Skip to main content

ისტორიაში მომზადება

თბილისი₾150
გიორგი მაჭარაშვილი5 months ago

Description

მოვამზდებ აბიტურიენტებს 2025 წლის ისტორიის ერთიანი ეროვნული გამოცდისათვის.
მომზადება შესაძლებელია ორ ლოკაციაზე: თემქა და ვარკეთილი. სურვილის შემთხვევაში მოვამზადებ დისტანციურადაც.

მუშაობის პროცესში განსაკუთრებულ ყურადღებას გავამახვილებთ ფაქტობრივი ცოდნის დაუფლებასა და მსჯელობა-ანალიზის უნარის განვითარებაზე. ვიმუშაობთ კონკრეტული სავარჯიშოების სპეციფიკის გააზრებასა და მეთოდოლოგიის დაუფლებაზე.
რაც მთავარია, გაკვეთილები იქნება საინტერესო, სახალისო და შედეგზე ორიენტირებული!!!

მაქვს აბიტურიენტებთან მუშაობის გამოცდილება. ჩემი მოსწავლეები გამოცდაზე მიღწეული მაღალი შედეგებით სწავლას აგრძელებენ უმაღლეს სასწავლებლებში. დავასრულე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის მიმართულება უმაღლესი აკადემიური მოსწრებით. დამატებით პროგრამად გავიარე პედაგოგიკა - 60 კრედიტიანი პროგრამა, რამაც საშუალება მომცა დავუფლებოდი მოსწავლეებისათვის ცოდნის გადაცემის ოპტიმალურ მეთოდებს. 2021-2023 წლებში 100%-იანი დაფინანსებითა და უმაღლესი აკადემიური მაჩვენებლებით გავიარე შუა საუკუნეების ისტორიის სამაგისტრო პროგრამა ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში. ვარ შუა საუკუნეების ისტორიის მაგისტრი. ამჟამად ვარ ამავე უნივერსიტეტის ისტორიის მიმართულების დოქტორანტი. ჩაბარებული მაქვს მასწავლებლის კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდა ისტორიაში. ვარ 176-ე საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი. ვარ სამეცნიერო სტატიების ავტორი და სამეცნიერო კონფერენციების მონაწილე.
აბიტურიენტის მხრიდან სათანადო პასუხისმგებლობისა და მოტივაციის შემთხვევაში უმაღლესი შედეგი გარანტირებულია! 571010479.

Working hours

Open now· closes at 20:00
  • Monday09:00 – 20:00
  • Tuesday09:00 – 20:00
  • Wednesday09:00 – 20:00
  • ThursdayToday09:00 – 20:00
  • Friday09:00 – 20:00
Write a review

To write a review you need to sign in.

Similar services

All →