Skip to main content
BlueTabla
BlueTabla

მარკეტინგული პროექტების მენეჯერი

თბილისიგაყიდვები, მარკეტინგი
Full-timeNo experience

დაუკავშირდით უშუალოდ დამსაქმებელს. ელფოსტის ღილაკი გახსნის თქვენს საფოსტო პროგრამას; წერილი თქვენ უნდა გაგზავნოთ.

3 hours ago17 views

Description

ბლუტაბლა აცხადებს ვაკანსიას: მარკეტინგული პროექტების მენეჯერი

სამუშაო გრაფიკი: 9:00–18:00, კვირაში 5 დღე
სამუშაო ადგილი: წერეთლის გამზირი #140 — ყოფილი მაუდის ქარხანა

ბლუტაბლა არის კერამიკისა და ტექსტილის მწარმოებელი კომპანია, რომელიც ქმნის ქართული დიზაინის სახლის ნივთებსა და აქსესუარებს. ჩვენი პროდუქციის დასათვალიერებლად ეწვიეთ ვებგვერდს: www.bluetabla.ge
ვეძებთ ორგანიზებულ და შედეგზე ორიენტირებულ თანამშრომელს, რომელიც მართავს მარკეტინგულ პროექტებს და კარგად ერკვევა ციფრულ მარკეტინგში.

მოვალეობები:
  • მარკეტინგული პროექტებისა და კამპანიების დაგეგმვა, კოორდინაცია და შესრულების კონტროლი;
  • პროექტების ვადების, ბიუჯეტებისა და პრიორიტეტების მართვა;
  • დიზაინის, კონტენტის, ციფრული რეკლამისა და E-commerce გუნდების მუშაობის კოორდინაცია;
  • გუნდისა და გარე პარტნიორებისთვის მკაფიო დავალებების მომზადება;
  • კამპანიების შედეგების მონიტორინგი და გაუმჯობესების გზების შეთავაზება.

მოთხოვნები:
  • მარკეტინგული პროექტების მართვის გამოცდილება;
  • ციფრული მარკეტინგის კარგი ცოდნა — Meta Ads, Google Ads, სოციალური მედია და E-commerce;
  • Excel-ისა და პროექტების მართვის ინსტრუმენტებთან მუშაობის ცოდნა;
  • გამართული კომუნიკაცია, ორგანიზებულობა და დეტალებზე ყურადღება;
  • რამდენიმე პროექტის ერთდროულად მართვისა და პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის უნარი;
  • ინგლისური ენის სამუშაო დონეზე ცოდნა

პირობები:
  • კონკურენტული ანაზღაურება
  • ჯანმრთელობის დაზღვევა
  • კარიერული წინსვლის შესაძლებლობა — მოცულობის ზრდასთან ერთად გუნდის ხელმძღვანელობა
  • შედეგზე ორიენტირებული, მეგობრული სამუშაო გარემო

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, CV გამოგზავნოთ: [email protected] სათაურში მიუთითეთ: მარკეტინგული პროექტების მენეჯერი

Requirements

ენები: ინგლისური

Similar jobs