დაუკავშირდით უშუალოდ დამსაქმებელს. ელფოსტის ღილაკი გახსნის თქვენს საფოსტო პროგრამას; წერილი თქვენ უნდა გაგზავნოთ.
9 hours ago199 views
Description
ავტოიმპორტიორი კომპანია "HOA AUTO IMPORT" საქართველოს ბაზარზე ოპერირებს 5 წელია. კომპანიას ყავს წარმომადგენლობა სამხრეთ კორეასა და ამერიკაში, საიდანაც ახდენს ავტომობილების იმპორტს საქართველოში.
ჰოა ავტო იმპორტი აცხადებს ვაკანსიას ავტო გაყიდვების მენეჯერისპოზიციაზე თბილისში .
მომხმარებლების ბაზის მართვა და მათთან ინტენსიური კომუნიკაცია;
მომხმარებლების მოთხოვნების შესაბამისად მათთვის სასურველი ავტომობილის მოძიება, მსოფლიოს წამყვან სააუქციონო ბაზრებზე;
გაყიდვების პროცესის ეფექტურად წარმართვა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება (სასურველია);
საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Word; MS Excel - მომხმარებლის დონეზე);
გამოცდილება გაყიდვების სფეროში ჩაითველბა უპირატესობად;
ინგლისური და რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
ავტომობლის სპეციფიკისა და მახასიათებლების ცოდნა, ჩაითვლება უპირატესობად;
პიროვნული მახასიათებლები:
პრეზენტაციის უნარი;
კეთილგანწყობა/პოზიტიურობა;
ეფექტური მოლაპარაკების წარმოების უნარი;
პასუხისმგებლობა, კონფიდენციალურობის დაცვის უნარი;
ყურადღება დეტალების მიმართ.
კომუნიკაბელურობა,
ორგანიზებულობა,
გუნდური მუშაობის უნარი;
კომპანია დასაქმებულს სთავაზობს სტაბილურ და საინტერესო გარემოში მუშაობას, განვითარების შესაძლებლობას და მაღალი სტანდარტის სამუშაო პირობებს.
ბენეფიტები:
ჯამრთელობის დაზღვევა;
დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: [email protected]. Subject-ში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება : ავტო გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში არ განიხილება თქვენი რეზიუმე.