქს, ბიზნეს და ეკონომ კლასის სასტუმროები თბილისში, ბათუმში, გუდაურში, ბაკურიანსა და სხვა კურორტებზე. შეადარეთ ფასები, მომსახურება და მდებარეობა.
1344 ბიზნესი

აპარტ ჰოტელი ემიქსი
აპარტ ჰოტელი ემიქსი არის, შპს ემიქსი, საიდენტიფიკაციო კოდი: 406207288 ემიქსი არის 4 ვარსკვლავიანი სასტუმრო აპარტამენტები, რომელიც მდებარეობს თბილისის ცენტრსა და აეროპორტს შორის: 10 წუთის სავალზე აეროპორტიდან, 10 წუთის სავალზე თავისუფლების მოედნიდან და 1 წუთის სავალზე მეტროდან. სასტუმროს ჰყავს პროფესიონალი პერსონალი, რომელიც გამოირჩევა მეგობრულობით და ყურადღებით, ისინი ყოველთვის მზად არიან დაეხმარონ სტუმრებს სხვადასხვა საკითხის გადაჭრაში. სასტუმრო განთავსებულია სამ სართულზე. პირველ სართულზე განთავსებულია მისაღები და ლიფტი; მეორე სართულზე არის აპარტამენტები, სასადილო ოთახი, საკონფერენციო ოთახი და დიდი ვერანდა ულამაზესი ხედებით; მესამე სართულზე განთავსებულია დიდი და მაღალი კლასის სასტუმრო ოთახები ყველა საჭირო ინვენტარით,რომლებიც უზრუნველჰყოფს სტუმროს მაქსიმალურ კომფორტს.

სასტუმრო ICEBERG
Iceberg-ი არის,შპს ნადიკარა, საიდენტიფიკაციო კოდი:202400017 ჩვენი ვებ გვერდია: hotel-iceberg.ge სასტუმრო "აისბერგი" მდებარეობს მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე. სასტუმრო განთავსებულია 3 სართულზე რესტორნითა და ბარით - შეასანიშნავი ხედით მტკვარზე. სასტუმროში 16 კეთილმოწყობილი ოთახია სათანადო აღჭურვილობით. მყუდრო და თანამედროვე გარემო, უსაფრთხოების სრული გარანტია, კეთილმოწყობილი ეზო ტერასით - ეს ყველაფერი თქვენ გელოდებათ სასტუმროში "აისბერგი"!

სასტუმრო არტ ვილა
არტ ვილა არის, ი.მმიხეილ არბოლიშვილი, საიდენტიფიკაციო კოდი:01009020915 ჩვენი ვებ გვერდია: artvila.ge სასტუმრო "Art Villa" - ბაკურიანი, გთავაზობთ დასვენებისათვის საუკეთესო პირობებს. გაატარეთ დაუვიწყარი დღეები თქვენს საყვარელ ადამიანებთან ერთად კომფორტულად და მშვიდად ბაკურიანის ულამაზესი ბუნების წიაღში. სასტუმრო "Art Villa" - ბაკურიანი, არის მომცრო ზომის, საოჯახო ტიპის კომფორტული და მყუდრო სასტუმრო, რომელიც მდებარეობს ბაკურინის ცენტრთან ახლოს, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში. სასტუმრო "Art Villa" - ბაკურიანი გამოირჩევა უნიკალური სტილით, ხელოვნების ნიმუშთა სიმრავლითა და მრავალწლოვანი ხეებით დამშვენებული, კეთილმოწყობილი ბაღით. სტუმრების კომფორტი და სიმშვიდე ჩვენთვის პრიორიტეტია. ოთახებიში სუფევს ძველი ბაკურიანის შესაფერისი ატმოსფერო და თანამედროვე კომფორტი. ჯგუფებზე და ხანგრძლივ საგზურებზე სასტუმროში ვრცელდება ფასდაკლება. სასტუმროს ოთახების საფასურში გათვალისწინებულია სამჯერადი კვება. სასტუმრო "Art Villa" ბაკურიანი – ადგილი, სადაც მუდამ გელიან!

