Skip to main content
Carland Import
Carland Import

გაყიდვების მენეჯერი

თბილისიგაყიდვები, მარკეტინგი
Full-timeNo experience
₾1,000 - ₾3,000 / month

დაუკავშირდით უშუალოდ დამსაქმებელს. ელფოსტის ღილაკი გახსნის თქვენს საფოსტო პროგრამას; წერილი თქვენ უნდა გაგზავნოთ.

1 hour ago54 views

Description

Carland აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე

ვინ ვართ ჩვენ
Carland — ავტოიმპორტიორი კომპანია, რომელიც 2022 წლიდან უზრუნველყოფს ავტომობილების შეძენასა და ტრანსპორტირებას აშშ-დან საქართველოში.
კომპანია დაფუძნებულია მრავალწლიანი გამოცდილებისა და მაღალი კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალების მიერ.

რატომ უნდა შემოგვიერთდე
  • ჩვენთან შენ გექნება შესაძლებლობა:
  • იმუშაო პროფესიონალ გუნდში, სადაც შენი გამოცდილება და მონდომება პირდაპირ აისახება შემოსავალზე;
  • მიიღო კონკურენტული ანაზღაურება — ფიქსირებული ხელფასი + მაღალი ბონუსები თითო გაყიდვაზე;
  • გამოიყენო შენი ცოდნა და განვითარდე ლიდერის პოზიციისკენ;
  • იმუშაო კომფორტულ და მეგობრულ გარემოში.

ანაზღაურება 1000₾-3000₾


სხვა მოთხოვნები:
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ფლობა;
  • საავტომობილო სფეროში გამოცდილება (სავალდებულოა);
  • გაყიდვების სფეროში გამოცდილება (სავალდებულოა.)

ძირითადი მოვალეობები:
  • მომხმარებლისთვის სასურველი ავტომობილის შერჩევა ამერიკის ავტოაუქციონებზე;
  • მომხმარებლებთან ინტენსიური კომუნიკაცია და კომპანიის მომსახურებების სრულყოფილი პრეზენტაცია;
  • შესრულებული სამუშაოს ანგარიშგება.

პიროვნული თვისებები:
  • ორგანიზებულობა;
  • მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
  • პრობლემური სიტუაციების მართვა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • შრომისმოყვარეობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • პუნქტუალურობა;
  • მაღალი პასუხისმგებლობა.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტაზე: [email protected] Subject-ში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება,(გაყიდვების მენეჯერი) წინააღმდეგ შემთხვევაში არ განიხილება თქვენი რეზიუმე.

Requirements

ენები: ქართული

Similar jobs