g
უძრავი ქონების აგენტი[email protected] · თბილისიბეკო
კონსულტანტი ( ჰუალინგის სავაჭრო ცენტრში )
თბილისიგამყიდველი, მოლარე, კონსულტანტი
Internship1-2 years
₾1,300 - ₾2,000 (see listing for pay period)
დაუკავშირდით უშუალოდ დამსაქმებელს. ელფოსტის ღილაკი გახსნის თქვენს საფოსტო პროგრამას; წერილი თქვენ უნდა გაგზავნოთ.
23 hours ago2 views
Description
კომპანია „ბეკო“ საქართველოს ბაზარზე წლებია ფუნქციონირებს, ამ დროისთვის საქართველოს მასშტაბით 98 სავაჭრო წერტილს აერთიანებს.
კომპანიას გამოარჩევს: კადრების პროფესიონალიზმი, მომსახურების მაღალი დონე, ინოვაციური ტექნიკა, პროდუქციის ფართო ასორტიმენტი და სტრატეგია -ცვლილება უკეთესობისკენ!
კომპანია ,, ბეკო ,, აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე ტექნიკის მაღაზიაში;
ანაზღაურება: 1300 ლარი ფიქსირებული + ბონუსი გაყიდვებიდან
სამუშაო განაკვეთი: სრული ( კვირაში 5 სამუშაო დღე, ორი დღე დასვენება )
სამუშაო საათები : 10:00-18:00 და 12:00-20:00 ;
სამუშაო ადგილი : ქ.თბილისი, ჰუალინგ თბილისის ზღვის პლაზა , ჯ. ლეჟავას 22;
საკვალიფიკაციო მოთხოვნა:
- პროფესიული და/ან უმაღლესი განათლება ნებისმიერი მიმართულებით
- გამოცდილება გაყიდვების ( საყოფაცხოვრებო ტექნიკის და IT პროდუქციის) მიმართულებით ;
ძირითადი მოვალეობები:
- დადგენილი სტანდარტების შესაბამისად მომხმარებლისთვის კვალიფიციური მომსახურების და კონსულტაციის გაწევა
- პროდუქციის მოწესრიგებულად განაწილება
- პროდუქციის ფასმაჩვენებლის პროგრამულ ფასთან შესაბამისობაში მოყვანა
- ნივთის გაფორმება, საგარანტიო ტალონის შევსება და მომხმარებლისთვის პირობების გაცნობა
პიროვნული მახასიათებლები:
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი
- გუნდური მუშაობის უნარი
- დისციპლინირებულობა
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გადააგზავნოთ თქვენი CV მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე [email protected]
შერჩეული კადრები გაივლიან ინდივიდუალურ გასაუბრებას ;
გაცნობებთ რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია (სააპლიკაციო ფორმა/ CV), "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს.თქვენ მიერ გაზიარებული პერსონალური მონაცემები დამუშავდება კომპანიის შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/ თანამშრომელთა მიერ. მონაცემთა დამუშავების მიზანია, დასაქმების მსურველი პირის არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა და შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღება. თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია შესაძლოა არ იქნას განხილული მიმდინარე ვაკანსიაზე ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან/და დარეზერვდეს სხვა შესაფერისი ვაკანტური პოზიციისთვის.
თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაციის (სააპლიკაციო ფორმა/ CV) შენახვის ვადა განისაზღვრება ერთი წლის ვადით.
თქვენ უფლება გაქვთ, მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე და მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება. მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებების განხორციელებისთვის, გთხოვთ, მოგვმართეთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: [email protected]
ინფორმაციის (CV/რეზიუმე/სააპლიკაციო ფორმა) გაზიარებით თქვენ აცხადებთ თანხმობას ზემოაღნიშნულზე.