სასტუმრო ასტერიონ პალასი
სასტუმრო ასტერიონ პალასი არის, შპს ლინდა, საიდენტიფიკაციო კოდი: 401956219 სასტუმრო ასტერიონ პალასი 4 ვარსკვლავიანია და მიეკუთვნება ბიზნეს კლასის კატეგორიას. სასტუმროში განთავსებულია 120 სხვადასხვა კატეგორიის კომფორტული ნომერი. ასტერიონ პალასი მდებარეობს ორთაჭალაში, თბილისის ისტორიული ცენტრის სიახლოვეს და მისი ადგილმდებარეობა ხელსაყრელია სტუმრებისთვის, რომლებიც აქ საქმიანი და ტურისტული მიზნით იმყოფებიან. სასტუმროს გააჩნია საკუთარი ავტსადგომი. სტუმრებს შეუძლიათ ისარგებლონ ავტომომსახურებით აეროპორტიდან სასტუმრომდე და პირიქით. ასტერიონ პალასი სტუმრებს სთავაზობს მაღალი კლასის რესტორანს, სადაც შეძლებთ დააგემოვნოთ როგორც ქართული, ასევე ევროპული კერძები. აგრეთვე სასტუმროს ლობში განთავსებულია ლაუნჯ-ბარი, სადაც ჩვენი პროფესიონალი ბარმენი შემოგთავაზებთ კოქტეილების ფართო არჩევანს. ასტერიონ პალასი თავის დახვეწილი ინტერიერით და სასიამოვნო გარემოთი იძლევა დასვენებისა და განტვირთვის არაჩვეულებრივ საშუალებას. ნომრის ღირებულებაში შედის საუზმე (ბუფეტი). ასტერიონ პალასი ასევე გთავაზობთ თანამედროვე სატრენაჟორო დარბაზს. სასტუმრო აღჭურვილია ცენტრალური გათბობა-გაგრილების, ხანძარსაწინააღმდეგო და უსაფრთხოების სისტემებით. დაცვის სამსახური მუშაობს 24 საათიან რეჟიმში.

სასტუმრო ბიგ-ბეგი
სასტუმრო ბიგ ბეგი არის, შპს ფრონე,საიდენტიფიკაციო კოდი:406083241 ჩვენი ვებ გვერდია: big-begi.ge სასტუმრო „ბიგ ბეგი“ მოიცავს 26 დიდ და კომფორტაბელურ ოთახს, ულამაზესი აივნებით, სასტუმრო წარმოადგენს მშვიდ ოაზისს, სადაც სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ განიტვირთონ და დაისვენონ. სასტუმროს გააჩნია რესტორანი და ბარი. ყველა ოთახს აქვს აივანი, თბილისის ისტორიული ნაწილის მომხიბლავი ხედით, რომანტიულ ატმოსფეროს მატებს მდინარე მტკვარი, რომელიც სულ რამოდენიმე მეტრის დაშორებით მიედინება. ოთახებში არის საერთაოშორისო სატელეფონო კომუნიკაცია, სატელევიზიო კაბელი, უფასო უკაბელო ინტერნეტი, კონდინციონერი, თმის საშრობი და მინი-ბარი. ასევე საასტუმრო „ბიგ ბეგი“ გთავაზობთ საკონფერენციო დარბაზს, პროექტორს თავისი ეკრანით, შესაძლებელია ასევე შეკვეთების მიღება ბანკეტებზე და სადღესასწაულო სუფრებზე. გვყავს აგრეთვე მაღალკავალიფიციური მძღოლები, მინივენები და უნიკალური ტურები ხელმისაწვდომ ფასებში. სასტუმრო ბიგ ბეგის ოთახები:

