ახლა უკვე გვყავს ერთი გრუმერი და ვეძებთ მეორე გრუმერს, რომელიც გახსნიდან შემოგვიერთდება და ჩვენი გუნდის ნაწილი გახდება.
რას გთავაზობთ:
მეგობრულ და სასიამოვნო სამუშაო გარემოს
მოწესრიგებულ და ახალ სივრცეში მუშაობას
ინდივიდუალურ და მოქნილ მიდგომას
შესაძლებელია თავისუფალი/მოქნილი გრაფიკის შეთანხმება
ანაზღაურება — შეთანხმებით
თუ ხარ პასუხისმგებლიანი, ყურადღებიანი, გიყვარს ცხოველები და გინდა ახალ, განვითარებად სტუდიასთან ერთად გაიზარდო — სიამოვნებით გაგიცნობთ. 🐶🐱❤️
📩 დაინტერესების შემთხვევაში მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში - 551 97 17 07 და გამოგვიგზავნეთ თქვენი გამოცდილების შესახებ ინფორმაცია.
Grooming Studio Snow ❄️
სადაც მოვლა მხოლოდ სერვისი არ არის — ეს არის ზრუნვა. 🤍
მოვალეობები:
• ძაღლებისა და კატების პროფესიონალური გრუმინგის მომსახურება
• ბეწვის შეჭრა და ფორმის მიცემა ჯიშისა და მეპატრონის მოთხოვნის შესაბამისად
• დაბანა, გაშრობა და დავარცხნა
• ყურების გაწმენდა
• ფრჩხილების დაჭრა
• ცხოველის კანისა და ბეწვის მდგომარეობის ვიზუალური შეფასება და შესაბამისი მოვლის შერჩევა
• თითოეულ ცხოველთან ინდივიდუალური და ფრთხილი მიდგომა
• ცხოველის უსაფრთხოებისა და კომფორტის უზრუნველყოფა პროცედურის განმავლობაში
• სამუშაო სივრცისა და გრუმინგის ინვენტარის სისუფთავისა და მოწესრიგების დაცვა
• ჰიგიენისა და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა
• მომხმარებელთან კომუნიკაცია და შინაური ცხოველის მოვლასთან დაკავშირებული რეკომენდაციების მიცემა
• სამუშაო პროცესის ორგანიზებულად და პასუხისმგებლობით შესრულება