Skip to main content

ადმინისტრატორი პრემიუმ კლასის სილამაზის სალონში

თბილისისილამაზის სალონი, სპა
Internship1-2 years
From ₾1,700 (see listing for pay period)

დაუკავშირდით უშუალოდ დამსაქმებელს. ელფოსტის ღილაკი გახსნის თქვენს საფოსტო პროგრამას; წერილი თქვენ უნდა გაგზავნოთ.

16 hours ago2 views

Description

პრემიუმ კლასის სილამაზის სალონი DEO იწვევს გუნდში ადმინისტრატორს, რომელიც იზიარებს მომსახურების მაღალ სტანდარტებს და თითოეული სტუმრისთვის ქმნის კომფორტულ, სასიამოვნო და პროფესიონალურ გარემოს.

📍 მისამართი: თბილისი, თაქთაქიშვილის ქუჩა №10
🕒 სამუშაო გრაფიკი: 09:30–20:00
💰 ანაზღაურება: 1700 ლარი

ჩვენ ვეძებთ არა უბრალოდ ადმინისტრატორს, არამედ DEO-ს სახეს — ადამიანს, რომელიც ქმნის პირველ შთაბეჭდილებას, ზრუნავს თითოეულ სტუმარზე და უზრუნველყოფს მომსახურების უმაღლეს სტანდარტს.

📩 დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: [email protected]  და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "ადმინისტრატორი".


მოვალეობები:
• სტუმრების დახვედრა და მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა.
• კლიენტებისთვის სალონის მომსახურებისა და ფასების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
• კლიენტების ჩაწერის ორგანიზება და ვიზიტების გრაფიკის მართვა.
• შემომავალ ზარებსა და შეტყობინებებზე დროული რეაგირება.
• ოსტატების სამუშაო გრაფიკის კოორდინაცია და მომსახურების პროცესის კონტროლი.
• კლიენტთა ბაზისა და შიდა დოკუმენტაციის წარმოება.
• კლიენტების მოთხოვნებსა და სხვადასხვა სიტუაციაზე სწრაფი და ეფექტური რეაგირება.
• მისაღები სივრცის მოწესრიგებისა და სალონის მაღალი სტანდარტების შენარჩუნება.

Requirements

• ქართული ენის თავისუფლად ფლობა.
• რუსული ენის კარგი ცოდნა.
• ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა, რაც კლიენტებთან კომუნიკაციის საშუალებას იძლევა.
• სასიამოვნო, მოვლილი და პრეზენტაბელური გარეგნობა.
• გამართული მეტყველება და განვითარებული კომუნიკაციის უნარები.
• მაღალი კომუნიკაციური კულტურა, თავაზიანობა და მომხმარებელზე ორიენტირებულობა.
• სწრაფი აზროვნება, ოპერატიულობა და არასტანდარტულ სიტუაციებში გადაწყვეტილებების დროულად მიღების უნარი.
• პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ორგანიზებულობა და დეტალებისადმი ყურადღება.
• ერთდროულად რამდენიმე ამოცანაზე მუშაობისა და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი.
• პუნქტუალურობა, დისციპლინირებულობა და გუნდური მუშაობის უნარი.
• პრემიუმ კლასის სილამაზის სალონში, სასტუმროში ან მაღალი დონის მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

Benefits

სამუშაო პირობები:
• დასაქმებას პრემიუმ კლასის სილამაზის სალონში.
• სტაბილურ ანაზღაურებას — 1700 ლარს (ხელზე მისაღები).
• პროფესიონალურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს.
• პროფესიული განვითარებისა და გამოცდილების მიღების შესაძლებლობას.

Similar jobs