სასტუმრო ვერე პალასი
ვერე პალასი არის, შპს ვერე პალასი, საიდენტიფიკაციო კოდი:203813249 4 ვარსკლავიანი სასტუმრო ”ვერე პალასი” მდებარეობს ქალაქ თბილისის ცენტრალურ უბანში, ფიქრის გორაზე, რუსთაველის გამზირიდან სულ რაღაც 1 კმ-ს დაშორებით. როგორც მაღალი კლასის სასტუმრო, იგი გამოირჩევა კლასიკური სტილითა და დახვეწილი მომსახურებით. სასტუმროს ინტერიერი გადაწყვეტილია კლასიკურ სტილში, ლუდოვიკო XVI -ს სასახლისეული მოტივები ჰარმონიულად ერწყმის თანამედროვე ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებსა და კომფორტს. ”ვერე პალასს” დიდი გამოცდილება აქვს კონფერენციებისა და სხვადასხვა ღირშესანიშნავი ღონისძიებების ორგანიზებაში. იგი წარმატებით თანამშრომლობს მრავალ საერთაშორისო, სახელმწიფო, სამთავრობო, არასამთავრობო ორგანიზაციებთან. ჩვენ გთავაზობთ თანამედროვე აპარატურით აღჭურვილ საკონფერენციო დარბაზს,რომელიც იტევს 25-დან 130-მდე ადამიანს და მაღალი ხარისხის მომსახურებას. საკონფერენციო დარბაზით სარგებლობას ხშირად თან სდევს სტუმრების გამასპინძლებაც. ჩვენი სამზარეულო კი გამოირჩევა უგემრიელესი კერძებითა და ულამაზესად გაფორმებული ასორტის მრავალფეროვნებით. ჩვენ ვუზრუნველყოფთ თქვენი ღონისძიების დახვეწილ გარემოში წარმატებით ორგანიზებას. სასტუმროში ფუნქციონირებს ბიზნესს ოთახი, რომელიც საუკეთესო არჩევანია დახურული კორპორატიული თავყრილობისა და საქმიანი შეხვედრების გასამართად. ბიზნეს ოთახი გათვლილია 10-20 ადამიანზე და უზრუნველყოფილია ყველა აუცილებელი საოფისე აპარატურით და მოწყობილობით.

სასტუმრო ვეძისი
სასტუმრო ვეძისი არის, შპს ვეძისი, საიდენტიფიკაციო კოდი:205290228 ჩვენი ვებგვერდია: hotelvedzisi.ge ვეძისი არის 4 ვარსკლავიანი,ფეშენებელური სასტუმრო, რომელიც მდებარეობს საბურთალოს ეკოლოგიურად სუფთა და პრესტიჟულ უბანში. სასტუმრო გაიხსნა 2008 წელს ოთახის ტიპები 4 კლასიკური ერთადგილიანი 11 ორადგილიანი 1. რესტორანი პირველ სართულზე მუშაობს 08:00-დან. 2. - 11:00-მდე. 12:00-დან – 08:00-მდე. 3. - რესტორნის დაქირავება ბიზნეს შეხვედრისთვის / სადილისთვის - დღე 65 ევრო 2. ბარი მუშაობს 08:00-დან. – 10:30-მდე 3. ღია ბარი 4. მრავალენოვანი პერსონალი და თარგმნით მომსახურება 5. ქიმწმენდა მუშაობს 10:00-დან. – 08:00-მდე. 6. მძღოლის და მანქანით მომსახურება 7. ტელეფონის ტარიფები - ადგილობრივი ზარები (თბილისი) - წუთი 5 ცენტი - ტელეფონი /ფაქსი /მობილური საქართეველოში-წუთში 1 ევრო - საქალაქთაშორისო ზარი / ფაქსი –წუთში 3 ევრო 8. კონცერტების და თეატრის ბილეთების დაბრონა სტუმარს შეულია მიიღოს მნახველები 12:00-მდე 12:00-შემდეგ მნახველმა უნდა გაიაროს რეგისტრაცია. რომლის ღიებულებაა შეადგენს (20 ევროს ) ექვივალენტით ლარებში. • 24 საათიანი მისაღები/ბელბოი/24 საათიანი დაცვა • 24 საათიანი ოთახების მომსახურეობა • ლიფტი ყველა სართულზე • უფასო პარკინგი • ფაქსი/ქსეროქსი/პრინტერი/საფოსტო სერვისი • უფსო შიდა ზარები • რესტორანი (უფასო საუზმე)/ ბარი/ ღია ბარი • ინტერნეტი/ ტელევიზორი/ ტელეფონი • კონდიციონერი • მინი-ბარი • აუზი/ ფიტნესი/ საუნა • საქმიანი შეხვედრები (30-35 კაცზე) • ყოვედღიური გაზეთი და ჟურნალი • სეიფი ყველა ოთახში • ხანძარსაწინააEმდეგო დეტექტორი • მოძრაობის დეტექტორი • ტრანსფერი აეროპორტიდან-აეროპორტამდე • მანქანის ქირაობა • მაღვიძარა სერვისი • ქიმწმენდა • თარჯიმანი • ვახშამი ოთახში • ტურისტული ტურების დაგეგმვა • გიდი • თბილისის კინოსა და თეატრის ბილეთების დაჯავშნა • გადაუდებელი სასწრაფო დახმარება

