კომპანია ასპ-გრუპი აცხადებს ვაკანსიას ჰიდრავლიკის სახლის გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე:
ასპ-გრუპის საქმიანობას წარმოადგენს ავტომობილების, სოფლის მეურნეობის, სამშენებლო და სპეც–დანიშნულების ტექნიკის რეალიზაცია, მასთან დაკავშირებული სათადარიგო ნაწილების იმპორტი და სრული სერვისული მომსახურების გაწევა. კომპანიას 25 წლიანი სამუშაო გამოცდილება გააჩნია აღნიშნულ სფეროში.
ჰიდრავლიკის სახლში მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა შეიძინოს სპეც.ტექნიკისა და საწარმოო ჰიდრავლიკის სისტემის კომპონენტები, ტუმბოები, ძრავები, მაღალი წნევის მილები, ჰიდრავლიკური ცილინდრის მილები, ღეროები, ჩობალები, მანჟეტები, ზეთები, ფილტრები და სხვ.
ჰიდრავლიკის სახლის ვებ-გვერდი: https://myhh.ge/
კომპანიის ვებ-გვერდი: https://aspgroup.ge/
კომპანიის Facebook-გვერდი: https://www.facebook.com/AspHydraulicHouse/?locale=ka_GE
მოვალეობები:
• სავაჭრო ობიექტზე პროდუქციის რეალიზაცია, კლიენტთა ეფექტური მომსახურება და გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა;
• მაქსიმალური ორიენტაცია ყოველთვიური გაყიდვების გეგმის შესრულებაზე;
• ობიექტზე მოწოდებული პროდუქციის მიღება, დათვლა/აღრიცხვა, დასაწყობება და განლაგება;
• მიმაგრებულ ობიექტზე პროდუქციის ნაშთების კონტროლი და პასუხისმგებლობა ნაშთების სიზუსტეზე;
• სარეალიზაციო პროდუქციის მოთხოვნის დამუშავება, შეკვეთა და პროცესის მიმდინარეობაზე ზედამხედველობა;
• ელექტრონულ კატალოგებსა და სისტემებში პროდუქციის დეტალებსა და მახასიათებლებზე ინფორმაციის მოძიება;
• ყოველი სამუშაო დღის ბოლოს სალარო აპარატიდან Z-რეპორტის ამოღება, სალარო ოპერაციების ამსახველი დოკუმენტაციის მომზადება და ნავაჭრი თანხის ორგანიზაციის სალაროში ჩაბარება ან/და საბანკო ანგარიშზე შეტანა;
• მონაწილეობის მიღება კონტრაგენტებსა და ორგანიზაციას შორის შექმნილი წინააღმდეგობების, დავალიანებებისა თუ სხვა პრობლემების დაძლევასა და დარეგულირებაში;
• ხელმძღვანელობისთვის პერიოდული რეპორტების წარდგენა პროდუქციის ხარისხისა და ფასის მიმართ მომხმარებელთა დამოკიდებულების, ასევე საბაზრო მოთხოვნების, კონკურენტებისა და კონტრაგენტების სფეროში მომხდარი ცვლილებების შესახებ;
• უშუალო ხელმძღვანელისთვის სამუშაო გეგმების შესრულების შესახებ პერიოდული რეპორტების წარდგენა.