დაუკავშირდით უშუალოდ დამსაქმებელს. ელფოსტის ღილაკი გახსნის თქვენს საფოსტო პროგრამას; წერილი თქვენ უნდა გაგზავნოთ.
6 hours ago11 views
Description
„Caucas Transport Solutions“ (CTS) წარმოადგენს გერმანული სატრანსპორტო ჰოლდინგის ოფიციალურ წარმომადგენლობას საქართველოში. 2012 წლიდან კომპანია წარმატებით ოპერირებს ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე — აერთიანებს სატრანსპორტო-საექსპედიტორო მიმართულებებს და უზრუნველყოფს სრული მასშტაბის საჰაერო, საზღვაო, სახმელეთო და სარკინიგზო ლოჯისტიკურ სერვისებს.
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ოფიციალურ ვებგვერდზე: www.cts.ge
გუნდის გაფართოებასთან დაკავშირებით, CTS იწვევს ამბიციურ და გამოცდილ პროფესიონალს კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი პასუხისმგებლობები:
ახალი კორპორატიული კლიენტების აქტიური მოძიება (B2B);
კლიენტების ინდივიდუალური საჭიროებების შესწავლა და მათზე მორგებული სატრანსპორტო/ლოჯისტიკური მომსახურების შეთავაზება;
არსებულ კორპორატიულ პორტფელთან თანამშრომლობა, პარტნიორული ურთიერთობების შენარჩუნება და გაყიდვების გაზრდა (Up-selling / Cross-selling);
კომერციული წინადადებების მომზადება, ხელშეკრულებების შეთანხმება და გაფორმება;
გაყიდვების ინდივიდუალური გეგმების შესრულება და შედეგების პერიოდული რეპორტინგი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება;
სატრანსპორტო/ლოჯისტიკურ სექტორში B2B გაყიდვების მიმართულებით მუშაობის 2-3 წლიანი გამოცდილება;
საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების სპეციფიკისა და ბაზრის კარგად ცოდნა;
ახალი ბიზნეს კონტაქტების მოზიდვისა და გაყიდვების სრული ციკლის დამოუკიდებლად მართვის უნარი;
ინგლისური და რუსული ენების ფლობა (სამუშაო და საქმიანი კომუნიკაციის დონეზე);
საოფისე პროგრამების (MS Office, Excel და E-mail) მაღალ დონეზე ცოდნა;
BIA მონაცემთა ბაზასთან მუშაობის გამოცდილება.
პიროვნული თვისებები და უნარები:
დარწმუნების, ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმართვის გამოკვეთილი უნარი;
მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
დროის ეფექტურად მართვისა და სამუშაო პროცესის დამოუკიდებლად დაგეგმვის უნარი;
გუნდური მუშაობისა და სტრესულ/ცვალებად გარემოში სწრაფი ორიენტაციის უნარი;
ორგანიზებულობა, დეტალებზე ორიენტირებულობა და პუნქტუალურობა.
სამუშაო ვიზიტებისა და შეხვედრებისთვის ტრანსპორტირების უზრუნველყოფას;
პროფესიული ზრდისა და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას;
თანამედროვე, სტაბილურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია გრძელვადიანი და სტაბილური თანამშრომლობა.
სამუშაო პირობები და განაცხადის მიღება: სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი – პარასკევი (10:00 – 18:00) ოფისის მისამართი: ქ. თბილისი, ა. ბელიაშვილის №145, HOB ბიზნეს ცენტრი