ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანია „ასკანელი“ აცხადებს ვაკანსიას ბრენდის წარმოების დამხმარის პოზიციაზე. კომპანიის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ:
მოვალეობები:
• მარნისა და დაძველების განყოფილებაში დახმარება.
• კასრების გადაადგილება, რეცხვისა და დამუშავების პროცესში მონაწილეობა.
• სპირტისა და ბრენდის გადატუმბვის, ფილტრაციისა და ტექნოლოგიურ ავზებში გადანაწილების პროცესში ოპერატორის ან ტექნოლოგის ასისტირება.
• სამუშაო ადგილის, საწარმოო დანადგარებისა და ინვენტარის სისუფთავის შენარჩუნება საწარმოო და HACCP სტანდარტების შესაბამისად.
• საწარმოო ტარის (ბოთლები, კასრები, ავზები) გარეცხვა-სტერილიზაცია.
• შრომის უსაფრთხოების, ხანძარსაწინააღმდეგო და ჰიგიენური ნორმების მკაცრი დაცვა.
• ინდივიდუალური დაცვის საშუალებების (სპეცტანსაცმელი, ხელთათმანები, დამცავი ფეხსაცმელი) მუდმივი გამოყენება.