Skip to main content
G
GLOBAL CONNECT

გერმანულენოვანი ოპერატორი

თბილისი
Full-timeNo experience

დაუკავშირდით უშუალოდ დამსაქმებელს. ელფოსტის ღილაკი გახსნის თქვენს საფოსტო პროგრამას; წერილი თქვენ უნდა გაგზავნოთ.

4 hours ago65 views

Description

ვეძებთ გერმანულენოვან ოპერატორს GLOBAL CONNECT-ის გუნდში!

თუ თავისუფლად ფლობ გერმანულ ენას, ხარ კომუნიკაბელური, პასუხისმგებლიანი და გსურს სტაბილური სამსახური კარგი ანაზღაურებითა და დამატებითი ბონუსების მიღების შესაძლებლობით — შემოგვიერთდი!

ანაზღაურება:
ფიქსირებული ხელფასი — 1000$
ბონუსური სისტემა — დამატებითი ანაზღაურება სამუშაო შედეგების მიხედვით
სტაბილური და დროული ანაზღაურება
შემოსავლის ზრდის შესაძლებლობა

სამუშაო გრაფიკი:
ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით
13:00-დან 21:00-მდე
შაბათი და კვირა — დასვენების დღეები

ძირითადი მოვალეობები:
  • მომხმარებლებთან კომუნიკაცია გერმანულ ენაზე;
  • შემომავალი ზარებისა და შეტყობინებების დამუშავება;
  • მომხმარებლების შეკითხვებზე სწრაფი და პროფესიონალური პასუხების გაცემა;
  • საჭირო ინფორმაციის მიწოდება;
  • მომხმარებელთა საჭიროებების სწორად იდენტიფიცირება;
  • სამუშაო პროცესის ხარისხიანად და პასუხისმგებლობით შესრულება;
  • გუნდთან ეფექტური თანამშრომლობა.

ჩვენი მოთხოვნები:
  • გერმანული ენის კარგი ცოდნა — აუცილებელია;
  • გამართული და პროფესიონალური კომუნიკაციის უნარი;
  • პასუხისმგებლიანი და პუნქტუალური დამოკიდებულება;
  • მომხმარებელთან თავაზიანი კომუნიკაციის უნარი;
  • სწრაფად სწავლისა და ახალ გარემოსთან ადაპტაციის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • მსგავს პოზიციაზე გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად, თუმცა სავალდებულო არ არის.

რას გთავაზობთ?
  • 1000$ ფიქსირებული ხელფასი + ბონუსები
  • ორშაბათი–პარასკევი სამუშაო გრაფიკი
  • შაბათი და კვირა დასვენება
  • სტაბილური სამუშაო გარემო
  • პროფესიონალური და მეგობრული გუნდი
  • კარიერული და ფინანსური განვითარების შესაძლებლობა
  • შედეგებზე დაფუძნებული დამატებითი შემოსავალი

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას „მარტივი გამოხმარების“ ღილაკის საშუალებით.

Requirements

ენები: გერმანული, ინგლისური

Similar jobs