Skip to main content
მეტრომარტი
მეტრომარტი

კონსულტანტი

თბილისიგამყიდველი, მოლარე, კონსულტანტი
Full-time1-2 years
From ₾2,500 (see listing for pay period)

დაუკავშირდით უშუალოდ დამსაქმებელს. ელფოსტის ღილაკი გახსნის თქვენს საფოსტო პროგრამას; წერილი თქვენ უნდა გაგზავნოთ.

21 hours ago2 views

Description

კომპანია „გრინ სთორ“-ი (მეტრომარტი) გთავაზობთ დასაქმებას კონსულტანტის პოზიციაზე.

ტექნიკა გიყვარს? ადამიანებთან ურთიერთობა გამოგდის?

მაშინ შეიძლება სწორედ შენ გელოდებით.

„გრინ სთორი “(მეტრომარტი) ტექნიკის მაღაზიათა ქსელია, სადაც მომხმარებელი უბრალოდ პროდუქტის საყიდლად კი არ მოდის — ხშირად მოდის კითხვით: „რომელი უმჯობესია? “ან “რომელი იქნება ჩემთვის უკეთესი?”
შენი მთავარი ამოცანაც სწორედ აქ იწყება — მოუსმინო, სწორად გაიგო რა სჭირდება ადამიანს და დაეხმარო ისეთი არჩევანის გაკეთებაში, რომ ფილიალიდან კმაყოფილი გავიდეს.

რას ელოდები ჩვენგან?
  • ანაზღაურება შედგება ფიქსირებული ნაწილისა და გაყიდვების შედეგებზე დამოკიდებული ბონუსისგან, რომლებიც ჯამში შესაძლებელია შეადგენდეს 2500 ლარამდე;
  • კვირაში 5 სამუშაო დღე / 2 დასვენების დღე;
  • ორი ცვლა: 10:00–19:00 / 12:00–21:00 (1 სთ შესვენება);
  • მოქნილი გრაფიკი და დასვენების დღეების შეთანხმების შესაძლებლობა;
  • კორპორაციული ჯანმრთელობის დაზღვევა — სრულად კომპანიის დაფინანსებით;
  • კვების ობიექტზე ფასდაკლების ბარათი;
  • პროფესიული განვითარებისა და ზრდის შესაძლებლობა;
  • სამუშაო ადგილი: თბილისი, სადგურის მოედანი №2 — თბილისი ცენტრალის შენობა.

როგორი გვინდა რომ იყო ?
  • არ არის აუცილებელი, რომ ტექნიკის ექსპერტი იყო, მთავარია:
  • გქონდეს გაყიდვების გამოცდილება;
  • მარტივად ამყარებდე კომუნიკაციას ადამიანებთან;
  • იყო აქტიური, ენერგიული და პოზიტიური;
  • გსიამოვნებდეს მომხმარებლისთვის დახმარება და არა უბრალოდ პროდუქტის „მიყიდვა “;
  • გაინტერესებდეს ტექნიკა და თანამედროვე პროდუქტები.

თუ ადამიანებთან ურთიერთობა შენი ძლიერი მხარეა და გაყიდვას მხოლოდ „საქმედ“კი არა, კომუნიკაციადაც აღიქვამ — შეიძლება ერთმანეთს ვეძებდეთ.

გამოგვიგზავნე შენი CV მეილზე [email protected] და გაიცანი „გრინ სთორი “— შესაძლოა შენი შემდეგი სამუშაო ადგილი სწორედ აქ იყოს.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში.

Similar jobs