Skip to main content
ბეკო
ბეკო

მაძღოლი ექსპედიტორის- თანაშემწე

Full-time1-2 yearsთბილისი
₾1,800 - ₾2,000 / month
21 hours ago10 views

Description

კომპანია „ბეკო“ საქართველოს ბაზარზე წლებია ფუნქციონირებს და ამ დროისთვის საქართველოს მასშტაბით 98 სავაჭრო წერტილს აერთიანებს.

კომპანიას გამოარჩევს: კადრების პროფესიონალიზმი, მომსახურების მაღალი დონე, ინოვაციური ტექნიკა, პროდუქციის ფართო ასორტიმენტი და სტრატეგია -ცვლილება უკეთესობისკენ!

კომპანია ,, ბეკო,, აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე მძღოლი-ექსპედიტორის თანაშემწე ;

ადგილმდებარეობა : ქ. თბილისი, ფარსადანის 5; 
სამუშაო განაკვეთი : სრული
სამუშაო საათები : 40 საათი კვირაში, 6 სამუშაო დღე ; 
ანაზღაურება : 2000 ლარამდე ( ფიქსირებულს +საბონუსე სისტემა )

  ძირითადი მოვალეობები:
  • მძღოლის დახმარება კლიენტებისათვის პროდუქციის მიწოდებაში კომპანიის სტანდარტების, მარშრუტისა და შეკვეთის შესაბამისად 
  • მიწოდების პროცესში პროდუქციის უსაფრთხოების დაცვა (ტვირთის სწორი განთავსება, ჩატვირთვის და გადმოტვირთვის კონტროლი)
  • ავტოტრანსპორტის ჰიგიენურ მდგომარეობაზე ზრუნვა
  • შრომის უსაფრთხოების წესების დაცვა
  • უშუალო ხელმძღვანელის დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში 

მოთხოვნები:
  • მართვის მოწმობა: B კატეგორია - სავალდებულოა
  • გამართული კომუნიკაციის უნარი
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება 
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა 

შერჩეული კანდიდატები გაივლიან ინდივიდუალურ გასაუბრებას.

გაცნობებთ რომ თქვენ მიერ გადმოგზავნილი ინფორმაცია (სააპლიკაციო ფორმა/CV),“პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. თქვენ მიერ გაზიარებული პერსონალური მონაცემები დამუშავდება კომპანიის შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. მონაცემთა დამუშავების მიზანია, დასაქმების მსურველ პირის არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა და შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღება. თქვენ მიერ გადმოგზავნილი ინფორმაცია შესაძლოა არ იქნეს განხილული მიმდინარე ვაკანსიაზე ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან/და დარეზერვდეს სხვა შესაფერისი ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენ მიერ გადმოგზავნილი ინფორმაციის (სააპლიკაციო ფორმა/CV), შენახვის ვადა განისაზღვრება ერთი წლის ვადით.

თქვენ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე და მოითხოვოთ მისი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება. მოქმედი კანონით განსაზღვრული უფლებების გამოხორციელებისთვის გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: [email protected]. ინფორმაციის (სააპლიკაციო ფორმა/CV) გაზიარებით თქვენ თანხმობას აცხადებთ ზემოაღნიშნულზე.


Apply for this job

Send your CV straight to the employer.

Similar jobs