დაუკავშირდით უშუალოდ დამსაქმებელს. ელფოსტის ღილაკი გახსნის თქვენს საფოსტო პროგრამას; წერილი თქვენ უნდა გაგზავნოთ.
9 hours ago13 views
Description
Indigo Cars საერთაშორისო ლოჯისტიკური კომპანიაა, რომელიც 10-წლიანი გამოცდილებით უზრუნველყოფს ავტომობილების აშშ-ში შეძენასა და ტრანსპორტირებას საქართველოში, ევროპასა და აზიაში.
Indigo Cars წარმოადგენს საერთაშორისო ბრენდების ოფიციალურ პარტნიორს და მომხმარებელს სთავაზობს სანდო, სწრაფ და ხარისხიან მომსახურებას. ჩვენი გუნდი აერთიანებს პროფესიონალებს, რომლებიც ავტომობილის შერჩევის, შეძენისა და მიწოდების სრულ პროცესს მართავენ. კომპანიის სათაო ოფისი მდებარეობს აშშ-ში, ნიუ ჯერსიში, ხოლო რეგიონალური ოფისები ფუნქციონირებს თბილისში, გორში, მარნეულში, ქუთაისში, ბათუმსა და ფოთში.
Indigo Cars მუდმივ განვითარებაზეა ორიენტირებული - ვნერგავთ მომხმარებელთა საჭიროებებზე მორგებულ ინოვაციურ მომსახურების სერვისებს და ვქმნით ახალ სამუშაო ადგილებს.
ავტოიმპორტიორი კომპანია "IndigoCars" აცხადებს ვაკანსიას Help Desk ოპერატორის პოზიციაზე თბილისში.
ანაზღაურება: ხელფასი 1000 ლარი + ბონუსი (საშუალოდ 2000-2500 ლარი) განაკვეთი: მცოცავი გრაფიკი - 2 დღე მუშაობა / 2 დღე დასვენება 10:00-22:00 საათამდე დასვენების დღე: კვირა
ძირითადი ფუნქციები:
კომპანიის შემომავალ ზარებზე პასუხი;
შემოსული მოთხოვნების რეგისტრაცია და შესაბამის განყოფილებაში გადამისამართება;
ხშირად დასმულ კითხვებზე სრულყოფილი და ზუსტი ინფორმაციის მიწოდება;
პრობლემის იდენტიფიცირება და პირველადი დახმარების გაწევა;
რთული ან გადაუდებელი საკითხების შესაბამის თანამშრომელთან გადამისამართება;
მომხმარებლებთან სატელეფონო, ელექტრონული და ონლაინ კომუნიკაცია;
ზარებისა და მიმართვების პროგრამაში ზუსტად აღრიცხვა;
პერსონალური და კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა;
მომსახურების მაღალი სტანდარტისა და თავაზიანი კომუნიკაციის უზრუნველყოფა;
მომხმარებელთა უკუკავშირის მიღება;
პოზიციასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება (სასურველია);
ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა (მართლწერისა და გამართული მეტყველების უნარი);
რუსული და ინგლისური ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Word; MS Excel - მომხმარებლის დონეზე);
მომხმარებელთა მომსახურების სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;
პიროვნული მახასიათებლები:
კეთილგანწყობა/პოზიტიურობა;
ეფექტური მოლაპარაკების წარმოების უნარი;
პასუხისმგებლობა, კონფიდენციალურობის დაცვის უნარი;
ყურადღება დეტალების მიმართ.
სტრესულ გარემოში მუშაობისა და პრობლემების სწრაფად გადაწყვეტის უნარი;
კომუნიკაბელურობა,
ორგანიზებულობა,
გუნდური მუშაობის უნარი;
კომპანია დასაქმებულს სთავაზობს სტაბილურ და საინტერესო გარემოში მუშაობას, განვითარების შესაძლებლობას და მაღალი სტანდარტის სამუშაო პირობებს.
ბენეფიტები:
ჯამრთელობის დაზღვევა;
ფიტპასი;
დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: [email protected]. Subject-ში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში არ განიხილება თქვენი რეზიუმე.
მითითებულ ელ. ფოსტის მისამართზე CV-ის გამოგზავნის შემთხვევაში, კომპანია უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები (შემდგომში - „მონაცემები“), რომლებიც ცნობილი გახდა აღნიშნული ვაკანსიის ფარგლებში. მონაცემთა დამუშავების მიზანს წარმოადგენს მოცემულ ან/და სხვა ვაკანსიაზე თქვენი კანდიდატის განხილვა. მონაცემების დამუშავება ხორციელდება არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადით. გაითვალისწინეთ, რომ კომპანიაში CV-ის გამოგზავნით თანხმობას აცხადებთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებზე. თანხმობის გაუქმება შესაძლებელია ამავე ელ. ფოსტაზე მომართვით. ასეთ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა აღარ განიხილება მოცემულ ან/და სხვა პოზიციაზე. პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მიზნებისთვის, პერსონალურ მონაცემთა დამუშავებაში იგულისხმება მონაცემთა მიმართ შესრულებული ნებისმიერი მოქმედება, მათ შორის, მათი შეგროვება, მოპოვება, შენახვა და სხვა.