სასტუმრო პრიმავერა
სასტუმრო პრიმავერა არის, შპს იბერია,საიდენტიფიკაციო კოდი:203850911 ჩვენი ვებ გვერდია: www.primavera.ge მწეველთა და არამწეველთა ოთახები ორმაგი, ხმაგაუმტარი ფანჯრები თქვენი სიმყუდროვისათვის გათბობა–კონდიცირების სისტემა მინიბარი 24 საათიანი მომსახურება ნომრებში საკაბელო და ადგილობრივი ტელევიზია დაახლოებით 50 არხით მაღალი სისწრაფის ინტერნეტი. როგორც საკაბელო, ასევე საჰაერო ინტერნეტი აბაზანაში: განცალკევებული ვანა–ტუალეტი, თმის საშრობი, სარკე, საპონი, შამპუნი, პირსახოცი რესტორანი სასტუმროს რესტორანში, რომელიც მე–5 სართულზე მდებარეობს, შეგიძლიათ დააგემოვნოთ სხვადასხვა ქართული ტრადიციული კერძები. რესტორანში არსებული ინტერნეტი კი საშუალებას გაძლევთ სასიამოვნოდ გაიყვანოთ დრო. საუზმე (რომელიც შედის ოთახის საფასურში) იმართება ყოველ დილით 8–დან 11 საათამდე. რესტორანი მოგემსახურებათ ყოველ დღე 21:00 საათამდე. კაფე–ბარი სასტუმროს მისაღებში არსებული კაფე-ბარი მოგემსახურებათ ყოველ დღე საღამოს 21:00 საათამდე. საკონფერენციო დარბაზი სასტუმროს საკონფერენციო დარბაზი მოგემსახურებათ ნებისმიერ დროს სხვადასხვა ღონისძიებების ჩასატარებლად. დარბაზში არსებული ტექნიკური აღჭურვილობა და ინტერნეტი საშუალებას გაძლევთ ჩაატაროთ კონფერენციები, სასწავლო ტრეინინგები და სხვადასხვა შეხვედრები, რომელიც გათვლილი იქნება 50-60 მონაწილემდე. ასევე სასტუმროს ბარი და რესტორანი მოგემსახურებათ სადილისა და შესვნების მოსაწყობად. სატრენაჟორო დარბაზი სასტუმროს მე-2 სართულზე მდებარეობს სატრენაჟორი დარბაზი. მისი მომსახურება შედის ნომრის საფასურში. სასტუმროს საშუალება აქვთ 24 საათის განმავლობაში ისარგებლონ იტალიური „TECHNO GYM”-ის პროფესიული სავარჯიშო დანადგარებით. ბასეინი სასტუმროს მე-5 სართულზე მდებარეობს ბასეინი (ზომებით: 12მ-სიგრძე და 6მ-სიგანე). მისი მომსახურება შედის ნომრის საფასურში. სტუმრებს საშუალება აქვთ ისარგებლონ 24 საათის განმავლობაში წელიწადის ნებისმიერ დროს. ბასეინის თანამედროვე ტიპის სახურავი საშუალებას გაძლევთ ზაფხულის მზიან ამინდებში იცურაოთ და მიიღოთ მზის აბაზანები, ხოლო ზამთრის ცივ დღეებში იცურაოთ თბილ ბასეინში. მომსახურებები სხვადასხვა კატეგორიის ოთახები ფიტნესი საკონფერენციო დარბაზი ბიზნეს ცენტრი სტუმრების 24 საათიანი მიღება–გასტუმრება მომსახურება ნომერში 24 საათიანი ოთახის მომსახურება სამრეცხაო მაღვიძარა ბარგის შესანახი სტუმრის მოცილება აეროპორტიდან ან სადგურიდან მძღოლი მანქანის სადგომი 24 საათიანი საინფორმაციო მომსახურება ოთახების დამაკავშირებელი ტელეპონები მწეველთა და არამწეველთა ოთახები გათობდა–კონდიცირების სისტემა მინიბარი ყველა ოთახში ადგილობრივი და უცხოური 50–მდე არხი ყველა ოთახში მაღალი სისწრაფის საჰაერო ინტერნეტი ყველა ოთახსა და მთელს სასტუმროში ყოველდღიური ქართული და უცხოური ჟურნალ–გაზეთები აბაზანაში: განცალკევებული ვანა–ტუალეტი, თმის საშრობი, სარკე, საპონი, შამპუნი, პირსახოცი ნომრების ფასები ერთადგილიანი 100$ ორადგილიანი 120$ ნახევრადლუქსი 120$ ლუქსი 150$

