ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს სეზონურ ვაკანსიას მატერიალური რესურსების
მართვის სამსახურში გათბობის სისტემის ოპერატორის პოზიციაზე.ფუნქცია-მოვალეობები:
- უნივერსიტეტის შენობებში გათბობის სისტემის უზრუნველყოფა, გათბობის სისტემების რეგულარული შემოწმება, გაწმენდა და ტექნიკური მომსახურება (სეზონურად);
- გათბობის სისტემის ექსპლუატაციისას უსაფრთხოების წესების დაცვის უზრუნველყოფა (სეზონურად);
- გათბობის სისტემის დაზიანების შემთხვევაში პრობლემის იდენტიფიცირება, დიაგნოსტიკა, შეკეთება (სეზონურად);
- უშუალო ხელმძღვანელის დავალებების შესრულება პოზიციის შესაბამისად.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:- გათბობის სისტემის სპეციფიკის ცოდნა;
- დაზიანების შემთხვევაში პრობლემის იდენტიფიცირების/დიაგნოსტიკის/შეკეთების გამოცდილება;
- შრომისა და სახანძრო უსაფრთხოების ნორმების ცოდნა;
- უნივერსიტეტში მოქმედი ეთიკის ნორმების ცოდნა;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- ორგანიზებულობა;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- დისციპლინირებულობა;
- ეთიკურობა და კეთილსინდისიერება;
სამუშაო პირობები:
სამუშაო გრაფიკი: 24 საათიანი მორიგეობა სამ დღეში ერთხელ, თვეში საშუალოდ 10 მორიგეობა.
ანაზღაურება: შეთანხმებით.
მისამართი: თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32/ ი.ჭავჭავაძის გამზ. N45;
ხელშეკრულების ხანგრძლივობა 6 თვე, სამუშაოს დაწყების თარიღი 2026 წლის 01 ნოემბერი.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, 2026 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით დაუკავშირდეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მატერიალური რესურსების მართვის სამსახურის უფროსს, დიმიტრი გორგაძეს ტელ: 577553321
თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში დაწესებულების მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.