Skip to main content
OZON Safety
OZON Safety

კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი

თბილისიგაყიდვები, მარკეტინგი
Full-time1-2 years
₾1,500 - ₾3,000 / month

დაუკავშირდით უშუალოდ დამსაქმებელს. ელფოსტის ღილაკი გახსნის თქვენს საფოსტო პროგრამას; წერილი თქვენ უნდა გაგზავნოთ.

21 hours ago6 views

Description

კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი









ვის ვეძებთ:
  •  B2B გაყიდვების სფეროში, სისტემურ კომპანიაში აქტიური გაყიდვების
გამოცდილების მქონე კანდიდატს;
  •  2 წლიანი სამუშაო გამოცდილება კორპორატიული გაყიდვების
მენეჯერის პოზიციაზე;
  •  კანდიდატს, რომელსაც შეუძლია კლიენტის წინააღმდეგობებთან
ეფექტურად მუშაობა;
  •  მზადყოფნა კლიენტებთან შეხვედრებისა და მოლაპარაკებების
გასამართად;
  •  გაყიდვების გაფორმებისა და შემდგომი მართვის გამოცდილება;
  •  1C, ERP და CRM სისტემებში მუშაობის გამოცდილება, ასევე დროის
ეფექტურად მართვის უნარი;
  •  დისციპლინირებულ, პასუხისმგებლიან და კეთილსინდისიერ
თანამშრომელს;
  •  რუსული და ინგლისური ენების ცოდნა.

მოვალეობები:
  •  კომპანიის პროდუქციის რეალიზაცია კლიენტებზე;
  •  პროდუქტის ღირებულებისა და უპირატესობების სწორად წარდგენა,
რათა კლიენტის საჭიროებები და ამოცანები ეფექტურად გადაწყდეს;
  •  გაყიდვების გაფორმება და შემდგომი მართვა;
  •  ბაზრის, კონკურენტებისა და პოტენციური კლიენტების სეგმენტების
ანალიზი;
  •  ახალი კორპორატიული კლიენტების აქტიური მოძიება და გაყიდვების
შესაძლებლობების შექმნა;
  •  მსხვილ და სტრატეგიულ კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმოება;
  •  გაყიდვების ახალი არხებისა და პარტნიორული ურთიერთობების
განვითარება;
  •  კლიენტებისთვის კომპანიის მომსახურებების პროფესიონალურად
წარდგენა და პრეზენტაციების ჩატარება;
  •  კლიენტებისა და პროდუქციის ჯგუფების მიხედვით წლიური და
ყოველთვიური გაყიდვების დაგეგმვა;
  •  კომპანიის კორპორაციული კულტურისა და შიდა წესების დაცვა;
  • სასურველია კანდიდატს ჰყავდეს პირადი ავტომობილი და ფლობდეს B
კატეგორიის მართვის მოწმობას.

ჩვენ გთავაზობთ:
  •  ოფიციალურ დასაქმებას და საქართველოს შრომის კანონმდებლობის
სრული დაცვით მუშაობას;
  •  კომფორტულ სამუშაო გარემოს;
  •  ხელფასი: გამოსაცდელი პერიოდი 3 თვე, ფიქსირებული 1500-3000
ლარი  განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციის მიხედვით, შემდეგ
ფიქსირებული + ბონუსი 4000 ლარიდან.
  •  სამუშაო ადგილს: ქ. თბილისი, ცოტნე დადიანის ქ. 7ა;
  •  სტაბილურ და საიმედო სამსახურს მზარდ კომპანიაში;
  •  სამუშაო გრაფიკს: ორშაბათი – პარასკევი, 09:00 – 18:00;
  •  საწვავის, მობილური კავშირის, პირადი ავტომობილის ამორტიზაციის
ხარჯების ანაზღაურებას.

თუ დაინტერესებული ხართ, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (CV) გამოაგზავნოთ
შემდეგ ელ. ფოსტაზე: [email protected][email protected] "Subject"-ში
აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "კორპორატიული
გაყიდვების მენეჯერი"

Similar jobs