
Evolvexe
გერმანულენოვანი ტექნიკური მხარდაჭერის წარმომადგენელი - ქუთაისი
ქუთაისიმომხმარებლის მხარდაჭერა, კომუნიკაცია
Full-timeNo experience
From ₾3,350 (see listing for pay period)
The employer has not provided any contact details.
22 hours ago2 views
Description
"ევოლვექსი" აცხადებს ვაკანსიას გერმანულენოვან ტექნიკური მხარდაჭერის წარმომადგენლის (Technical Support Advisor) პოზიციაზე საერთაშორისო პროექტში.
ტექნიკური მხარდაჭერის წარმომადგენელი შეასრულებს შუამავლის როლს და მომხმარებლებს მიაწვდის ზოგად და ტექნიკურ ინფორმაციას პროდუქტებსა და სერვისებზე, უპასუხებს მათ კითხვებს და დაეხმარება მომხმარებლებს პროდუქტთან დაკავშირებით წარმოქმნილი პრობლემების სწრაფ და ეფექტიან გადაწყვეტაში. სამსახურებრივი მოვალეობის წარმატებით შესრულებისთვის მრჩეველი უნდა გამოირჩეოდეს სიმშვიდით და პროფესიონალიზმით ნებისმიერ სიტუაციაში, ჰქონდეს პერსონალური კომპიუტერის და შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენების უნარები. მრჩეველი უნდა ფლობდეს სალაპარაკო და წერილობით გერმანულს უმაღლეს დონეზე. აიტი/ტექნიკური განათლება ან გამოცდილება და ინგლისურის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად. სამუშაო შესრულდება ოფისიდან თბილისში.
პასუხისმგებლობები:
- მომხმარებელთა სატელეფონო და წერილობითი მოთხოვნების დამუშავება;
- ამომწურავი რჩევების მიწოდება და მომხმარებელთა შეკითხვების განმარტება;
- ზედამხედველთან კომუნიკაცია, სიახლეების შესახებ ინფორმირება და უკუკავშირის მიღება.
მოთხოვნები:
- გერმანული ენის მაღალ (C1) სალაპარაკო და წერით დონეზე ცოდნა;
- პერსონალურ კომპიუტერზე მუშაობის და ტექსტის აკრეფის მაღალ დონეზე ცოდნა;
- მოქნილ გრაფიკში მუშაობის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
- ყოვლისმომცველ და ინფორმაციულ ანაზღაურებად ტრენინგს;
- დაზღვევას;
- ანაზღაურებად შვებულებას;
- მაღალი სტანდარტების ოფისს;
- პროფესიონალურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
- ნდობაზე, წახალისებასა და უკუკავშირზე აგებულ სამუშაო ურთიერთობას;
- კარიერული ზრდის შესაძლებლობებს;
- 3350 ლარი გროს ხელფასს თვეში + ბონუსი (სრული განაკვეთი).
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, ატვირთოთ თქვენი CV მითითებულ ბმულზე: https://hel-ai.com/apply/2mKEysAb
წარმატებებს გისურვებთ!
Benefits
ბონუსები:
სანონუსე სისტემა
სანონუსე სისტემა
Similar jobs



From ₾1,200
5
ავტო ხელოსანი ქუთაისი571008112 · ქუთაისი₾1,000 - ₾3,000
