Skip to main content
აიანომა
აიანომა

ბარისტა

თბილისიმიმტანი, ბარმენი
Full-timeNo experience

დაუკავშირდით უშუალოდ დამსაქმებელს. ელფოსტის ღილაკი გახსნის თქვენს საფოსტო პროგრამას; წერილი თქვენ უნდა გაგზავნოთ.

13 hours ago28 views

Description

"აიანომა" იაპონური კონცეფციის ყავის სახლია რუსთაველის გამზირზე. ჩვენი მიზანია შევქმნათ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სივრცე საქართველოში და ავთენტური იაპონური hand-drip ყავის გაცნობით გავამდიდროთ აქ მცხოვრები ადამიანების ყოველდღიურობა და ჩვენი მცირე წვლილი შევიტანოთ საქართველოში ხელოვნების, კულტურისა და საზოგადოებრივი ცხოვრების განვითარებაში.

ვეძებთ ადამიანებს, რომლებსაც სურთ ამ პროექტის ნაწილი გახდნენ გრძელვადიანად - ვისთვისაც ეს არა დროებითი სამსახური, არამედ საერთო საქმეა, რომელთან ერთადაც გაიზრდებიან.

ვაკანსიის დასახელება - ბარისტა
ლოკაცია: თბილისი, რუსთაველის გამზირი
სამუშაო დღეები: გრაფიკის შესაბამისად

ძირითადი მოვალეობები:
  • სტუმრების თბილად დახვედრა და მაღალი ხარისხის მომსახურება;
  • მენიუს დეტალური ცოდნა, სტუმრებისთვის რეკომენდაციების გაწევა და პროდუქტის წარდგენა;
  • ყავის კულტურის გაზიარება და „აიანომას“ კონცეფციის გაცნობა;
  • შეკვეთების მიღება და სტუმრებისთვის მიწოდება;
  • ყავის, სხვა სასმელების და მარტივი ხემსის/საკვები პროდუქტების მომზადება ბრენდის სტანდარტების მიხედვით;
  • მომსახურების მაღალი სტანდარტის დაცვა და სტუმრებთან თბილი, პროფესიონალური კომუნიკაცია;
  • სამუშაო სივრცისა და კაფეს გარემოს ესთეტიურ წესრიგსა და სისუფთავეზე ზრუნვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • ყავის სიყვარული: კანდიდატი რეგულარულად უნდა მოიხმარდეს ყავას და გულწრფელად იზიარებდეს ყავის კულტურისადმი ინტერესს;
  • გრძელვადიანი თანამშრომლობა: ვეძებთ გუნდის წევრებს, რომლებსაც სურთ პროექტის ნაწილი გახდნენ ხანგრძლივი ვადით და შეიტანონ წვლილი ბრენდის განვითარებაში;
  • სწავლისა და განვითარების ძლიერი მოტივაცია: გასწავლით hand-drip ტექნიკას, ყავის კულტურასა და მომსახურების მაღალ სტანდარტს;
  • უნარები: კომუნიკაბელურობა, თავაზიანობა, პუნქტუალურობა, მოწესრიგებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ენები: ქართული (სრულყოფილად) და ინგლისური (სულ მცირე B1) ენების ცოდნა;
  • გამოცდილება: აღნიშნულ სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

რას გთავაზობთ:
  • მეგობრულ და მრავალფეროვან სამუშაო გარემოს;
  • სტანდარტიზებულ და კონკურენტულ ანაზღაურებას;
  • ყავის მომზადების იაპონური ტრადიციული მეთოდებისა და ეტიკეტის სწავლებას;
  • აიანომას გუნდთან ერთად პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
  • გრძელვადიან თანამშრომლობას და პროექტის განვითარებაში აქტიური მონაწილეობის შესაძლებლობას.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე - [email protected], ხოლო Subject ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.



Requirements

ენები: ქართული, ინგლისური

Similar jobs