Skip to main content
ნუგიოს ტექნოლოჯი
ნუგიოს ტექნოლოჯი

გაყიდვების მენეჯერი

თბილისიგაყიდვები, მარკეტინგი
Full-timeNo experience

დაუკავშირდით უშუალოდ დამსაქმებელს. ელფოსტის ღილაკი გახსნის თქვენს საფოსტო პროგრამას; წერილი თქვენ უნდა გაგზავნოთ.

6 hours ago49 views

Description

საერთაშორისო Software კომპანია NUGIOS Technology აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე .

მოვალეობები:
  • სასტუმროებთან ურთიერთობა .
  • მოლაპარაკებების წარმოება ონლაინ გაყიდვების პლატფორმებისათვის.
  • სასტუმროებისთვის პროგრამული უზრუნველყოფის დაყენება, პრეზენტაციის ჩატარება, კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება პრიორიტეტად( ინგლისური, რუსული).
  • აუცილებელია სასტუმროში მინიმუმ ერთ წლიანი სამუშაო გამოცდილება ექსტრანეტთან და ჩენელ მენეჯერთან მუშაობის გამოცდილება.
  • სამუშაო გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით .
  • საოფისე პროგრამების ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები:
  • მოწესრიგებულობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ორგანიზებულობა;
  • ლოგიკური აზროვნება;
  • პუნქტუალურობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა 2026 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected]. ამასთანავე, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება,
რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლიან შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭებათ კანდიდატის სტატუსი.
ინფორმაცია კომპანიის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ვებ-გვერდზე: www.rustartourism.com.
გისურვებთ წარმატებას!

შეტყობინება: "რუსტარ ონლაინი" (შემდგომში კომპანია) საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად.
ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც "რუსტარ ონლაინისთვის" ხელმისაწვდომი გახდება ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადის განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს რეზიუმეს/CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული თქვენი პერსონალური მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების, თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

კანდიდატის პერსონაური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით (ან კანონით დადგენილი შესაბამისი ვადით).

კანდიდატის პერსონალური მონაცემები, უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, კომპანიამ შესაძლოა, შეინახოს და გამოიყენოს თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ, კომპანიამ შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, ან გსურთ მონაცემთა ცვლილება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ "რუსტარ ონლაინს" მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე. კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ, რომელიც თავად მიაწოდა კომპანიას და მოითხოვოს აღნიშნული მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება;

"რუსტარ ონლაინი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს ,,დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ’’ საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ კომპანიის შესაბამის საკონტაქტო მონაცემებზე.
გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების კომპანიისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს ზემოთ ხსენებული დებულებების შესაბამისად. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა "რუსტარ ონლაინში" ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.

წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც "რუსტარ ონლაინში" დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.

Requirements

ენები: ინგლისური, რუსული

Similar jobs