Skip to main content
ისტორიის ცენტრი აბიტურიენტებისთვის - იცა
ისტორიის ცენტრი აბიტურიენტებისთვის - იცა

ფილიალის მენეჯერი

თბილისიმენეჯმენტი
Full-time1-2 years

დაუკავშირდით უშუალოდ დამსაქმებელს. ელფოსტის ღილაკი გახსნის თქვენს საფოსტო პროგრამას; წერილი თქვენ უნდა გაგზავნოთ.

18 hours ago8 views

Description

იცა აცხადებს ვაკანსიას ფილიალის მენეჯერის პოზიციაზე.

იცა არის სასწავლო ცენტრი, რომელიც აერთიანებს გამოცდილ მასწავლებლებსა და წარმატებულ მოსწავლეებს. ცენტრი 2020 წლიდან ფუნქციონირებს და ყოველწლიურად ვითარდება.

მთავარი მენეჯერის ძირითადი მოვალეობებია:
  •  სასწავლო პროცესის ორგანიზება (გაკვეთილების ცხრილების შედგენა, მოსწავლეთა ჯგუფებში განაწილება);
  •  მოსწავლეთა რეგისტრაცია;
  •  კომუნიკაცია მასწავლებლებთან, მოსწავლეებთან და მშობლებთან. ერთი მხრივ ცენტრს, მეორე მხრივ კი მოსწავლეებსა და მშობლებს შორის ურთიერთობის კოორდინირება;
  •  საქმისწარმოება და საჭირო დოკუმენტაციის მომზადება;
  •  შემომავალ ზარებზე პასუხი და საჭირო ინფორმაციის მიწოდება;
  •  თვის ბოლოს მოსწავლეთა შედეგების გაგზავნა მშობლებისთვის;
  •  ცენტრის განვითარების, ახალი იდეების განხორციელებისა და სხვა ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ხელშეწყობა;
  •  ცენტრში აკადემიური და ჰარმონიული გარემოს უზრუნველყოფა.

მენეჯერს მოეთხოვება:
  •  ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა;
  •  კომპიუტერული საოფისე პროგრამების Word, Excel, Power Point ფლობა;
  •  სასურველია მენეჯერად მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება.

მენეჯერისთვის საჭირო პიროვნული უნარები:
  •  პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და სიზუსტე;
  •  კომუნიკაბელურობა;
  •  ორგანიზებისა და საქმისწარმოების უნარი;
  •  კრეატიულობა;
  •  პუნქტუალურობა.

ანაზღაურება: შეთანხმებით - კვალიფიკაციიდან გამომდინარე

სამუშაო გრაფიკი: შეთანხმებით

იცას მისამართი: ი. ტურგენევის N5 (მარჯანიშვილის მეტროსთან)

ცენტრი დაინტერესებულ ადამიანებს სთავაზობს კომფორტულ გარემოს.
დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე (CV) ფოტო სურათითურთ
ელ.ფოსტაზე: [email protected]
დამატებით შეკითხვებზე დარეკეთ მითითებულ ნომერზე.

ცენტრი დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
რეზიუმეს მიღების ბოლო დღე: 31.10.2026

Similar jobs