Skip to main content
მარგიო
მარგიო

მძღოლი-დისტრიბუტორი

თბილისიმძღოლი, კურიერი
Full-timeNo experienceUrgent
₾1,500 - ₾1,800 (see listing for pay period)

დაუკავშირდით უშუალოდ დამსაქმებელს. ელფოსტის ღილაკი გახსნის თქვენს საფოსტო პროგრამას; წერილი თქვენ უნდა გაგზავნოთ.

1 day ago4 views

Description

კომპანია „მარგიო“ აცხადებს ვაკანსიას მძღოლ-დისტრიბუტორის პოზიციაზე.

ლოკაცია: ქ. თბილისი, თბილისი, ევროპის პირველი ჩიხი, N10
გრაფიკი: ორშაბათი - შაბათი, 09:00 - 18:00სთ
ანაზღაურება: 1500 ლ + ბონუსი

კომპანიის შესახებ:

„მარგიო“ 2004 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე და წარმოადგენს ხელსახოცებისა და მაგიდის ტილოების მწარმოებელ კომპანიას. ბრენდი წარმოდგენილია ქვეყნის წამყვან ქსელებსა და მაღაზიებში და უზრუნველყოფს ხარისხიან პროდუქციასა და ეფექტურ დისტრიბუციას საქართველოს მასშტაბით.

ძირითადი მოვალეობები:
  •  პროდუქციის უსაფრთხო და დროული ტრანსპორტირება;
  •  კომპანიის კუთვნილი ავტომობილის მართვა და უსაფრთხო ექსპლუატაცია;
  •  ავტომანქანის დატვირთვა-გადმოტვირთვაში ჩართულობა;
  •  პროდუქციის რაოდენობის კონტროლი ჩატვირთვამდე და მომხმარებელთან ჩაბარებისას;
  •  პროდუქციის სწორად გადაცემა სავაჭრო ობიექტებში.

მოთხოვნები:
  •  B კატეგორიის მართვის მოწმობა;
  •  პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  •  შრომისმოყვარეობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  •  დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი.

გთავაზობთ:
  •  მეგობრულ სამუშაო გარემოს;
  •  მხარდამჭერ მენეჯმენტს.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV მითითებულ ელ. ფოსტაზე:
[email protected] ან დაგვიკავშირდით ნომერზე. 

Similar jobs