Skip to main content
არომაპროდუქტი/Georgia’s Natural
არომაპროდუქტი/Georgia’s Natural

ავტოკარის მძღოლი

თბილისიმძღოლი, კურიერი
Full-time1-2 years
From ₾2,000 (see listing for pay period)

დაუკავშირდით უშუალოდ დამსაქმებელს. ელფოსტის ღილაკი გახსნის თქვენს საფოსტო პროგრამას; წერილი თქვენ უნდა გაგზავნოთ.

1 day ago3 views

Description

კომპანია არომაპროდუქტი/Georgia’s Natural 2006 წლიდან ახორციელებს ორგანული პროდუქტის მოყვანა/შეგროვებას ,გადამუშავება/წარმოებას და რეალიზაციას .ჩვენ ვმართავთ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად გაშენებულ ორგანული ბაღებს ყვარელში,თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი წარმოებას ყვარელსა და თბილისში, საერთაშორისო სადისტრიბუციო ქსელს და 2020 წლიდან საქართველოს ბაზარზე საცალო ვაჭრობას, თბილისის და ბათუმის დიდ სავაჭრო ცენტრებში წარმოდგენილი ორგანული ბარების სახით. ჩვენი საექსპორტო ბაზარი, 25 ქვეყანას მოიცავს:აშშ, ევროკავშირის ქვეყნები,კანადა, ავსტრალია, იაპონია, ისრაელი,არაბთა გაერთიანებული საამიროები, საუდის არაბეთი, ჩინეთი, სამხრეთ კორეა,
ტაივანი, სინგაპური, მალაიზია, ვიეტნამი, ლატვია, უკრაინა,სამხრეთ აფრიკა, და ა.შ.

კომპანიის მთავარი მიზანია საერთაშორისო ორგანულ ინდუსტრიაში იყოს ერთ-ერთი წამყვანი ორგანული პრემიუმ ხარისხის პროდუქტის მწარმოებელი გლობალური ბრენდი და აამაღლოს საქართველოს, როგორც მაღალი პოტენციალის მქონე ქვეყნის ცნობადობა საერთაშორისო ბაზარზე,
ორგანული მებაღეობის, ველური შეგროვების და ორგანული წარმოების კუთხით.

არომაპროდუქტი/Georgia’s Natural ეძებს გუნდის ახალ წევრს წარმოებაში ავტოკარის მძღოლის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, გურამიშვილის გამზირი
ანაზღაურება: 2000 ლარი
სამუშაო საათები: 09:00-18:00 სთ
დასვენების დღე: კვირაში 1 დღე

ფუნქცია მოვალეობები:
  •  განახორციელოს ტრაილერებიდან პროდუქციის, ნედლეულის, შესაფუთი მასალებისა და სხვა ტვირთების უსაფრთხო ჩამოტვირთვა;
  •  განახორციელოს ტრაილერებზე ტვირთის უსაფრთხო და სწორი დატვირთვა დადგენილი სქემის, თანმიმდევრობისა და მოცულობის მიხედვით;
  •  განათავსოს პროდუქცია, ნედლეული და სხვა მასალები სტელაჟებზე დადგენილი მისამართების, ლოკაციების ან პასუხისმგებელი პირის მითითების შესაბამისად;
  •  საჭიროების შემთხვევაში განახორციელოს პროდუქციის შიდა გადაადგილება წარმოების გარე და შიდა ტერიტორია, სამაცივრე საწყობის ტერიტორია მათ შორის მაცივრებში, მზა პროდუქციის და შესაფუთი მასალების საწყობში.

დამატებითი მოთხოვნები:
  •  ავტოკარის მართვის გამოცდილება მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  •  ავტოკარის მართვის სერთიფიკატი ( სასურველია).

უნარები:
  •  გუნდური მუშაობის უნარი;
  •  ყურადღებიანი;
  •  პუნქტუალური;
  •  ფიზიკური მუშაობის შესაძლებლობა.

თუ აკმაყოფილებთ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და მზად ხართ, გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, დაგვიკავშირდით ნომერზე ან გამოგვიგვზავნეთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ ელ.ფოსტაზე [email protected] და გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება. 

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი მხრიდან დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთვის. თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე
შესაძლოა დარეზერვებული და განხილული იყოს სხვა ვაკანტურ პოზიციაზე.

Similar jobs