Skip to main content

ხის კოტეჯები ცივი ტბის მახლობლად

თბილისი₾150
მაკა5 months ago

Description

სასტუმრო „ვილა ედემი“ მდებარეობს კურორტ წყალტუბოში, ცივი ტბიდან 100 მეტრის დაშორებით. თუ უკვე დაგეგმეთ ესტუმროთ მწვანე ქალაქს დასასვენებლად, თქვენთვის საუკეთესესო არჩევანია ეკოლოგიურად სუფთა 7 ხის კოტეჯი. თითოეული კოტეჯი მოვაწყვეთ ისე, რომ კარგად განიტვირთოთ და მაქსიმალურად დატკბეთ ბუნებასთან სიახლოვით. ჩვენს ეზოში შეგიძლიათ დააგემოვნოთ ბუხარში შეწვარი მწვადი ან ბუნგალოში მიირთვათ ცივი წვენი თუ კოქტეილი.

ადგილმდებარეობა იდეალურია მათთვის, ვისაც სურს მოინახულოს - პრომეთეს მღვიმე(10წთ), სათაფლიის ეროვნული ნაკრძალი (20წთ), ქუთაისი (10წთ), გორდის და ოკაცეს კანიონი (40წთ), მარტვილის კანიონი (40წთ) ან ეწვიოთ ცივ ტბასთან ახლოს მდებარე რესტორანს, დააგემოვნოთ უგემრიელესი კერძები, გაერთოთ თევზაობით და ისიამოვნოთ ტბასთან მდებარე აუზებით(3წთ)

Working hours

Opens today· at 09:00
  • Monday09:00 – 19:00
  • Tuesday09:00 – 19:00
  • Wednesday09:00 – 19:00
  • ThursdayToday09:00 – 19:00
  • Friday09:00 – 19:00
Write a review

To write a review you need to sign in.

Similar services

All →