Skip to main content
ჯორჯიან ქარდი
ჯორჯიან ქარდი

კურიერ-ტექნიკოსი (თბილისი, ბათუმი)

თბილისიმძღოლი, კურიერი
Full-timeNo experienceUrgent
From ₾3,500 (see listing for pay period)

დაუკავშირდით უშუალოდ დამსაქმებელს. ელფოსტის ღილაკი გახსნის თქვენს საფოსტო პროგრამას; წერილი თქვენ უნდა გაგზავნოთ.

17 hours ago7 views

Description

გაქვს საკუთარი მოპედი ან სკუტერი? გამოიმუშავე თვეში 3,500 ლარამდე!

საქართველოს ბანკის ჯგუფში შემავალი კომპანია „ჯორჯიან ქარდი“ თბილისსა და ბათუმში ეძებს კურიერ-ტექნიკოსს.

თუ გიყვარს მოძრავი სამუშაო, გაქვს საკუთარი მოპედი ან სკუტერი და გსურს სტაბილური შემოსავალი, ეს პოზიცია შენთვისაა.

რას გთავაზობთ?
• შემოსავალს თვეში 3,500 ლარამდე — ანაზღაურება დამოკიდებულია შესრულებული დავალებების რაოდენობაზე;
• 3–4-დღიან ტრენინგს — ტექნიკური გამოცდილება აუცილებელი არ არის; სამუშაოს დაწყებამდე ადგილზე შეისწავლი ყველა საჭირო ტექნიკურ საკითხს.

რას გააკეთებ?
• POS ტერმინალების სავაჭრო ობიექტებზე მიტანასა და განთავსებას;
• ობიექტის წარმომადგენლებისთვის ტერმინალის ძირითადი ფუნქციების გაცნობას;
• POS ტერმინალის აქსესუარების მიტანას;
• მარტივი ტექნიკური სამუშაოების შესრულებას, როგორიცაა: POS ტერმინალის ელემენტის ამოცვლა, ქვითრის ქაღალდის შეცვლა და ა.შ. 

ვის ვეძებთ?
• გაქვს საკუთარი, ტექნიკურად გამართული მოპედი ან სკუტერი;
• გაქვს შესაბამისი კატეგორიის მართვის მოწმობა;
• ხარ კომუნიკაბელური და პასუხისმგებლიანი.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ბათუმი
შემოგვიერთდი და მიიღე სტაბილური შემოსავალი შენი მოპედის გამოყენებით!

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნე რეზიუმე ან დაგვიკავშირდი:


Similar jobs