კომპანია „დომარტი“ აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.
ვეძებთ კომუნიკაბელურ, პასუხისმგებლიან და მოტივირებულ თანამშრომელს, რომელსაც სურს გაყიდვების სფეროში მუშაობა და პროფესიული განვითარება ჩვენს გუნდთან ერთად.
სამუშაო ადგილი: თბილისი, დიღომი, აღმაშენებლის N67.
ძირითადი მოვალეობები
მომხმარებლებისთვის კონსულტაციის გაწევა სამშენებლო და სარემონტო მასალებთან დაკავშირებით;
პროდუქციის გაყიდვების განხორციელება;
მომხმარებლებთან ეფექტური და პროფესიონალური კომუნიკაცია;
გაყიდვების პროგრამაში შესაბამისი ოპერაციების გატარება;
გუნდთან თანამშრომლობა და ყოველდღიური სამუშაო პროცესის ეფექტურად წარმართვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
კომუნიკაბელურობა და მომხმარებელთან ურთიერთობის კარგი უნარი;
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
გაყიდვებისა და მოლაპარაკების უნარები;
გუნდური მუშაობის უნარი;
სიზუსტე და ყურადღება დეტალების მიმართ;
სწრაფი სწავლის უნარი;
საბაზისო კომპიუტერული უნარები.
სამუშაო გამოცდილება სასურველია, თუმცა სავალდებულო არ არის. განათლებას მნიშვნელობა არ აქვს.
სამუშაო პირობები
ფიქსირებული ხელფასი: 1400 ლარი;
საბონუსე სისტემა: გაყიდვების შედეგებზე დამოკიდებული;
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით, 10:00–18:00;
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი;
მუშაობის დაწყება: შეთანხმებით.
საკონტაქტო ინფორმაცია
დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით მითითებულ ნომერზე: +995 555 004 111
შემოგვიერთდი „დომარტის“ გუნდს!
მოვალეობები:
• გაუიდვების წარმოება
• მომხმარებლებთან კოსულტაცია