სასტუმრო "მზიური" აცხადებს ვაკანსიას დიასახლისის პოზიციაზე.
მისამართი: ავლაბარი, თბილისის სამების საკათედდრო ტაძრის მიმდებარედ
ანაზღაურება: 1500 ლარი.
ძირითადი მოვალეობები:
სასტუმროს ნომრების, საერთო სივრცეების და სველი წერტილების ყოველდღიური დასუფთავება; საწოლების თეთრეულის და პირსახოცების განახლება; თეთრეულის რეცხვა;
სამუშაოს დროულად და ხარისხიანად შესრულება.
პიროვნული თვისებები და უნარები:
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა; გუნდურ შედეგზე და სტუმრის კმაყოფილებაზე ორიენტირებულობა; კომუნიკაბელურობა, სამუშაოს დაგეგმვის და მისი დროულად შესრულების უნარი; ემოციური სტაბილურობა და თავშეკავებულობა; პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა; დროის მართვისა და პრიორიტეტების დასახვის უნარი; დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი. დეტალებისადმი ყურადღებიანობა;
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:
[email protected] და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
გისურვებთ წარმატებებს!