Skip to main content

გერმანული ენის შესწავლა

თბილისიNegotiable
ნინო5 months ago

Description

Hallo!

შევასწავლი გერმანულ ენას ნებისმიერ დაინტერესებულ პირს A1-დან C1 დონის ჩათვლით.

ცოტა რამ ჩემს შესახებ:
გერმანულთან შეხება მაქვს 17 წელია.
ვარ გერმანიის საპარლამენტო სტიპენდიის (IPS) პროგრამის სტიპენდიატი, რომლის საფუძველზეც ვმუშაობდი გერმანიის პარლამენტში, ერთ-ერთი დეპუტატის ოფისში და პარალელურად ვსწავლობდი ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტში.
აღებული მაქვს DSDII-ის C1 დონის სერთიფიკატი.
ბერლინში გავლილი მაქვს ენის კურსი, სადაც ასევე ავიღე C1 დონის სერთიფიკატი.
DAAD დაფინანსებით ვსწავლობდი მიუნსტერის ფრიდრიხ ვილჰელმის სახელობის უნივერსიტეტში, სადაც გავიარე იურიდიული გერმანულის კურსი და უმაღლესი შეფასებით მივიღე დიპლომი.

როგორია ჩემი გაკვეთილები?
გაკვეთილები მოიცავს ოთხ ძირითად კომპონენტს: წერა, კითხვა, მოსმენა და საუბარი. გაკვეთილზე დრო ეთმობა ოთხივე კომპონენტის განვითარებას. გარდა ძირითადი სახელმძღვანელოებისა, რომელიც დონის მიღწევაში გვეხმარება, აქტიურად გამოიყენება დამატებითი მასალები: სტატიები, წიგნები, ვიდეოები, ფილმები, რომლებიც თქვენი ინტერესების შესაბამისად, ინდივიდუალურად შეირჩევა.

გაკვეთილები ტარდება ონლაინ.

დაინტერესების შემთხვევაში, ასევე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, დამიკავშირდით ნომერზე, ვოთსაპის მეშვეობით ან შემდეგ მეილზე: [email protected]

Working hours

Open now· closes at 23:00
  • Monday10:00 – 23:00
  • Tuesday10:00 – 23:00
  • WednesdayToday10:00 – 23:00
  • Thursday10:00 – 23:00
  • Friday10:00 – 23:00
  • Saturday10:00 – 23:00
  • Sunday10:00 – 23:00
Write a review

To write a review you need to sign in.

Similar services

All →