Skip to main content

დისტრიბუტორი

თბილისილოჯისტიკა, საწყობი
Full-time3-5 years
₾1,800 - ₾2,300 (see listing for pay period)

დაუკავშირდით უშუალოდ დამსაქმებელს. ელფოსტის ღილაკი გახსნის თქვენს საფოსტო პროგრამას; წერილი თქვენ უნდა გაგზავნოთ.

10 hours ago6 views

Description

ჭურჭლის სადისტრიბუციო კომპანია, აცხადებს ვაკანსიას დისტრიბუტორის (ექსპედიტორის) პოზიციაზე ქსელური და საცალო სავაჭრო ობიექტების საქართველოს მასშტაბით მომარაგებისთვის.

ძირითადი მოვალეობები:

- შეკვეთების მიხედვით პროდუქციის დატვირთვა და გადმოტვირთვა;
- შეკვეთილი პროდუქციის სავაჭრო ობიექტებში დროული მიწოდება;
- პროდუქციის რაოდენობრივი და ვიზუალური კონტროლი;
- სასაქონლო ზედნადებების მიხედვით პროდუქციის მიღება-ჩაბარება;
- ტრანსპორტირებისას პროდუქციის უსაფრთხოებისა და მთლიანობის უზრუნველყოფა;
- მიწოდების პროცესში გამოვლენილი შეუსაბამობების დროული დაფიქსირება და პასუხისმგებელი პირისთვის შეტყობინება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

- დისტრიბუციის სფეროში მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება;
- სასაქონლო ზედნადებებთან და მიღება-ჩაბარების პროცესთან მუშაობის გამოცდილება;
- ქსელური და საცალო სავაჭრო ობიექტების მომარაგების სპეციფიკის ცოდნა;
- სიზუსტე, პასუხისმგებლობა, ორგანიზებულობა და გუნდური მუშაობის უნარი.

სამუშაო პირობები:

- ანაზღაურება: საშუალოდ 1 800 ₾ ხელზე, სრული სამუშაო დატვირთვისა და ზეგანაკვეთური საათების გათვალისწინებით;
- სამუშაო გრაფიკი: 09:00 - 19:00, კვირაში 6 დღე, ერთსაათიანი შესვენებით;
- დასვენების დღე: კვირა ან ოთხშაბათი, სამუშაო განრიგის მიხედვით;
- სამუშაოს დაწყების ადგილი: დიდი ლილო, კომპანიის საწყობი;
- სამუშაო არეალი: საქართველოს მასშტაბით;
- ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს კომპანია;
- რეგიონული მივლინებისას, საჭიროების შემთხვევაში, კომპანია უზრუნველყოფს საცხოვრებელსა და სამივლინებო ხარჯებს;
- დამატებითი ზეგანაკვეთური სამუშაო ანაზღაურდება შეთანხმებული გაზრდილი განაკვეთით.

განაცხადის წარდგენა:

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ CV ან დაგვიკავშირდით:

ტელეფონი: 593 95 62 64

ელფოსტა: [email protected]

ელფოსტის სათაურში მიუთითეთ: „მძღოლი“.

შერჩეულ კანდიდატებთან თავდაპირველად ჩატარდება სატელეფონო გასაუბრება.

Similar jobs