Skip to main content
BlueTabla
BlueTabla

იმპორტ-ექსპორტის მენეჯერი

თბილისიმენეჯმენტი
Full-timeNo experience

დაუკავშირდით უშუალოდ დამსაქმებელს. ელფოსტის ღილაკი გახსნის თქვენს საფოსტო პროგრამას; წერილი თქვენ უნდა გაგზავნოთ.

2 hours ago83 views

Description

ბლუტაბლა აცხადებს ვაკანსიას იმპორტ-ექსპორტის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
ბლუტაბლა არის კერამიკისა და ტექსტილის მწარმოებელი კომპანია, რომელიც ქმნის ქართული დიზაინის სახლის ნივთებსა და აქსესუარებს.
ჩვენი პროდუქციის დასათვალიერებლად ეწვიეთ ვებგვერდს: www.bluetabla.ge

სამუშაოს აღწერა:
  • უცხოელი მომწოდებლების მოძიება, შეფასება და შერჩევა;
  • მომწოდებლებთან ფასებსა და თანამშრომლობის პირობებზე მოლაპარაკება;
  • შეკვეთების განთავსება და მათი სტატუსის, მიწოდების ვადებისა და ჩამოსვლის პროცესის კონტროლი;
  • ავანსებისა და გადახდის გრაფიკის მართვა ფინანსურ გუნდთან კოორდინაციით;
  • ექსპორტის ოპერაციების წარმართვა — შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და გადაზიდვების ორგანიზება;
  • საერთაშორისო გადაზიდვების დაგეგმვა და გადამზიდავ კომპანიებთან თანამშრომლობა;
  • განბაჟების პროცესის წარმართვა საბაჟო ბროკერთან კოორდინაციით.

მოთხოვნები:
  • იმპორტის, ექსპორტის ან საერთაშორისო ლოჯისტიკის მიმართულებით მინიმუმ 2–3 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • ინგლისური ენის თავისუფლად ფლობა, როგორც საქმიანი მიმოწერის, ისე მოლაპარაკებების დონეზე;
  • Microsoft Excel-ის კარგად ფლობა;
  • დამოუკიდებლად მუშაობისა და ახალი პროცესების აწყობის უნარი;
  • ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა.

ანაზღაურება და პირობები:
  • კონკურენტული ანაზღაურება;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
  • შედეგზე ორიენტირებული, მეგობრული და პროფესიული სამუშაო გარემო.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV ელექტრონულ მისამართზე: [email protected]
წერილის სათაურში მიუთითეთ: „იმპორტ-ექსპორტის მენეჯერი“.

Requirements

გამოცდილება: 2 - 3 წლამდე
ენები: ინგლისური

Similar jobs