სკოლა „ახალი თაობა“ 2018 წლიდან ფუნქციონირებს, როგორც პროგრესული საგანმანათლებლო დაწესებულება, რომლის მიზანია მაღალი ხარისხის, საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული განათლების უზრუნველყოფა. სკოლა ორიენტირებულია თანამედროვე სწავლების მიდგომებზე, მოსწავლეზე ორიენტირებულ სწავლებასა და გლობალური აკადემიური სტანდარტების ინტეგრირებაზე.
სკოლა „ახალი თაობა“ აცხადებს ვაკანსიას ამერიკულ სექტორზე სხვადასხვა საგნის მასწავლებლის პოზიციაზე, ინგლისურ ენაზე სწავლების მიმართულებით: ფიზიკის მასწავლებელი
ანაზღაურება შეთანხმებით.
კვალიფიკაცია:
- ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხი შესაბამის სფეროში;
- პედაგოგად მუშაობის გამოცდილება;
- ინგლისური ენის ფლობა მაღალ (Advanced) დონეზე;
- საერთაშორისო პროფესიული სერტიფიკატების ფლობა ჩაითვლება უპირატესობად;
- სასწავლო პროცესის მართვა: სასწავლო გეგმის (Curriculum) შემუშავებისა და მასალის ეფექტური პრეზენტირების უნარი;
- სასწავლო რესურსების, მულტიმედიური და ციფრული ინსტრუმენტების გამოყენების გამოცდილება;
- ძლიერი ინტერპერსონალური უნარები და სხვადასხვა ეროვნების მოსწავლეებთან ეფექტური მუშაობის გამოცდილება;
- სასწავლო პროცესის მართვისა და მოსწავლეთა პროგრესის მონიტორინგის უნარი;
- ამერიკული საგანმანათლებლო სისტემებისა და პროგრამების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
მისამართია ორთაჭალა წინანაურის 85
ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 598102070