Skip to main content
BlueTabla
BlueTabla

გაყიდვების კონსულტანტი

ქუთაისიგაყიდვები, მარკეტინგი
Full-timeNo experience
₾1,000 - ₾1,200 (see listing for pay period)

დაუკავშირდით უშუალოდ დამსაქმებელს. ელფოსტის ღილაკი გახსნის თქვენს საფოსტო პროგრამას; წერილი თქვენ უნდა გაგზავნოთ.

2 hours ago14 views

Description

“ბლუტაბლა” არის ქართულ თემაზე შექმნილი სახლის ნივთებისა და აქსესურების მწარმოებელი კომპანია, ჩვენ ვქმნით ქართული მრავალსაუკუნოვანი კულტურით, ისტორიითა და ესთეტიკით შთაგონებულ დიზაინებს.

ბლუტაბლა აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე ქუთაისში.

ჩვენ გთავაზობთ:
  • სტაბილურ და სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
  • კონკურენტულ ანაზღაურებას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • ფიტპასის მომსახურებას;
  • კორპორატიულ ფასდაკლებას ბლუტაბლას პროდუქციაზე;
  • კარიერული ზრდის შესაძლებლობას;

სამუშაო პირობები:
  • ანაზღაურება: 1000-1200 ლარი
  • სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 დღე ( 5 დღე 10:00-16:00 ან 16:00-22:00, 1 დღე 10:00-22:00)
  • სამუშაო ადგილი: ქუთაისი (ურბან მოლი)

მოთხოვნები:
  • მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება.
  • კარგი კომუნიკაციის უნარი.
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.
  • ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი.
  • ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა, უცხო ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

მოვალეობები:
  • მომხმარებლებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზება.
  • პროდუქციის ცნობადობის ამაღლება და რეალიზაციის სტიმულირება.
  • ვიზუალური სტანდარტების შენარჩუნება და მარაგების კონტროლი.
  • სალარო ოპერაციების წარმოება.
  • პროდუქციის მიღება და განლაგება.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგვიგზავნეთ CV მეილზე [email protected]

გამოგზავნისას გთხოვთ სათაურში მიუთითოთ "კონსულტანტი-ქუთაისი"

გისურვებთ წარმატებას!

Requirements

ენები: ქართული

Similar jobs