სასტუმრო როუზი
სასტუმრო როუზი არის, შპს როუზი,საიდენტიფიკაციო კოდი: 405075779 ჩვენი ვებ გვერდია: hotelrose.ge საქმიანი ხალხისთვის თბილისის აღმოსავლეთ ნაწილში, მთებსა და მდინარე მტკვარს შორის, მდებარეობს 2200 მ.კვ. ტერიტორია. ინფრასტრუქტურა საშუალებას იძლევა ცენტრამდე 7 წუთში მისასვლელად, ხოლო აეროპორტამდე 15 წუთში. სასტუმრო 3 სართულიანია, რომელშიც არის 36 ნომერი. 21 ერთადგილიანი, 9 ორადგილიანი, 2 ოროთახიანი, ლუქსი და 4 დიდი საოჯახო ნომერი. ნომრები აღჭურვილია აბაზანით, კონდიციონერებით, გათბობის სისტემებით, უფასო ინტერნეტით, სატელიტური ტელევიზიით ( 300 არხი) და ტელეფონით. სასტუმრო წარმოადგენს მშვიდ ოაზისს, სადაც სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ განიტვირთონ და დაისვენონ. მასრომელიც სულ რამდენიმე მეტრის დაშორებით მოედინება. განსაკუთრებულ რომანტიკულ ატმოსფეროს მატებს მდინარე მტკვარი, ჩვენ გთავაზობთ 24 საათიან მომსახურეობას, აეროპორტში დახვედრა და გაცილებას, სარეცხის სერვისს, და რაც მთავარია იდეალურ სისუფთავეს...

Lifferent Hotel & Spa
About us Hotel and Spa Lifferent was created by the team of professionals, who are concentrated on providing the best quality service and a unique experience. According to the concept of the hotel, we treat our guests as we would like to be treated. Hotel and Spa Lifferent has entered Georgian market with an innovative and trendy business model. We offer you a boutique type hotel, which is distinguished by the highest standards of unique services and correctly estimated priorities, creating an environment that is defined by comfort and coziness. Our hotel is located in the heart of the most luxurious part of the city. This district has its special planning in town and is famed for the best quality restaurants and worldwide famous shops. We thrive in number of satisfied guests. Hotel and Spa Lifferent wishes you a pleasant stay! Mission Lifferent Hotel & Spa is unique by its concept of services and offers. Our mission is to provide wellness services of highest quality and develop new Lifestyle programs based on holistic approach for all who want to enjoy healthy lifestyle. Vision We aspire to be acknowledged regionally and accepted globally as one of the most efficiently managed hospitality groups wherein our staff at both managerial and service levels consistently strive to deliver the highest of service standards at all times and under all circumstances.

