Skip to main content

ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი

თბილისიNegotiable
თამარ ბარბაქაძე5 months ago

Description

მოგესალმებით! ვარ თამარ ბარბაქაძე, ფილოსოფიის ბაკალავრი წითელი დიპლომით (GPA 4.00) და ბიზანტიური ფილოლოგიის მაგისტრანტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან.

რას გთავაზობთ:
- ქართული ენისა და ლიტერატურის სრული კურსი V - X კლასის მოსწავლეებისათვის, ხოლო ცალკე ინტენსიური მეცადინეობები აბიტურიენტებისათვის;
- ესეების წერა და ტექსტების ანალიზი; მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენებისა და ფაქტების გაცნობა სხვადასხვა ასპექტით;
- მნიშვნელოვანი მხატვრული და ფილოსოფიური ძეგლების გაცნობა მსოფლიო ლიტერატურიდან;
- მუშაობა საგამოცდო მასალებზე;
- თითოეულ მოსწავლეზე მორგებული ინდივიდუალური მიდგომა.

ჩემი უპირატესობები:
- წითელი დიპლომი თსუ-დან (GPA 4.00);
- 4 წლის განმავლობაში სახელმწიფო სტიპენდიანტი;
- პედაგოგიური გამოცდილება არაფორმალური განათლების ცენტრში (ვუძღვები ორ საავტორო კურსს);
- სამეცნიერო სტატიების ავტორი;
- 100%-იანი სახელმწიფო გრანტის მფლობელი როგორც ბაკალავრიატის, ისე მაგისტრატურის საფეხურზე;
- ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შედეგი ეროვნულ გამოცდებზე ისტორიასა და ქართულში (ისტორია - 58/60, ქართული - 67/70)
- გამარჯვებული ეროვნული ოლიმპიადისა ქართულ ენასა და ლიტერატურაში;
- ისტორიის ეროვნული კონკურსის (1918-1921 წლების საქართველოზე) მონაწილე და გამარჯვებული.

მეცადინეობის ფორმატი:
- კვირაში 3-ჯერ, ერთი საათი და 30 წუთი;
- ადგილზე მისვლა (თბილისი, ვაჟა-ფშაველას II კვარტალი) ან ონლაინ.

ფასი: შეთანხმებით (დამოკიდებულია კლასზე)
Write a review

To write a review you need to sign in.

Similar services

All →