Skip to main content
ლითენ თრი
ლითენ თრი

ავეჯის ხელოსანი

Full-time1-2 yearsთბილისიUrgent
₾3,500 - ₾4,500 / month
1 day ago8 views

Description

შპს „Litten Tree” აცხადებს ვაკანსიას ავეჯის ხელოსნის პოზიციაზე. 

ავეჯის მწარმოებელი კომპანია „Litten Tree” ეძებს გამოცდილ, პასუხისმგებლიან და მოტივირებულ ავეჯის ხელოსანს თბილისში მდებარე წარმოებაში.

სამუშაო ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
ანაზღაურება: 3,500 – 4,500 ლარი (განისაზღვრება კვალიფიკაციისა და გამოცდილების მიხედვით)
სამუშაო გრაფიკი: თვეში 6 დასვენების დღე (ყოველი კვირა + თვეში 2 შაბათი)

ძირითადი მოვალეობები:
  •  ავეჯის დამზადება და აწყობა პროექტის მიხედვით;
  •  სამუშაო პროცესისთვის საჭირო მასალებისა და ინვენტარის მიღება/კონტროლი;
  •  სამუშაოს ხარისხიანად და დათქმულ ვადებში შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • გამოცდილება: ავეჯის დამზადების სფეროში მუშაობის სულ მცირე 1-წლიანი გამოცდილება;
  •  სავალდებულოა: MDF-ისა და ლამინატის მასალებთან მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
  • ასაკი: 25 - 50 წელი;
  • სასურველია: სასურველია B კატეგორიის მართვის მოწმობის ფლობა.

პიროვნული თვისებები და უნარები:
  •  მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და საქმისადმი ორგანიზებული მიდგომა;
  •  გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  •  დეტალებზე ორიენტირებულობა და შემოქმედებითი აზროვნება;
  •  ცვალებად და დინამიკურ გარემოში სწრაფად ადაპტაციის უნარი.

საკონტაქტო ინფორმაცია:

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ მითითებულ ნომერზე.


Apply for this job

Send your CV straight to the employer.

Similar jobs