Skip to main content
ასკანელი
ასკანელი

ბრენდის წარმოების დამხმარე

Full-time1-2 yearsთბილისი
20 hours ago12 views

Description

ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანია „ასკანელი“ აცხადებს ვაკანსიას ბრენდის წარმოების დამხმარის პოზიციაზე. კომპანიის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ:




მოვალეობები:
• მარნისა და დაძველების განყოფილებაში დახმარება.
• კასრების გადაადგილება, რეცხვისა და დამუშავების პროცესში მონაწილეობა.

• სპირტისა და ბრენდის გადატუმბვის, ფილტრაციისა და ტექნოლოგიურ ავზებში გადანაწილების პროცესში ოპერატორის ან ტექნოლოგის ასისტირება.

• სამუშაო ადგილის, საწარმოო დანადგარებისა და ინვენტარის სისუფთავის შენარჩუნება საწარმოო და HACCP სტანდარტების შესაბამისად.
• საწარმოო ტარის (ბოთლები, კასრები, ავზები) გარეცხვა-სტერილიზაცია.
• შრომის უსაფრთხოების, ხანძარსაწინააღმდეგო და ჰიგიენური ნორმების მკაცრი დაცვა.
• ინდივიდუალური დაცვის საშუალებების (სპეცტანსაცმელი, ხელთათმანები, დამცავი ფეხსაცმელი) მუდმივი გამოყენება.

Requirements

• საშუალო განათლება (სასურველია ტექნიკური ან პროფესიული განათლება).
• სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება კვების ან სასმელების (ღვინო, ალკოჰოლი) წარმოებაში (სავალდებულო არ არის).

სასურველი თვისებები:
• ფიზიკური გამძლეობა და შრომისუნარიანობა.
• გუნდური მუშაობისა და ინსტრუქციების ზუსტად შესრულების უნარი.
• პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, დისციპლინირებულობა და პუნქტუალურობა.
• დეტალებზე ორიენტირებულობა.

Benefits

სამუშაო პირობები:
• სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 09:00 - 18:00 სთ.
• მის: ქ. თბილისი, სამგორის რაიონი, კახეთის გზატკეცილი # 110 ა. ლილო მოლის მიმდებარედ.
• კომპანია უზრუნველყოფს ტრანსპორტირებას, კვებასა და ჯანმრთელობის დაზღვევას. ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ FitPass-ის სერვისით.
• დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ ქართულენოვანი რეზიუმე მითითებულ ელ. ფოსტის მისამართზე და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

Apply for this job

Send your CV straight to the employer.

Similar jobs