Skip to main content
წისქვილი ჯგუფი
წისქვილი ჯგუფი

ჯავშნებისა და ქოლ-ცენტრის მენეჯერი

თბილისისასტუმრო, ტურიზმი
Full-timeNo experience

დაუკავშირდით უშუალოდ დამსაქმებელს. ელფოსტის ღილაკი გახსნის თქვენს საფოსტო პროგრამას; წერილი თქვენ უნდა გაგზავნოთ.

5 hours ago23 views

Description

წისქვილი ჯგუფი“ ტრადიციული ქართული გემოების, ატმოსფეროსა და კულტურის ერთობლიობაა, რომელიც 2002 წლიდან მასპინძლობს სტუმრებს თბილისში წარმოდგენილ სამ სხვადასხვა ლოკაციაზე. წისქვილში შექმნილი გარემო, თავს გვახვევს ნოსტალგიურ განწყობას და პირდაპირ ასოცირდება იმ ტრადიციებთან, რაც წლების განმავლობაში ქმნიდა ფაქტობრივად ბრენდად ჩამოყალიბებულ - „ქართულს“. ამის პარალელურად, არ ჩამორჩება თანამედროვე ტენდენციებს და ყველა გემოვნების მომხმარებელს სთავაზობს საგულდაგულოდ მოწყობილ კუთხეს. კომპანიას არსებობის დღიდან დამსახურებულად აქვს მიღებული ჯილდოები მისი ხარისხისა და სტუმარ-მასპინძლობის დამსახურებით (Golden Brand Award 2005-2012, International NBR Award, Tripadvisor Certificate Of Excellence Winner 2019 და სხვა..)

მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომწისქვილი ჯგუფის დიდ გუნდში გვაქვს ჯავშნებისა და ქოლ-ცენტრის მენეჯერის ვაკანტური პოზიცია.

სამუშაო გრაფიკი: 8 საათიანი ცვლები.
სამუშაო ადგილი: თბილისი

ძირითადი მოვალეობები:
  • შემოსული ზარების მიღება;
  • სტუმრებისათვის დეტალური ინფორმაციის მიწოდება;
  • ჯავშნების კალენდარის წარმოება, მართვა, ცვლილების დროულად განხორციელება;
  • ჯავშნების შესახებ ინფორმაციის მიწოდება შესაბამისი ჯგუფებისათვის (სამზარეულო, სერვისი, სხვა);
  • ჯავშნების ვალიდურობის მონიტორინგი;
  • ქოლ-ცენტრის ოპერატორებისა და ჰოსტესების გუნდის მართვა, შესრულებული სამუშაოს მუდმივი მონიტორინგი;
  • ზარების მონიტორინგი;
  • სამუშაო პროცესის განმავლობაში, სტუმრებისათვის სივრცეების პრეზენტაცია და ინფორმაციის მიწოდება;
  • დაქვემდებარებული პერსონალისათვის სამუშაო დღის დაგეგმვა და პოზიციების განაწილება;
  • კომპეტენციის ფარგლებში, სხვა მითითებების შესრულება.

მოთხოვნები:
  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • HORECA სექტორში მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
  • ინგლისური ენის Advanced დონეზე ცოდნა;
  • Microsoft Office საბაზისო ცოდნა.

თუ თვლით, რომ თქვენი გამოცდილება და უნარ-ჩვევები შეესაბამება ვაკანსიის მოთხოვნებს და ამავდროულად გსურთ შემოუერთდეთ „წისქვილი ჯგუფის“ პროფესიონალთა გუნდს, გთხოვთ გადმოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ. ფოსტის მისამართზე [email protected] და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გადმოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პირადი და პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებებს!

Requirements

ენები: ქართული, ინგლისური

Similar jobs