კოპე
კოპე სასტუმრო გაიხსნა 2013 წლის 1 მაისს, სასტუმრო მდებარეობს თბილისის კოლორიტულ უბანში, დავით აღმაშენებლის 52 ნომერში, ძველი თბილისის ტერიტორიაზე, 150 მეტრი მეტრო კ.მარჯანიშვილის, მოშორებით და 300მეტრის მოშორებით თავისუფლების მოედნიდან, სასტუმროში არის 9 ბიზნესკლასის ნომერი, რესტნორანი (ქართული და ევროპული) სამზარეულო, ღვინის მაღაზია და სანაყინე, სასტუმროს გააჩნია პერსონალური ავტო სადგომი. სასტუმრო და რესტორანი დაკომპლექტებულია კვალიფიციური კადრებით, ხოლო ღვინის მაღაზიაში თქვენ მიიღებთ ამომწურავ ინფორმაციას ქართულ და მსოფლიოს სხვადასხვა ღვინოების შესახებ, დაგეხმარებიან თქვენთვის სასურველი ღვინის მოძიებაში და შეჩევაში, აგრეთვე საშვალება გექნებათ ადგილზე დააგემოვნოთ ღვინო და შემდეგ გააკეთოთ არჩევანი

როიალ ბატონი
ბრენდი როიალ ბატონი ცნობილი სასტუმროს ,,შატო მერე'' დაფუძნებლების ახალი, მასშტაბური პროექტია. როიალ ბატონი 2013 წლის 27 ივლისს გაიხსნა. სასტუმროს შემადგენლობაშია: რესტორანი ღია ბარითა და ვერანდით ილიას ტბის ხედზე; საკონფერენციო დარბაზი; ჰაერში გადაკიდული ღია საცურაო აუზი ილიას ტბის ხედით; სიგარა რუმი. როიალ ბატონი საქართველოს ისტორიულ კუთხეში კახეთში, ყვარელში ილიას ტბის პირას, ყვარლის მთებსა და მდინარე დურუჯს შორის მდებარეობს. სასტუმრო თბილისიდან საათნახევრის (146 კმ) სავალ მანძილზეა. გსურთ დროში იმოგზაუროთ? მოწყდეთ ყოველდღიურობას და ზღაპრულ გარემოში დაისვენოთ? მაშინ ეწვიეთ წლის ნებისმიერ დროს, კახეთში, ილიას ტბასთან მდებარე სასტუმრო-სასახლეს როიალ ბატონი, რომელიც ტრადიციული არქიტექტურისა და თანამედროვე კომფორტის საუკეთესო შერწყმაა. როიალ ბატონის სტუმრებს რამდენიმე წუთის სავალ გზაზე შეუძლიათ დაათვალიერონ საქართველოს უძველესი ისტორიული ძეგლები, ითევზაონ, ისეირნონ ველოსიპედებით, ისარგებლონ ილიას ტბაზე არსებული ჩოგბურთის, ფრენბურთის, ფეხბურთისა და კალათბურთის მოედნებით, მონაწილეობა მიიღონ ქართული კერძების მომზადებაში და დააგემოვნონ კახური ღვინო. ჩვენ ასევე მოგიწყობთ ქორწილებს, კორპორატიულ საღამოებს, ჯუფურ შეჯიბრებებს, დაბადების დღეებს და სხვა ღონისძიებებს. სასტუმრო შატო მერე 2011 წლის 18 სექტემბრიდან ფუნქციონირებს და დიდი პოპულარობით სარგებლობს. შატოს კომპლექსი სასტუმროსა და რესტორანს მოიცავს. სასტუმროს ტერიტორიაზეა ასევე ღია აუზი, დიდი საკონფერენციო დარბაზი, მარანი, ღვინის სადეგუსტაციო განყოფილება, ბარი, ღია ჯაკუზი და საჯინიბო რამდენიმე არაბული ცხენით. შატო მერე თბილისიდან დაახლოებით ერთი საათის (90 კმ) სავალ მანძილზეა. სასტუმროები ,,როიალ ბატონი'' და ,,შატო მერე'' ღვინის კომპანია "ვინივერიას" ბაზაზე დაფუძნდა. ადგილობრივი ყურძნის გადამუშავებით "ვინივერია" თეთრი და წითელი ღვინის რამდენიმე სახეობას აწარმოებს. კახური და ევროპული ტექნოლოგიით დამზადებული ღვინო ადგილობრივი ბაზრის გარდა, ექსპორტზე მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში გადის. უნიკალური ბუნებისა და არიტექტურის ნაზავი, თვალისმომჭრელი ხედები, მაღალი დონის მომსახურება, საუკეთესო გარემოს ქმნის დასვენების, საქმიანი ურთიერთობების თუ სადღესასწაულო ღონისძიებებისთვის. საუკეთესო მისამართი-როიალ ბატონი

