Skip to main content
დაზღვევის საერთაშორისო კომპანია - ირაო
დაზღვევის საერთაშორისო კომპანია - ირაო

გაყიდვების მენეჯერი

თბილისიგაყიდვები, მარკეტინგი
Full-timeNo experience
From ₾1,000 (see listing for pay period)

დაუკავშირდით უშუალოდ დამსაქმებელს. ელფოსტის ღილაკი გახსნის თქვენს საფოსტო პროგრამას; წერილი თქვენ უნდა გაგზავნოთ.

3 hours ago46 views

Description

„ირაო“ აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

„ირაო“ ერთ-ერთი წამყვანი სადაზღვევო კომპანიაა საქართველოში, რომელიც 22 წელია წარმატებით ემსახურება მომხმარებელს. კომპანია ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი ორგანიზაციის - ვენის სადაზღვევო ჯგუფის (VIG) წევრია.
ჩვენ ვქმნით ჯანსაღ და კოლეგიალურ სამუშაო გარემოს, სადაც თითოეულ თანამშრომელს საკუთარი უნარების სრულად გამოვლენისა და განვითარების შესაძლებლობა აქვს.

სამუშაო პირობები:
  • ადგილმდებარეობა: თბილისი, საბურთალო, ბოჭორიშვილის ქ. 88/15
  • გრაფიკი: ორშაბათი–პარასკევი, 09:30–18:30 სთ
  • ანაზღაურება: ფიქსირებული 1,000 ლარი (ხელზე ასაღები) და ყოველთვიური ბონუსი

ძირითადი მოვალეობებია:
  • საცალო და კორპორაციული კლიენტების მოძიება და მათთან გრძელვადიანი ურთიერთობის ჩამოყალიბება;
  • კლიენტის საჭიროებების ანალიზი და შესაბამისი სადაზღვევო პროდუქტების შეთავაზება;
  • გაყიდვის სრული ციკლის მართვა, პირველი კონტაქტიდან ხელშეკრულების გაფორმებამდე;
  • გაყიდვების დადგენილი მიზნების შესრულება.

თქვენგან ველით:
  • დამარწმუნებელი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარს;
  • პასუხისმგებლობის მაღალ გრძნობას;
  • მიზანდასახულობასა და შედეგზე ორიენტირებულობას;
  • სადაზღვევო სფეროთი დაინტერესებას;
  • გაყიდვების სფეროში ან კლიენტებთან მუშაობის გამოცდილებას (სასურველია საბანკო, საფინანსო ან სადაზღვევო სექტორში მუშაობის გამოცდილება).

ჩვენ გთავაზობთ:
  • პროფესიულ ტრენინგებს;
  • კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
  • სამოტივაციო გუნდურ და ინდივიდუალურ აქტივობებს;
  • მუშაობას საერთაშორისო ჯგუფის წევრ, სტაბილურ კომპანიაში.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას „მარტივი გამოხმარების“ ღილაკის საშუალებით.

ირაო გისურვებთ წარმატებას!

Requirements

ენები: ქართული

Similar jobs