ტკბილი ქვეყანა
ინჟინერ-მექანიკოსი
Full-time3-5 yearsთბილისი
From ₾3,000 / month
1 day ago8 views
Description
საკონდიტრო საწარმო შპს ,,ტკბილი ქვეყანა“ აცხადებს ვაკანსიას ინჟინერ-მექანიკოსის პოზიციაზე
სამუშაო განაკვეთი :სრული
ანაზღაურება: 3000 ლარი ზრდის პერსპექტივით
ძირითადი მოვალეობები:
- დანადგარების მონიტორინგი და გამართულად მუშაობის კონტროლი;
- საჭიროების შემთხვევაში სწრაფი რეაგირება და შეკეთება;
- დანადგარის დაზიანების შემთხვევაში ადგილზე დაშლა და აღდგენა;
- საზეინკლო სამუშაოების და სარემონტო სამუშაოების ჩატარება.
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- უპირატესობა მიენიჭება ტექნიკური ან საინჟინრო, უმაღლესი განათლების მქონენ კანდიდატებს;
- სასურველია 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება წარმოებაში მექანიკოსის ან ინჟინერის პოზიციაზე.
პიროვნული თვისებები:
- პასუხისმგელობის მაღალი გრძნობა;
- კომუნიკაბელურობა;
- ორგანიზებულობა;
- პუნქტუალურობა.
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გამოაგზავნონ რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტის
მისამართზე: [email protected] ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე 2 669 777
ვაკანსიაზე აპლიკაციის წარდგენით თქვენ აცხადებთ თანხმობას, რომ თქვენს მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს შპს „ტკბილი ქვეყანა“-ის მიერ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
თქვენს მიერ წარმოდგენილი მონაცემები დამუშავდება მხოლოდ იმ მიზნით, რომ განვიხილოთ თქვენი კანდიდატურა შესაბამის ვაკანსიაზე დასაქმების მიზნით.
თქვენს მონაცემებს შევინახავთ უსაფრთხოდ შესაბამისი ტექნიკური და ორგანიზაციული უსაფრთხოების ზომების დაცვით 6 თვის განმავლობაში იმ შემთხვევისთვის, თუ მომავალში გაჩნდება შესაფერისი პოზიცია და განვიხილავთ თქვენს დასაქმებას. შენახვის ვადის გასვლის შემდეგ ისინი სრულად განადგურდება/წაიშლება.
თქვენ გაქვთ უფლება:
- მოითხოვოთ ინფორმაცია თქვენი მონაცემების დამუშავების შესახებ;
- მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება ან წაშლა;
- გამოიხმოთ თანხმობა მონაცემების დამუშავებაზე ნებისმიერ დროს, რის შემდეგაც მონაცემები წაიშლება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
- ისარგებლოთ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სხვა უფლებებით.
თქვენი უფლებებით სარგებლობისთვის ან პერსონალურ მონაცემთა დამუშავების/დაცვის საკითხებზე გთხოვთ გამოგვიგზავნეთ შეტყობინება ელფოსტაზე: [email protected] ან წარმოადგინეთ განცხადება ოფისში (მის.: ქ.თბილისი, გიორგი ჭყონდიდელის ქ. № 56)