სანსეტ შოვი
სასტუმრო "სანსეტ შოვი" პირველი ევროსტანდარტების შესაფერისი სასტუმროა, რომელიც სტუმრებს 2013 წლის ივნისიდან უმასპინძლებს. ტყის პირას მდებარე სასტუმრო დამსვენებლებს კომფორტულ დასვენებას და დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს ჰპირდება. მომსახურების მაღალი ხარისხი, უგემრიელესი ქართული თუ ევროპული კერძები, რაჭის ულამაზეს ბუნებაში დასვენება და გართობა თქვენთვის და თქვენი ოჯახისათვის სანსეტ შოვში. კურორტ შოვის მშენებლობა დაიწყო 1923 წელს და ოთხი წლის შემდეგ პირველ დამსვენებლებსაც უმასპინძლა. ერთ წელიწადში შოვი უკვე საკმაო პოპულარობით სარგებლობდა, შემდგომში აქ 16 სახეობის მინერალური წყალიც აღმოაჩინეს. კურორტი მდებარეობს ზემო რაჭაში, მდინარე ჭანჭახის ნაპირზე. შოვი ზღვის დონიდან 1650 მეტრზე მდებარეობს და ამიტომ ალპურ კურორტებს მიეკუთვნება. ჩრდილოეთიდან მას კავკასიონის მაღალი მწვერვალები ესაზღვრება, რომელთა საშუალო სიმაღლე 4000 მ-ს აღემატება. სამხრეთით, დასავლეთითა და აღმოსავლეთით იკვეთება კავკასიონის ქედებით. ამგვარი განლაგება ტერიტორიას იცავს ჩრდილოეთის ცივი ქარებისაგან. შოვის ტერიტორია ცნობილია წიწვოვანი ტყეებით, სადაც ბევრია გარეული ფრინველი და ცხოველი: კავკასიური თხა, არჩვი, შველი, დათვი, მგელი, კვერნა, მელია, კურდღელი, ციყვი, ფოცხვერი, კავკასიური როჭო, გარეული კავკასიური ინდაური და სხვა... შოვი განლაგებულია დასავლეთ საქართველოს ტენიან სუბტროპიკული რეგიონის ალპურ საკურორტო ზონაში და ხასიათდება მთის სუბტროპიკული კლიმატით. ჰაერის საშუალო ტემპერატურა +5 +4 გრადუსია, ფარდობითი ტენიანობა - 78%-80%, წლიური ნალექების რაოდენობა - 1100 მმ. ზამთარი შოვში საკმაოდ ცივია. ამ პერიოდის საშუალო ტემპერატურა მერყეობს -10 -13 გრადუსს შორის. ზაფხული საკმაოდ გრილია. ყველაზე თბილი თვეებია: ივლისი, აგვისტო, როდესაც ტემპერატურა მერყეობს +16 +20 გრადუსებს შორის. საერთოდ დღის განმავლობაში მზე 8-10 საათს ანათებს. ადგილის სიმაღლის და ჰაერის სისუფთავის გამო მზის პირდაპირი გამოსხივება და ულტრაიისფერი სხივების დიდი რაოდენობა კურორტ შოვს ანიჭებს მზის სხივებით სამკურნალო კურორტის სახელს. შოვი ცნობილია მინერალური წყლებით, რომლებიც განსხვავდება შემადგენლობით (კალციუმი, ნატრიუმი, მაგნიუმის ჰიდროკარბონატი,) და ჯანმრთელობისთვის საჭირო თვისებებით. შოვის მინერალური წყლები შეიძლება გამოიყენოთ ანემიის, დაბალი წნევის, შინაგანი დაავადებების, ბრონქიალური ჯირკვლების და სხვათა სამკურნალოდ. კურორტის ადგილმდებარეობა სპორტის ისეთი სახეობების განვითარების საშუალებას იძლევა, როგორებიცაა ალპინიზმი, სათხილამურო სპორტი, მდინარეზე კაიაკებით დაშვება...









