Skip to main content
აბლი ბაბლი

ბავშვთა გასართობი კლუბის თანამშრომელი

Full-timeNo experienceთბილისი
₾1,200 - ₾1,500 / month
2 weeks ago62 views

Description

აბლი ბაბლი აცხადებს ვაკანსიას ბავშვთა გასართობი კლუბის თანამშრომლის პოზიციაზე.

ლოკაცია: თბილისი მოლი

თუ გიყვარს ბავშვებთან ურთიერთობა, ხარ ენერგიული, პასუხისმგებლიანი და პოზიტიური, ეს ვაკანსია შენთვისაა.

ვის ვეძებთ?
  • ენერგიულ და კომუნიკაბელურ კანდიდატს;
  • პასუხისმგებლიან ადამიანს, რომელსაც აქვს მოთმინების უნარი;
  • ადამიანს, რომელსაც გულწრფელად უყვარს ბავშვები და მათთან მუშაობა.

უპირატესობად ჩაითვლება:
  • ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე სწავლა ან დასრულებული განათლება;
  • საბავშვო ბაღში, გასართობ ცენტრში ან ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება.

ძირითადი მოვალეობები
  • ბავშვების უსაფრთხოებაზე და კეთილდღეობაზე ზრუნვა;
  • სათამაშო სივრცის სისუფთავისა და წესრიგის უზრუნველყოფა;
  • ბავშვებისთვის წიგნების წაკითხვა;
  • სხვადასხვა შემეცნებითი და გასართობი აქტივობის შეთავაზება და ჩატარება;
  • სტუმრებისთვის სასიამოვნო და მეგობრული გარემოს შექმნა.

სამუშაო პირობები
  • სამუშაო საათები: 10:00 – 22:00
  • ცვლა: 9-საათიანი სამუშაო დღე (1 საათიანი შესვენებით), მცოცავი გრაფიკით
  • დასვენება: კვირაში 2 დღე (მცოცავი)

სტუდენტებისთვის შესაძლებელია მორგებული გრაფიკის შეთავაზება.
ანაზღაურება: ანაზღაურება შეადგენს 1 200–1 500 ლარს. პირობები განისაზღვრება ურთიერთშეთანხმებით და განიხილება გასაუბრების დროს.

თუ ფიქრობ, რომ სწორედ შენ ხარ ის ადამიანი, ვინც ბავშვებთან ერთად პოზიტიურ და მხიარულ გარემოს შექმნის, გამოგვიგზავნე შენი CV შემდეგ ელ-ფოსტაზე: [email protected]

Requirements

ენები: ქართული

Apply for this job

Send your CV straight to the employer.

Similar jobs