Skip to main content

გერმანული ენის შესწავლა

თბილისი₾300
ნინა5 months ago

Description

მე მქვია ნინა, ვარ 28 წლის და უკვე 9 წელია ვსწავლობ და ვმოღვაწეობ გერმანიაში. თბილისში სკოლის დამთავრებისთანავე ავიღე გერმანული ენის DSDII (C1) დიპლომი და ვარ რეგენსბურგის უნივერსიტეტის ეკონომიკის მეცნიერებების ბაკალავრი. ამჟამად ვსწავლობ ნიურნბერგის ხელოვნების აკადემიაში.

ჩემ მიერ შემოთავაზებული კურსი უმეტესად გამიზნულია ახალგაზრდებისთვის, რომლებსაც გერმანიაში სამუშაოდ ან სასწავლებლად ესაჭიროებათ გერმანული ენის შესწავლა. „DaF kompakt Neu“ მოიცავს A1-დან B1-ის ჩათვლით მასალას. წიგნის სტანდარტული მასალის გარდა ვეცნობით გერმანული ენის საგამოცდო ფორმატს, ასევე ყურადღებას ვუთმობთ გერმანიაში აქტუალურ თემებს, ყოველდღიურ საუბარს, ლექსიკისა და გამოთქმის გაუმჯობესებას.

გაკვეთილები ტარდება დისტანციურად, Google Meet-ში.
მაქვს მოქნილი გრაფიკი და ტერმინების დანიშვნა შესაძლებელია დღის განმავლობაში, საღამოობით ან/და შაბათ-კვირასაც.

გაკვეთილები ტარდება კვირაში ორჯერ, 8 გაკვეთილი - 300 ლარი, 2-3 კაციან ჯგუფებში.

Working hours

Open now· closes at 23:00
  • Monday11:00 – 23:00
  • Tuesday11:00 – 23:00
  • WednesdayToday11:00 – 23:00
  • Thursday11:00 – 23:00
  • Friday11:00 – 23:00
  • Saturday11:00 – 23:00
  • Sunday11:00 – 23:00
Write a review

To write a review you need to sign in.

Similar services

All →