ინ ჰაუს დეველოპმენტ-ი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: გაყიდვების მენეჯერი
ძირითადი მოვალეობები:
- პოტენციურ და არსებულ მომხმარებლებთან კომუნიკაცია;
- შემოსული ლიდების დამუშავება და გაყიდვად გარდაქმნა;
- მომხმარებლის საჭიროებების განსაზღვრა და შესაბამისი უძრავი ქონების შეთავაზება;
- პროექტებისა და ბინების პროფესიონალურად პრეზენტაცია;
- შეხვედრებისა და ობიექტის დათვალიერებების ორგანიზება;
- ფასის, გადახდის პირობებისა და სხვა კომერციული დეტალების გაცნობა და მოლაპარაკებების წარმოება;
- გაყიდვის პროცესის მართვა პირველი კონტაქტიდან ხელშეკრულების გაფორმებამდე;
- CRM სისტემაში მომხმარებლებისა და გაყიდვების პროცესის რეგულარული აღრიცხვა;
- მომხმარებლებთან შემდგომი კომუნიკაცია და Follow-up;
- გაყიდვების ინდივიდუალური გეგმის შესრულება;
- ბაზრის, კონკურენტებისა და მიმდინარე შეთავაზებების მონიტორინგი;
- გაყიდვების შედეგების შესახებ პერიოდული ანგარიშგება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება; უძრავი ქონების სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები;
- შედეგზე და გაყიდვების მიზნების შესრულებაზე ორიენტირებულობა;
- მომხმარებელთან პროფესიონალური ურთიერთობის უნარი;
- პასუხისმგებლობა, ორგანიზებულობა და პროაქტიულობა;
- ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა; ინგლისური და/ან რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- საოფისე პროგრამებისა და CRM სისტემებთან მუშაობის უნარი.
პოზიციის მთავარი მიზანი:
კომპანიის უძრავი ქონების პროექტების ეფექტური გაყიდვა, ახალი მომხმარებლების მოზიდვა, არსებული ლიდების ხარისხიანად დამუშავება და მომხმარებელთან გრძელვადიანი ურთიერთობის ჩამოყალიბება.
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე:
[email protected]